რატომ უნდა ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი, სარეცხი მანქანის ბარაბანში

1156

ბოლო დროს ხშირად ვხედავთ ინტერნეტ რჩევებს, რომლებიც სარეცხი მანქანის ფხვნილისა და სარეცხი საშუალებების ჩასაყრელ უჯრას ეხება. ასეთი რეკომენდაციები აღარ დაგჭირდებათ, რადგან ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევის შემდეგ – უჯრა იდეალურადა შეინახება, ხოლო სარეცხი მანქანა კი უპრობლემოდ იფუნქციონირებს წლების მანძილზე. უბრალოდ, პერიოდულად კონდიციონერის ჩასასხმელ ადგილს დასჭირდება გაწმენდა, ამისთვის კი უბრალო ღრუბელი და წყალია საჭირო.

სანამ რეცხვას დაიწყებთ, საჭირო რაოდენობის სარეცხი ფხვნილი პირდაპირ ბარაბანში ჩაყარეთ, არ არის საჭირო ფხვნილისთვის განკუთვნილი უჯრის გამოყენება. ამის კეთება მას შემდეგ დავიწყე რაც, არასასიამოვნო ინციდენტი გადამხდა თავს – ფხვნილმა წყლის გამშვები მილი გაჭედა და აბაზანის იატაკი წყლით იყო დაფარული, არმოჩნდა, რომ გაჭედვის მიზეზი უხარისხო სარეცხი ფხვნილი იყო! ამის შემდეგ ფხვნილის პირდაპირ ბარაბანში შეყრა დავიწყე. თუ გარეცხვის შემდეგ, სამოსზე ფხვნილის ლაქები რჩება, სარეცხ მანქანას დამატებითი გავლების რეჟიმზე ვრთავ, თუმცა ეს იშვიათად ხდება – უფრო დიდი ნივთების გარეცხვისას, მაგალითად ქურთუკები ან თეთრეული.

გაითვალისწინებთ: თუ ფხვნილი ბელტებად იკვრება, ესეიგი ფხვნილში კალცინირებული სოდის მაღალი შემცველობაა (სწორედ ამ მიზეზით იჭედება გამშვები მილი). მიაქციეთ ყურადღება ამ პუნქტს სარეცხი საშუალების შერჩევისას.

იმედი მაქვს ეს რჩევა გამოგადგებათ და სარეცხ მანქანასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეგექმნებათ.