სულიერი სიწმინდის 7 წესი

888

სისუფთავე ყოველთვის სახლის მოწესრიგებას არ ნიშნავს. არსებობს აზრობრივი სისუფთავე, მეტყველების სისუფთავე და ა.შ. აღმოსავლეთში სულიერ სიწმინდეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.აღმოსავლელი მოაზროვნეები სიწმინდის 7 წესს გამოყოფენ, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას. ამ წესების დაცვა თქვენც სცადეთ. შეიძლება ასე თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს!

აი, სულიერი სიწმინდის 7 წესი:

  • „ხელის სიწმინდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი არაფერი აიღო. აქ იგულისხმება, შემოსავლის მეათე ან რაღაც ნაწილი, რაც უნდა მისცეთ მათ, ვისაც სჭირდება.
  • „ყურის სიწმინდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ შეშინებულ, გაბოროტებულ, დაბნეულ ხალს არ უნდა მოუსმინოთ. თქვენი სმენა ჭორებს და ცარიელ საუბრებს უნდა მოარიდოთ.
  • „თვალის სიწმინდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი თვალი ბოროტებისგან, შურისა და სიძულვილისგან დაიცვათ.
  • „პირის სიწმინდე“. თქვენი პირი ზედმეტი ლაპარაკისა და ბილწსიტყვაობისგან უნდა დაიცვათ. „დუმილი – ოქროა“.
  • „სხეულის და ტანსაცმლის სიწმინდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ სხეული და ტანსაცმელი ყოველთვის სუფთა უნდა გქონდეთ.
  • „აზროვნების სიწმინდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან ნეგატიური ფიქრები და ბოროტი ჩანაფიქრები უნდა მოიშოროთ. ასევე საკუთარი თავის მიმართ სინანული არ უნდა გამოხატოთ. რა საჭიროა საკუთარი თავის შეცოდება, არ სჯობს საკუთარი თავი ახალი წამოწყებისთვის გაამხნევოთ?
  • „სულის და გულის სიწმინდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სულიერი იმპულსები დაიცვათ და არ უგულებელყოთ. გიყვარდეთ და სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოთ. სიყვარული უკვე თავისთავად ბედნიერებაა.