როგორ გავთავისუფლდეთ ჭიანჭველებისგან: 2 მოქმედი მეთოდი

1119

ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოიშოროთ ჭიანჭველები შიანური მეთოდებით.თუ სპეციალური საშუალებები თქვენში ალერგიას იწვევს ან მათი გამოყენებით შედეგი ვერ მიიღეთ, მოგიწევთ ხალხური მეთოდები გამოიყენოთ.ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, ორ ძალიან მარტივ და გამოცდილ მეთოდს, სახლიდან ჭიანჭველების მოსაშორებლად!

პირველი მეთოდი:ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ჭიანჭველებთან ბრძოლაში – ბორის მჟავას სატყუარაა. მის მოსამზადებლად მაგრად მოხარშული კვერცხის გული დაგჭირდებათ, რომელიც თაფლში ან შაქარში უნდა აურიოთ. ზოგჯერ დიასახლისები მურაბასაც იყენებენ.ამ ნარევში დაამატეთ 20 გრამი ბორის მჟავა. შემდეგ ის დაყავით პატარა ბურთულებად და “საეჭვო” ადგილებში დაალაგეთ. 1 დღის შემდეგ ამ ადგილებში ბევრი მკვდარი მწერი დაგხვდებათ.
მომწამლავ ნივთიერებად ზოგჯერ ბორაქსსაც იყენებენ (ნატრიუმის ტეტრაბორატი). მეთოდი იმით არის კარგი, რომ ჭიანჭველები საჭმელს ერთმანეთს გადასცემენ და ამით მთლიანი ბუდე იწამლება.

მეორე მეთოდი:ასევე ეფექტური საშუალებაა – საფუარი შაქრით. ასეთი შემადგენლობა დუღილს იწვევს და მისი ბუდეში შეტანის შემდეგ, ჭიანჭველების საკვების მთელი მარაგი, გამოუსადეგარი ხდება.