რთულად მოსაშორებელი ლაქა რაფიდან, სწრაფად და უკვალოდ გაქრება.

1012

თქვენი თეთრი რაფა სისუფთავისგან იბრწყინებს. ვერ აცილებთ ჩამჯდარ ლაქას თეთრი რაფიდან? გთავაზობთ უბრალო და ხელმისაწვდომ საშუალებას იმისთვის, რომ თქვენი რაფა ყოველთვის სისუფთავით ბრწყინავდეს. ამ სტატიაში გაიგებთ თუ რა საშუალებით მორეცხოთ მეტალო-პლასტმასის რაფა, მოაშოროთ მას ყვავილის ქოთნის ნაკვალევი, ობი და სხვა სახის დაბინძურებები.

როგორ მოვრეცხოთ მეტალო-პლასტმასის რაფა:

  1. ჩვეულებრივი ლაქების მოსაშორებლად, მაცივრის ან სხვა სახის ტექნიკის საწმენდი სველი ხელსახოცები გამოიყენეთ.
  2. ფლომასტერების, იოდის ან ბრილიანტის მწვანის ლაქების მოსაცილებლად გამოიყენეთ ამიაკის ბაზაზე დამზადებული ფანჯრის საწმენდი ხსნარი.
  3. თუ ლაქა არ დაგემორჩილათ, მათეთრებელი ფხვნილისა და წყლისგან მოამზადეთ ფაფის კონსისტენციის ნაზავი, წაუსვით დალაქავებულ ადგილს და 15 წუთით გააჩერეთ.
  4. ჟანგის ლაქებს გაუზავებელი ძმრის ესენცია ამოიყვანს. არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანის გამოყენება, გახსოვდეთ მჟავა კანს არ დაინდობს!
  5. გაახვიეთ საყოფაცხოვრებო საპონი კაპრონის წინდაში და გამოიყენეთ რაფის გასახეხად.