როგორ გავწმინდოთ დივანი სხვადასხვა სახის ლაქებისგან.

1363

რბილი ავეჯი იაფი არ ღირს, ამიტომგვინდა მათი მოვლილი გარეგნობა დიდი ხნით შევინარჩუნოთ. თუმცა ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა და ჩვენს სახლში არსებული დივანი და სავარძლები მალევე ლაქავდებიან და ჭუჭყიანდებიან. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?!

გადასაკრავები შეგიძლიათ გარეცხოთ – დივანისა და სავარძების ზედა ნაწილს ხშირ შემთხვევაში მოსახსნელი გადასაკრავები აქვთ. შეგძლიათ მოხსნათ და გარეცხოთ, თუმცა მათი ხშირად რეცხვა არც ისე კარგი იდეაა… რეცხვის შემდეგ ისინი დეფორმირდებიან და ხუნდებიან. გარეცხვამდე არ დაგავიწყდეთ მატერიის მოვლის წესების გათვალისწინება. აირჩიეთ რეცხვის დელიკატური რეჟიმი.

თუ რეცხვის შემდეგ ბალიშებმა ფორმა დაკარგეს, შეგიძლიათ მათში პარალონი ან სინთეპონი ჩაამატოთ.

ზედაპირის მტვერსასრუტით წმენდა – მოხსენით დივან ყველა გადასაკრავი და მთლიანი ზედაპირი მტვერსასრუტით დაამუშავეთ, გამოიყენეთ მრგვალი, ჯაგრისიანი თავი.

დაგჭირდებათ:

  • სოდაე
  • თერზეთი (სურვილისამებრ)
  • ჭურჭელი.

გამოყენების წესი:ფრთხილად დაყარეთ მშრალი საკვები სოდა დივანის ზედაპირზე. ეს შეგიძლიათ პატარა საცერის ემშვეობით გააკეთოთ. უკეთესი არომატისთვის შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ეთერზეთიც დააწვეთოთ, მაგალითად ლავანდის. დატოვეთ სოდა რამდენიმე საათით. დროის გასვლის შემდეგ, სოდა მტვერსასრუტით აიღეთ.

ცხიმოვანი ლაქების მოცილება – ნახეავრ ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი და 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ჩაასხით. ფრთხილად დაასველეთ ღრუბელი ხსნარში და ლაქა გაწმინდეთ.

ღვინის ლაქების წმენდა – დივანიდან ღვინის ლაქის მოსაშორებლად წყალბადის ზეჯანგი და თხევადი საპონი 1:2-თან შეფარდებით შეაზავეთ. ლაქა კიდეებიდან ცენტრისკენ გაწმინდეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ საშუალება ფრთხილად მოაშორეთ და ეცადეთ მატერია ძლიერად არ დაასველოთ, დასველების შემდეგ ლაქა დივანში ღრმად ჩაჯდება.ღვინის ლაქის დამუშავება არყითაც შეიძლება. დაელოდეთ როდის შეიწოვება და შემდეგ სველი ღრუბლით გაწმინდეთ.ღვინს ლაქებს ზოგჯერ ჩვეულებრივი სარეცხი საპონიც კარგად უმკლავდება.

დივანის გადასაკრავზე თვლების გასწორება – სახლში თუ შინაური ცხოველები გყავთ, განსაკუთრებით კი კატა… მათი ბრჭყალების დამოდებით გამოწვეული ამობურცული ძაფები თქვენთვის უცხო ხილი ნამდვილად არ იქნება. ნუ იჩქარებთ ამოწეული ძაფების გადაჭრას. აჯობებს ძაფი აიღოთ და ისინი უკან ჩააბრუნოთ.