გამოვცადე და მუშაობს: 6 საუკეთესო ხრიკი, როგორ მოვუაროთ ხალიჩებს.

1194

ჭუჭყიანი მაისურის ან პერანგისგან განსხვავებით ხალიჩას სარეცხ მანქანაში ვერ შედებთ და უბრალოდ ვერ გარეცხავთ. მაგრამ, აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ დანამდვილებით:

  • ყავის ლაქა-ხალიჩას დაღვრილი ყავის ან ნებისმიერი მუქი ფერის ლაქა რომ მოაშოროთ მინის საწმენდი საშუალება წყალს 1:2 პროპორციით აურიეთ. ამ საშუალებით ლაქა დანამეთ და ძველი მაისური ან თხელი ბამბის ქსოვილი დააფარეთ. შემდეგ აიღეთ უთო და მაისური დააუთოეთ, რომ ლაქა ქსოვილზე გადავიდეს.
  • ძაღლის ან კატის ბეწვი-ხალიჩიდან ბეწვი სწრაფად რომ ამოიღოთ, ჩვეულებრივ მინის საფხეკზე (რეზინის პირით) უკეთესი არაფერია. ის ბეწვს სწრაფად შეაგროვებს სტატიკური მუხტის წყალობით, რომელიც ხალიჩის ზედაპირიდან ბეწვს იღებს.
  • ფუმფულა ხალიჩა გრძელი ბეწვით-ასეთი ხალიჩის მტვერსასრუტით გადაწმენდა მოუხერხებელია, ძაფები მტვერსასრუტის ჯაგრისს ედება და ხშირად იხევა. ასეთი ხალიჩა სჯობს ტანსაცმლის წებოვანი ლენტით გაწმინდოთ. წებოვანი ლენტი ხალიჩის ზედაპირს გადაატარეთ, შემდეგ ხალიჩა გადააბრუნეთ და ამ მხრიდან მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
  • საღეჭი რეზინა-ხალიჩას მიკრული საღეჭი რეზინა რომ მოაშოროთ, ამ ადგილას 5-10 წუთით ყინულის კუბები დადეთ. როცა რეზინა გამაგრდება, ძველი პლასტიკური ბარათით ან ნებისმიერი ბასრი, მაგარი ნივთით მოაშორეთ.
  • სხვა ლაქა-საკვები სოდა, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი სპრეი ბოთლში აურიეთ. ამ შინაურული საშუალებით ხალიჩა დანამეთ და სუფთა ღრუბელით გაწმინდეთ.
  • დაჭმუჭნული ბეწვი-ხშირად მძიმე ავეჯი, რომელიც ხალიჩაზე დევს, კვალს ტოვებს. ამ კვალის მოსაშორებლად უთანასწორო ხალიჩაზე ყინულის კუბები დადეთ და რამდენიმე წუთი დაელოდეთ, შემდეგ ხალიჩა ძველი კბილის ჯაგრისით ან ტანსაცმლის ჯაგრისით გაწმინდეთ.