რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს ჰიპერტონიის პრევენციას, თუნდაც ძლიერ დაბინძურებულ რაიონებში

2232

ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ჰიპერტონიის უფრო დაბალი რისკი აქვთ მაშინაც კი, თუ ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურება გაცილებით ძალიან მაღალია – ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც 20 ივლისს ჟურნალში Circulation გამოქვეყნდა.

ჰაერის დაბინძურებასა და ფიზიკურ აქტივობას შორის რისკის და სარგებლის ბალანსი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემაა, რადგან მსოფლიო მოსახლეობის 91%–ზე მეტი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მითითებებს არ აკმაყოფილებს.

კვლევის შედეგები

მეცნიერებმა ტაივანში შეისწავლეს 140 000 ზრდასრული ადამიანი ჰიპერტონული დაავადების გარეშე. მათ საშუალოდ 5 წელი აკვირდებოდნენ. მკვლევარებმა თითოეული ადამიანის ფიზიკური აქტივობის ყოველდღიური დონე დაყეს როგორც არა აქტიური, ზომიერად აქტიური ან მაღალ აქტიური.

ადამიანებს, რომლებიც ძალიან აქტიურად ვარჯიშობდნენ და დაბინძურების დაბალ დონესთან შეხება უწევდათ, მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკი უფრო დაბალი ჰქონდათ. ადამიანებს, რომლებიც არა აქტიურნი და ჰაერის დაბინძურების მაღალი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაღალი არტერიული წნევის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ.

რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის სარგებელი ჰაერის დაბინძურების დონის მიუხედავად ნარჩუნდება. ზომიერი ფიზიკური დატვირთვის მქონე ხალხს ჰიპერტონიის რისკი 4%–ი უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ვარჯიშობდა. მაღალ აქტიურ ხალხს 13%–ით უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც სპორტით დაკავებული არ იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს