ექიმები გვთავაზობენ 6 მარტივ გზას დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დასარეგულირებლად

6132

ექიმები აღნიშნავენ, რომ 1-ელი ტიპის დიაბეტის მართვა რთულია, მაგრამ მე-2 ტიპის დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დარეგულირება მარტივი მეთოდებით შესაძლებელია. მაგალითად, ამისთვის კარგად ძილი საკმარისია.

კარგი ძილი. ხარისხიანი ძილი დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება ხდება. ძილის დეფიციტი კი სისხლში შაქრის დონეს ზრდის.

ნახშირწყლების კონტროლი. კიდევ ერთი მარტივი მეთოდი შაქრის დასარეგულირებლად – თითოეული პორციის მიღების დროს ნახშირწყლების მოხმარება შეზღუდეთ. ექიმები ამის გაკეთებას თეთრი პროდუქტების შემცირების ხარჯზე გვირჩევენ – მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი, შაქარი. მთავარი წესი: ორი ასეთი პროდუქტი ერთ ჯერზე არ მიირთვათ.

ვარჯიში. რამდენადაც შესაძლებელია აქტიური იყავით.

„ნებისმიერ თავისუფალ დროს იარეთ. მაშინაც კი, თუ ტელევიზორს უყურებთ, შეგიძლიათ სარეკლამო რგოლის დროს იაროთ“ – აღნიშნავენ ექიმები.

წონაში დაკლება. წონის 7%-ით შემცირება ინსულინზე ორგანიზმის რეაქციას მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს და რეზისტენტობისგან დაგვიცავს.

„ზედმეტი კილოგრამების მოშორების საუკეთესო მეთოდი – საკვების პორცია შეამცირეთ. ასე სისხლში შაქრის დონის შემცირებას და დარეგულირებას შეძლებთ“ – ამბობენ ექიმები.

საკვების მიღება სალათით დაიწყეთ. მასში ცოტა კალორია და ნახშირწყლებია, რაც სისხლში შაქრის გაკონტროლებასა და წონის მატებისგან დაგიცავთ.

„თუ დღეს სალათის ჭამით დაიწყებთ, დღის განმავლობაში უფრო ნაკლებს შეჭამთ – ეს კი „მავნე“ რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ, რომლებიც გლუკოზის დონეზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ“ – აზუსტებენ ექსპერტები.

წყალი დალიეთ. ეს მარტივი მეთოდი შიმშილის გრძნობის, არასასურველი საკვების მიღებისა და შაქრის დონის მერყეობისგან დაგიცავთ. ასევე უცხიმო რძის დალევა მნიშვნელოვანია. ამის შესახებ the Health Site წერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს