ყოველდღიური ჩვევები, რომლებსაც განსაკუთრებულ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, გამონაყარის მიზეზია. აქ მოცემულია ხუთი რამ, რაც ხელს უწყობს აკნეს გამოსვლას.
ბალიში
განსაკუთრებით, თუ დიდი ხანია არ შეგვიცვლია.
”როდესაც თქვენ იძინებთ, ოფლიანობთ, ბალიშზე იზრდება ოფლისა და ბაქტერიების რაოდენობა, – ამბობს დებრა ჯალუმანი, მედიცინის დოქტორი, ნიუ-იორკელი დერმატოლოგი.
ის, თუ რამდენ ხანს იყენებს ადამიანი ბალიშს, მეტყველებს მის სისუფთავეზე.
სავარჯიშო დარბაზი
ვარჯიშის დროს გამოყოფილ ოფლს შეუძლია გააღიზიანოს კანი ცხიმით და ჭუჭყით. ვარჯიშის შემდეგ გაასუფთავეთ კანი.
ბაქტერიები მობილური ტელეფონზე
მობილური ტელეფონები აგროვებს ბაქტერიებს – ტელეფონის ლოყასა და ნიკაპზე მიბჯენა იწვევს ცხიმის წარმოქმნას და აჭუჭყიანებს კანს. ეს შეიძლება აკნეს წინაპირობა გახდეს.
ხელით წვალება
აკნეს ხელით წვალებისას, დიდი რისკია, კანის ფორებში ბაქტერიები და მკვდარი უჯრედები მოხვდეს. ამან შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია, გაზარდოს ანთება, განვითარდეს მუდმივი ნაწიბურიც.
თმის პროდუქტები
თუ იყენებთ ცხიმიანი თმის მოვლის პროდუქტებს, იზრდება აკნეს რისკი.
“როდესაც თმა სახეზე მოხვდება, კანი შთანთქავს ამ ცხიმს. იგი აბინძურებს ფორებს. იწვევს შეწითლებას, აკნეს და თეთრ გამონაყარს შუბლსა და თმის ხაზის გარშემო.“