თიხის ნიღბები: ყველაფერი რაც მათ შეუძლიათ და არ შეუძლიათ გააკეთონ კანისთვის

2873

თიხისგან დამზადებული კანის მოვლის საშუალებები ყველგანაა. ისინი მთელი რიგი უპირატესობებით გამოირჩევიან – იღებთ სუფთა, ნათელ და სასიამოვნო კანს გამოყენებისთანავე. მაგრამ, რეალურად როგორ მუშაობენ ეს ნიღბები? რას უკეთებს თიხა კანს?

თიხის სარგებელი ცხიმის შთანთქმაშია. „მასზე ვფიქრობ როგორც მაგნიტზე ან ღრუბელზე, რომელიც ჭუჭყს და ცხიმს აქრობს“ – ყვება შელპი ჰეტარპალი, კლივლენდის ექიმი-დერმატოლოგი – „ცხიმის მოშორებას მივყავართ იქამდე, რომ დავიწყებული ფორების რაოდენობა იკლებს, კანი კი უფრო გადაჭიმული ხდება. თუ თქვენი კანი ძალიან ცხიმიანია ან უბრალოდ გსურთ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო სახლში მოწყობილი სპა-სალონით, თიხის ნიღბები ამაში ნამდვილად დაგეხმარებიან“.

თიხაში მინერალური ნაწილაკები წყალთან არევისას იმუხტება. ისინი იზიდავენ მტვრის ნაწილაკებს და კანის სხვა სიბინძურეებს. მათ უბრალოდ ისრუტავენ.

არის განსხვავება თიხის ტიპებს შორის?
სხვადასხვა ტიპის თიხა, გამოყენებული კანის მოვლის საშუალებებში, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არაა. შელპი ჰეტარპალი ამბობს: „მათ შეუძლიათ იყვნენ განსხვავებულები ეფექტის მოხდენაში, მაგრამ მთავარი და განმსაზღვრელი მახასიათებელია – კარგი გაწმენდა და ასიმილაცია“.

ვინ არ უნდა გამოიყენოს თიხა?
ნიღბები ზედმეტად შრებიან, დამატებით ასაქერცლ ან მცენარეულ კომპონენტებს შეიცავენ, აღიზიანებენ მშრალ და მგრძნობიარე კანს. ადამიანებმა კანის დაავადებებით, როგორებიცაა: ფსორიაზი, ეკზემა, როზაცეა, არ უნდა გამოიყენონ ისინი. ნატურალური შემადგენლობა პროდუქტს უსაფრთხოს არ ხდის. თიხის ნიღბების გამოყენება არ შეიძლება ყოველდღიურად, როგორც რუტინის ნაწილი. ეს პროდუქტი კვირაში 1-3-ჯერ უნდა მოიხმაროთ, ცხიმიანი, კომბინირებული და ნორმალური კანისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს