ხსნადი უჯრედისის, ცილისა და სასარგებლო ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტი გვეხმარება ჯანმრთელობისთვის უკიდურესად მავნე, ვისცერალური ცხიმების მოშორებაში. ამის შესახებ წერს გამოცემა Express.
ვისცერალური ცხიმი – ესაა მუცლის არეში ცხიმოვანი ქსოვილის ფორმა, რომელიც ზედაპირის ქვეშაა მოთავსებული და გროვდება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან ახლოს, როგორებიცაა ნაწლავები და ღვიძლი. ასეთი ცხიმის არსებობა ხელს უწყობს ინსულინისადმი რეზისტენტულობის (და მეორე ტიპის დიაბეტის) განვითარებას, გულის დაავადებებს, კიბოს ზოგიერთ სახეობას.
ამავდროულად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, შესაძლებელია მუცელში მავნე ვისცერალური ცხიმების შემცირება.
-“ფაქტები იმაზე მეტყველებენ, რომ რაციონში ჯანსაღი საკვების რაოდენობის გაზრდას უდიდესი სარგებელი მოაქვს ცხიმების წვისთვის.” – სტატიას თან ერთვის ექსპერტის მოსაზრება.
კერძოდ, ვისცერალურ ცხიმთან ბრძოლაში აუცილებელია ხსნადი უჯრედისის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების მიღება. ეს უჯრედისის ფორმაა, რომელიც იწოვს წყალს და წარმოქმნის გელს, რომელიც ამცირებს საკვებიდან მიღებული კალორიების რაოდენობას.
ობსერვაციულმა კვლევამ, 1100 ადამიანის მონაწილეობით, აჩვენა: ყოველი დამატებითი 10 გ ხსნადი ბოჭკო ამცირებს მუცელზე ცხიმის 3.7%-ს, ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში.
ხსნადი უჯრედისის შემცველი პროდუქტი მოიცავს პარკოსნებს, შვრიას, ქატოს, ბრინჯს, ქერს, ციტრუსს, ვაშლს, მარწყვს, ბარდასა და კარტოფილს.
რაც შეეხება ცილის მოხმარებას: მრავალრიცხოვანი ობსერვაციული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მეტი რაოდენობით ცილას იღებენ, როგორც წესი, ნაკლები ცხიმი აღენიშნებათ მუცლის ღრუში, ვიდრე მათ, ვინც ცილოვან საკვებს ერიდება. მეცნიერების თქმით, ცილის მაღალი რაოდენობა ათავისუფლებს სიმსუქნის ჰორმონ PYY-ს, რომელიც ამცირებს მადას და ხელს უშლის სიმსუქნეს.
ცილის წყაროდ სპეციალისტები გვირჩევენ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა მჭლე ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, მაწონი, თესლეული და თხილეული, პარკოსნები, სოიოს პროდუქტები (ტოფუ).
მუცლის არეში ვისცერალური ცხიმის შემცირების უნარით გამორჩეულია ცხიმიანი თევზიც, რომელიც არამხოლოდ დიდი რაოდენობით ცილას, არამედ ომეგა-3-ის მჟავებსაც შეიცავს. კერძოდ, სასარგებლოა ორაგულის, თინუსის, ვირთევზის, სარდინების, სკუმბრიის მოხმარება.
თუმცა, გარდა რაციონის კორექციისა, ვისცერალური ცხიმის ოპტიმალური დაკარგვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, დღის წესრიგში ჩართოთ ფიზიკური სავარჯიშოები. ვისცერალურ ცხიმთან საბრძოლველად, Harvard Health გვირჩევს, რეგულარულად დავკავდეთ ზომიერი ინტენსიობის ფიზიკური აქტივობით, დღეში არანაკლებ 30 წუთით, ზოგიერთ ადამიანს კი დღეში 60 წუთამდე.