„ჩვენ გაცნობიერებულად ჯანმრთელობის გახანგრძლივების ზრდაზე და არა ცხოვრების ზრდა უნდა ვიზრუნოთ“ – ასეთია ფუნქციური და ინტეგრაციული მედიცინის ნოვატორის, ექიმი ფრენკ ლიპმანის ხანგრძლივი ცხოვრების კონცეფცია. „ნაკლები ჭამეთ, უფრო მეტი იცინეთ, სტრესს გაუმკლავდით, ძილს სერიოზულად მოეკიდეთ“ – ასეთია ფრენკ ლიპმანის „დოგმა“.
3 რჩევა ფრენკ ლიპმანისგან
1. გაცნობიერებულად იმოძრავეთ
როგორც ლიპმანი ამბობს, საქმე ეხება არა მხოლოდ მეტ ფიზიკურ ვარჯიშს, არამედ იმას, რომ ვარჯიში გაცნობიერებული და გონივრული უნდა იყოს. ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობის გაძლიერებაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.
„ასაკის მატებასთან ერთად დაზიანების შემთხვევაში სხეულის აღდგენა სულ უფრო რთულდება. სწორედ ამიტომ, ვარჯიშის მეთოდი თქვენი სხეულის შესაბამისად უნდა შეცვალოთ“ – ამბობს ის.
მიუხედავად ამისა, ვარჯიშმა ჯანსაღ დაბერებაზე შეიძლება უკუგავლენა მოახდინოს, თუ ვარჯიშს უსაფრთხოდ და სწორად არ შეასრულებთ. ლიპმანის თქმით, ჯანსაღი სიბერის გასაღები გაცნობიერებულ მოძრაობაშია, რომელიც თქვენს სხეულს უბიძგებს, მაგრამ არა იმდენად რომ დაზიანება გამოიწვიოს.
2. სტრესი გააკონტროლეთ
„სინამდვილეში მცირე სტრესი თქვენთვის სასარგებლოა“ – ირწმუნება ლიპმანი.
„მცირე სტრესის“ იდეა ფართო სპექტრს მოიცავს – ინტენსიური ვარჯიში, ცხელი და ცივი ტემპერატურა და შიმშილი. ყველა ამ მეთოდით სხეულს მცირე სტრესს აყენებთ და ხანგრძლივ ცხოვრებას სტიმულირებთ.
„ისინი თქვენს სხეულს ოდნავ ძაბავენ, რაც საკმარისია იმის სტიმულირებისთვის, სადაც ზოგიერთი ადამიანი ხანგრძლივი ცხოვრების გენებს უწოდებს.“
თითქოსდა ფიზიკური ვარჯიში თქვენს სხეულს ნებისმიერ სერიოზულ სტრესთან (დაავადება ან გარემო სტრესი) გამკლავებას ასწავლის.
3. ცხოვრებას ძალიან სერიოზულად ნუ შეხედავთ
ლიმპანის ბოლო, და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, რჩევა – გახსოვდეთ, რომ ცხოვრებით სიამოვნება უნდა მიიღოთ. „ბიოლოგიური გარღვევის“ სამყაროში შეიძლება ყველა ამ მაჩვენებლით, სისხლის ანალიზებით და საკვების შეზღუდვით ისე გაერთოთ, რომ ამან უფრო მეტი ზიანი მოგიტანოთ, ვიდრე სარგებელი.