გაზრდილი წნევა, ჰიპერტონია, არითმია გაქრება, თუ სწორად სუნთქვას ისწავლით

4169

სუნთქვის ტანვარჯიში გაზრდილ წნევასა და არითმიასთან ბრძოლის შესანიშნავი მეთოდია. სუნთქვის ვარჯიშების ნაკრები ნერვულ სისტემას ამშვიდებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას აღადგენს და ქრონიკულ უძილობას აქრობს.

რეგულარული ვარჯიში მიშვებულ არითმიას და ჰიპერტონიას მნიშვნელოვნად სწრაფად კურნავს. მისი დახმარებით წნევის შემცირებას და გულის რითმის აღდგენას შეძლებთ.

წამლის გარეშე წნევის სწრაფად შემცირება ერთი შეხედვით შეუძლებელია, მაგრამ ექიმი ევდოკიმენკო დარწმუნებულია, რომ სუნთქვის ვარჯიშების შესრულებით უკვე ერთ თვეში აბებზე უარის თქმას შეძლებთ. ევდოკიმენკო შემდეგ ვარჯიშებს გთავაზობთ.

როგორ შევამციროთ წნევა სწრაფად

1. მუცლის ღრმა სუნთქვა

დადექით ან მაღალ სკამზე დაჯექით, ზურგი გამართეთ. ხელები მუცელზე ზემოდან დაიდეთ, მუცლის ღრუ, შემდეგ მუცელი ჰაერით აავსეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ საზღვრამდე ჩაისუნთქეთ. 5-7 წამით სუნთქვა შეიკავეთ. შემდეგ ნელ-ნელა ამოსუნთქვა დაიწყეთ, ჯერ მუცლიდან, შემდეგ ფილტვებიდან. 1 წუთიანი შესვენებით კიდევ 4 სუნთქვის ციკლი შეასრულეთ.

2. შენელებული ამოსუნთქვა

ჰაერი ისე ჩაისუნთქეთ, როგორც პირველი ვარჯიშის დროს. სრული ჩასუნთქვის შემდეგ, სუნთქვის შეკავების გარეშე იმწამსვე ძალიან ნელ-ნელა ამოსუნთქვა დაიწყეთ. ჯერ ჰაერი მუცლიდან, შემდეგ კი ფილტვებიდან ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვა როგორც მინიმუმ ჩასუნთქვაზე 2-ჯერ უფრო გრძელი უნდა იყოს. ერთ წუთიანი შესვენების გარეშე ვარჯიში ზედიზედ 10-ჯერ გაიმეორეთ.

3. სუნთქვის შეკავება ამოსუნთქვის დროს

ჰაერი ისე ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, როგორც მუცლის ღრმა სუნთქვის დროს. ამოსუნთქვის შემდეგ ნიკაპი მკერდს მიაბჯინეთ და 20-30 წამით სუნთქვა შეიკავეთ. ვარჯიში მხოლოდ ერთხელ შეასრულეთ.

ვარჯიშის შესრულებიდან 10-15 წუთის შემდეგ წნევა გაიზომეთ. ორგანიზმს რეაქციას ყურადღება მიაქციეთ.

ადამიანების უმეტესობა ვარჯიშის შემდეგ წნევის დარეგულირებას აღნიშნავს. ნორმალური წნევა იგივე მაჩვენებელზე რჩება, ხოლო გაზრდილი წნევა თანდათანობით მცირდება და სტაბილური ხდება.

როგორც ნებისმიერ სამკურნალო პრაქტიკას, ამ მეთოდსაც უკუჩვენება გააჩნია.

ვარჯიშის გაკეთება რეკომენდებულია არაა:

  • მუცლის ღრუში და გულმკერდზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ (ოპერაციიდან 2-3 თვე მაინც უნდა იყოს გასული);
  • სურდოს და გრიპის დროს;
  • ორსულობის დროს;
  • მიოკარდიუმის ინფარქტიდან პირველი 3-6 თვის განმავლობაში;
  • აორტის ანევრიზმის დროს;
  • ინსულტის გადატანიდან პირველი 3 თვის განმავლობაში;
  • ტვინის მძიმე დაზიანების დროს;
  • გულის დეფექტის დროს;

ახლა უკვე იცით, თუ როგორ შეამციროთ წნევა სახლის პირობებში. ვარჯიში ყოველდღე შეასრულეთ და შედეგი გააკონტროლეთ. ნელ-ნელა მედიკამენტზე უარი თქვით, ისინი ხანმოკლე ეფექტს იძლევიან. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს