გსურთ ნაოჭები, პიგმენტური ლაქები მოიშოროთ და კანი უფრო ელასტიური და მოქნილი გახდეს? მაშინ ეს რეცეპტი უნდა სცადოთ!
ბევრი ქალი ბაზრის მიერ შემოთავაზებულ ანტიასაკობრივ საშუალებებს იყენებს, მაგრამ აუცილებელი არაა ასეთი მავნე პროდუქტები გამოიყენოთ. ნატურალური ინგრედიენტებისგან, როგორიცაა სტაფილო და კარტოფილი, მომზადებული სპეციალური შინაურული რეცეპტი კანზე უფრო ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს და სასურველ შედეგს მიიღებთ.
1. კარტოფილი + სტაფილო + ხაჭო = სუპერ ძლიერი ანტიასაკობრივი სახის ნიღაბი
- პატარა ზომის კარტოფილი აიღეთ, გაასუფთავეთ, სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ.
- მცირე ზომის სტაფილო აიღეთ, გაასუფთავეთ, სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ.
- ორივე ინგრედიენტი მინის ქილაში აურიეთ და 2 ს/კ უბრალო ხაჭო დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ნარევი სუფთა სახის კანზე, კისერსა და დეკოლტეზე წაისვით. 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად ნუშის ან ქოქოსის ზეთი წაისვით.
როგორ მუშაობს ნიღაბი:
სტაფილო ნებისმიერი ტიპის კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ნატურალური ანტისეპტიკია, რომელიც კანს ჯანმრთელობას და სიჯანსაღეს უბრუნებს. სტაფილო C ვიტამინით მდიდარია, რომელიც კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს, მზის სხივების მავნე ზემოქმედებას ამცირებს, ანთებას ამცირებს და ნაოჭებს აქრობს. კალიუმის შემცველობა უჯრედებს კვებავს და კანს ატენიანებს.
კარტოფილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც აკნეს, შეშუპებულ ქუთუთოებს, პიგმენტურ ლაქებს ამცირებს და ნაოჭებს ასწორებს.
ხაჭოს ანტიასაკობრივი თვისება აქვს, რომელიც ფორებს კრავს, კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და ნაოჭებს აქრობს.
ამ ინგრედიენტების ნარევი კანს აჯანსაღებს და მას უფრო მყარ ტექსტურას აძლევს. ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გამოიყენეთ.
2. კარტოფილი + სტაფილო + კურკუმა + სოდა = ანტიასაკობრივი სახის ნიღაბი
- აიღეთ ნახევარი მცირე ზომის კარტოფილი, გაასუფთავეთ, გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით.
- აიღეთ ნახევარი სტაფილო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით.
- ქვაბში მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ არ დარბილდება.
- წყალი გადაასხით.
- ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
- მინის ქილაში მოათავსეთ, ჩანგლით დაჭყლიტეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- 1 ჩ/კ კურკუმას ფხვნილი, 1 ჩ/კ კეფირი და ½ ჩ/კ საკვები სოდა დაუმატეთ.
- ყველაფერი აურიეთ.
- სახე გაიწმინდეთ და ნიღაბი სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე წაისვით.
- ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
როგორ მუშაობს ნიღაბი:
სტაფილო K და A ვიტამინებით მდიდარია, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს. ეს ანტიოქსიდანტები ასაკობრივ და მიმიკურ ნაოჭებს, ასევე მუქ ლაქებს ამცირებენ.
კარტოფილი ანტიოქსიდანტური თვისებებით მდიდარია, რომელიც მზის მავნე ზემოქმედებით და დაბიძნურებით გამოწვეული დაზიანებისგან გვიცავს. მას საკმაო მკვებავი ნივთიერებები აქვს, რომ დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხოს.
კურკუმას ფხვნილი ანთების საწინააღმდეგო, სამკურნალო თვისებების წყალობით ფორებს წმენდს და დაბერების ნიშნებს ამცირებს.
სოდას ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რომელიც დაბინძურებულ ფორებს წმენდს.
ეს ნიღაბს კანს აახალგაზრდავებს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ნიღაბი კვირაში სამჯერ გამოიყენეთ.
ასევე შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ძალიან ეფექტური სახის კანის დამატენიანებელი ნიღაბის რეცეპტი ან გამოიყენეთ ღამის ნიღაბი სახის კონტურების გამოსაკვეთად და გასაძლიერებლად.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.