სახის კანის დამატენიანებელი ნიღაბი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ.

3212

ზამთარში, ვიტამინების ნაკლებობისა და სიცივის გამო კანი იქერცლება, ზაფხულში კი მას მზის სხივები და გაუწყლოება აზიანებს. სახის ნაზ კანს სიმკვრივე და სილამაზე რომ შეუნარჩუნოთ, აუცილებელია მისი შესაბამისი მოვლა. ვიღად კოსმეტოლოგთან ვიზიტსა და სპა-სალონებს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო სხვა იმავე ეფექტს იღებს საშინაო პირობებში.

იოდი აუმჯობესებს კანის ფერს და შეუძლია ნაოჭების მოშორება, ხოლო ალოეს შემცველი ნიღბები ატენიანებს კანს და სასარგებლოა როგორც სახის, ისე თმისთვისაც. კიტრიანი ნიღბები აღიავებს კანს, ხოლო ყავაზე დამზადებული ნიღაბი მსუბუქი რუჯის ეფექტს გაძლევთ. დღეს ჩვენ გთავაზობთ ნატურალური ნიღბის რეცეპტს, რომლებიც კონკურენციას უწევენ სილამაზის სალონში ძვირადღირებული პროცედურების ჩატარებას.

სახის კანის დატენიანება საშინაო პირობებში

ყოველთვის შეიძლება სახისთვის მზა ნიღბის შეძენა მაღაზიაში, თუმცა, თუ მგრძნობიარე კანი ან ალერგია გაქვთ, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა. თუ ნატურალურ ნიღბებს ანიჭებთ უპირატესობას, შინ მომზადებული ნიღაბი გვირილითა და ალოეთი აუცილებლად მოგეწონებათ. სახის დამატენიანებელი ნიღაბი კვირაში 1-2ჯერ უნდა გამოიყენოთ კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

გარდა იმისა, რომ ამ ნიღბის თვითღირებულება ძალიან დაბალია, მას სასარგებლო თვისებებიც აქვს. გვირილის ყვავილები ამშვიდებს, ატენიანებს კანს, ხოლო ალოე აშორებს გაღიზიანებასა და კანის რეგენერაციას. ჩვენი რედაქცია გასწავლით სახის დამატენიანებელი ნიღბის მომზადებასმ რომელიც კონკურენტუნარია სალონში გაკეთებული ძვირადღირებული პროცედურის მიმართ.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. გვირილის ყვავილები
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ალოეს წვენი
  • 200 მლ მდუღარე წყალი

მომზადება

1. აადუღეთ წყალი და დაასხით გვირილას. აცადეთ დაყენება 30 წუთით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალი გვირილები, რომლებიც აფთიაქში იყიდება.

2. გაწურეთ ნაყენი მარლაში ან საცერში.

3. გაათბეთ ზეითუნის ზეთი და შეურიეთ გვირილას ნაყენს.

4. დააქუცმაცეთ ალოეს ფოთოლი და დაუმატეთ ფაფა ძირითად მასას. კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. დაიტანეთ თბილი ნიღაბი სახეზე, კისერსა და დეკოლტეს არეზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით. დატკბით რბილი, დაჭიმული და დატენიანებული კანით.

ჩაიტარეთ ასეთი პროცედურა კვირაში მაქსიმუმ ორჯერ და თქვენი კანი ნებისმიერ ასაკში მკვრივი და გლუვი იქნება,

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს