ახალგაზრდობის დევნაში ქალბატონები მასიურად მიმართავენ კოსმეტიკურ პროცედურებს. კოსმეტოლოგებს კი ეს ნამდვილად აწყობთ! მეზოთერაპია და ბოტოქსი ხომ საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა. თუმცა, შედეგი შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით. უცნობია, როგორი რეაქცია ექნება ორგანიზმს ინექციაზე.
შემთხვევათა ნახევარში, სახე უმოძრაო, ცვილისებრი ხდება. ნაოჭებთან ერთად, სახეზე ქრება ემოციებიც. ხშირი გართულებები და მოულოდნელი რეაქციები ქალბატონებს თავს არიდებინებს მსგავსი პროცედურებისთვის. ისინი სულ უფრო ხშირად მიმართავენ ნატურალურ კოსმეტიკას, რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად მოქმედებს, სკეპტიკოსების საუბედუროდ. ამას მილიონობით ხანში შესული ქალბატონი ამტკიცებს, რომლებიც, თავიანთ ასაკთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
ნიღბები შის კარაქით
შის კარაქი(კარიტე) – ხსნაა გაუწყლოებული და მშრალი კანისთვის. კარაქის უნიკალური შემადგენლობა არამხოლოდ ატენიანებს და კვებავს კანს გამოშრობისგან დაცვის ხარჯზე, არამედ კურნავს ქრონიკული დაავადებების, დერმატიტის, ეკზემისა და ფსორიაზისგან.
თუ კარაქს რეგულარულად გამოიყენებთ, კანი გლუვი და აბრეშუმისებრი გახდება, გათანაბრდება სახის კონტური და ჩაეშვება უჯრედების რეგენერაციის პროცესი კანის ყველაზე ღრმა ფენებში.
შის კარაქს არ აქვს აკნესსაწინააღმდეგო თვისება, თუმცა, ის არ კეტავს ფორებს. რასაც ვერ ვიტყვით ქოქოსისა და ხორბლის ამონაცენის ზეთებზე, რომელთაც მაღალი აკნესსაწინააღმდეგო თვისება აქვთ. ეს ზეთები კეტავს ფორებს ჭარბი ცხიმითა და მტვრით და ხელს უწყობს აკნეს, ანთებისა და კომედონების გაჩენას.
აკნესსაწინააღმდეგო ზეთების გამოყენების ეფექტი წარმოსახვითია. ფორები უფრო შესამჩნევი ხდება, თვითონ კანი კი იწელება. ნაოჭები კი არ ქრება, ნაკლებად შესამჩნევი ხდება ჭარბი ცხიმისა და ძველი კანის ნაწილაკების ფორებში დაგროვების გამო. ასეთი ზეთების გამოყენება სუფთა სახით კატეგორიულად დაუშვებელია.
შის კარაქის შემთხვევაში, ყველაფერი პირიქითაა. კარისტეროლები, რომლებსაც იგი შეიცავს, ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს. ცხიმოვანი მჟავები კი იცავს კანს, ხდის მას უფრო ელასტიურს და აღუდგენს დამცავ ფუნქციებს. სუფთა სახით კარაქს იშვიათად გამოიყენებენ, ძირითადად, კანის აქერცხვლის, ტუჩების დახეთქვის დროს, მშობიარობის შემდგომი სტრიების პროფილაქტიკისა და ალერგიული რეაქციების მოსახსნელად.
შის კარაქის ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია ღამით. პროცედურს შემდეგ კანი ნაზი და ხავერდოვანი ხდება, წვრილი ნაოჭები მკრთალდება. დროთა განმავლობაში, სახის კონტური სწორდება, ხოლო კანი ჯანმრთელობასა და სილამაზეს ასხივებს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ არარაფინირებული(ორგანული) შის კარაქი. მას მკრთალი ღია-ყვითელი ან ნაცრისფერ-ყვითელი ელფერი და გაჯერებული თხილის არომატი აქვს. თუ ასეთი კარაქი ვერ იპოვეთ, გამოიყენეთ რაფინირებული – მას თოვლივით თეთრი ფერი აქვს და თითქმის უსუნოა.
გაამახვილეთ ყურადღება, რომ შის კარაქის გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც თხილზე აქვს ალერგია. ასევე, ეს კარაქი კანცეროგენად იქცევა მზის პირდაპირ სხივებქვეშ. შეინახეთ იგი დახურულ ჭურჭელში, მაცივარში. შენახვის ვადა მაქსიმუმ 2 წელია დამზადებიდან.
შის კარაქის მკვებავი ნიღაბი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ 0.5 ჩ.კ. შის კარაქი, 2 მწყერის კვერცხი, 2 წვეთი ნუშის ზეთი და 1 ს.კ. რბილი ხაჭო. დაადნეთ კარაქი ორთქლის აბაზანაზე, ოდნავ გააგრილეთ და დაუმატეთ ხაჭო, ზეთი და კვერცხის შიგთავსი.
მოურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. დაიტანეთ ნიღაბი წინასწარ ორთქლის აბაზანაზე გახურებულ კანზე, მოერიდეთ თვალის მიდამოებს, გაიჩერეთ 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ასევე, გახსოვდეთ, რომ არასწორი კვება, საჭმლის მონელების ნებისმიერი პრობლემა აჩქარებს დაბერების პროცესს, შედეგი კი სწრაფად აისახება(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით).