17 ბუდისტური მუდრა, რომლებიც რატომღაც მუშაობენ! ყველა პრობლემის გადაჭრა – არა სწრაფი, მაგრამ მარტივი 

4499
17 ბუდისტური მუდრა, რომლებიც რატომღაც მუშაობენ! ყველა პრობლემის გადაჭრა - არა სწრაფი, მაგრამ მარტივი 
17 ბუდისტური მუდრა, რომლებიც რატომღაც მუშაობენ! ყველა პრობლემის გადაჭრა - არა სწრაფი, მაგრამ მარტივი 

მუდრა უნიკალური პრაქტიკა არის, რომელიც იოგაში არის შემუშავებული. ფაქტიურად, ეს ხელის თითების განსაკუთრებული მდგომარეობაა. მუდრას სწორ შესრულებას თქვენი და გარშემომყოფების ენერგია ჰარმონიაში მოჰყავს.

მუდრა ნამდვილად ცხოვრების ხარისხს ჯადოსნურად ცვლის. ისინი ჯანმრთელობას აუმჯობესებენ და ფინანსურ მდგომარეობას აძლიერებენ. მუდრები პიროვნების ყველა ასპექტის ჰარმონიულ განვითარებას ხელს უწყობს – ფიზიკური, გონივრული და მორალურიც კი.

მუდრას შესრულება ნებისმიერ პოზიციაში შეიძლება. შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, როგორც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება – დამჯდარი, დაწოლილი, მდგომარე პოზიციაში. საუკეთესო ეფექტს რომ მიაღწიოთ, თვალები უნდა დახუჭოთ და კარგად მოდუნდეთ.

იოგას პრაქტიკები

1. ანჯალი-მუდრა
ფიქრებს აწესრიგებს და ყურადღების კონცენტრაციაში გეხმარებათ.

შეერთებული ხელისგულები მკერდთან მიიტანეთ. თავი ოდნავ გადასწიეთ და კარგ რამეზე კონცენტრირება გააკეთეთ.

2. აჰამკარა-მუდრა
შიშის და მოულოდნელი გაუბედაობის დროს გაგაძლიერებთ.

ცერა თითის ზედა ფალანგი საჩვენებელი თითის შუა ფალანგს დაადეთ. ძვლები მოდუნებული უნდა იყოს.

3. ბჰუდი-მუდრა
ორგანიზმში სითხის ბალანს აღადგენს.

ნეკა და ცერა თითების წვერები ერთმანეთს შეაერთეთ. დანარჩენი თითები მოადუნეთ.

4. ბრიჰასპატი-მუდრა
სირთულის გადალახვაზე პასუხისმგებელ ენერგიას სწორ მიმართულებას აძლევს.

ორივე ხელის საჩვენებელი თითები შეაერთეთ და თქვენს წინ გამოსწიეთ. დანარჩენი თითები ერთმანეთში გადაჯვარედინებული იყოს.

5. დჰიანი-მუდრა
აზროვნებას აბალანსებს და ზედმეტი ფიქრების მოშორებაში გეხმარებათ

მარცხენა ხელისგული მარჯვენას დაადეთ. ცერა თითის ბალიშები შეაერთეთ.

6. განეშა-მუდრა
სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს.

ხელები ისე შეაერთეთ, რომ მარჯვენა ხელის ზურგი გარეთ აღმოჩნდეს, ხელები მკერდთან მიიტანეთ.

7. გიან-მუდრა
თავის ტკივილის მოახლოებას გაცნობთ, უძილობას, დეპრესიას აქრობს, აპათიის დროს გეხმარებათ.

საჩვენებელი და ცერა თითების ბალიშები შეაერთეთ. დანარჩენი სამი თითი მოდუნებული გქონდეთ.

8. ხაკინი-მუდრა
მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს აუმჯობესებს.

ორივე ხელის თითების ბოლოები შეაერთეთ. ცერა თითები ისე დასწიეთ, რომ მათ ბეჭდის ფორმა მიიღონ.

9. ხრიდაია-მუდრა
ზედმეტ ემოციებს ამცირებს.

საჩვენებელი თითის ზედა ფალანგით ცერა თითის ქვედა ფალანგს შეეხეთ. შუა, უსახელო და ცერა თითები შეართეთ. ნეკა თითი კი გამართული დატოვეთ.

10. კალეშვარა-მუდრა
კონცენტრაციის უნარს აუმჯობესებს, ზედმეტად აღელვებულ მდგომარეობაში გეხმარებათ.

ორივე ხელის ცერა და შუა თითის წვერები შეაერთეთ. დანარჩენი თითები შიგნით ჩაკეცეთ.

11. ლინგა-მუდრა
იმუნიტეტს აძლიერებს, ორგანიზმს დამცავ ენერგიას აძლიერებს.

ხელისგულები შეაერთეთ. თითები გადააჯვარედინეთ, ერთ-ერთი ცერა თითი გამართული დატოვეთ და ცერა და საჩვენებელი თითები შემოახვიეთ.

12. მატანგი-მუდრა
ყველა შიდა ორგანოზე დადებითად მოქმედებს.

ხელისგულები მაღლა, მზისკენ მიმართეთ და გადააჯვარედინეთ. შუა თითები გამართეთ და შეაერთეთ. მთელი ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანეთ.

13. უშას-მუდრა
ჰორმონალურ ბალანსზე არის პასუხისმგებელი.

თითები გადააჯვარედინეთ ისე, რომ მარჯვენა ხელის ცერა თითი მარცხენა ხელის ცერა თითზე ზემოთ იყოს.

14. ვადჯრამპრადამა-მუდრა
საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას გმატებთ.

ორივე ხელის ხელისგულები შენსკენ მიწიეთ, თითები გადააჯვარედინეთ. ცერა თითები გამართეთ და მოდუნდით.

15. ასტმა-მუდრა
სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ასთმა და სხვა რესპირატორული დაავადებები.

შუა თითები ისე ჩაკეცეთ, რომ ერთმანეთს ფრჩხილებით ეხებოდნენ. დანარჩენი თითები გამართული გქონდეთ.

16. ბრონხი-მუდრა
სასუნთქ გზებზე დადებითად მოქმედებს.

ნეკა თითი ცერა თითის საწყისს დაადეთ. უსახელო თითი ცერა თითის საშუალო ფალანგს, ხოლო შუა თითი ცერა თითის ბოლო ფალანგს დაადეთ. საჩვენებელი გამართული დატოვეთ.

17. შანმუკჰი-მუდრა
გონებას ათავისუფლებს და გრძნობებს ამშვიდებს.

საჩვენებელი თითებით თვალის არე დაფარეთ. შუა თითები ცხვირთან მიიტანეთ, უსახელო ტუჩის ზედა ნაწილს, ხოლო ნეკა – ქვედა ნაწილს დაადეთ. ეს მუდრა ყველაზე რთულია, მისი შესრულების დროს ყურადღება შიგნით, საკუთარ თავში უნდა იყოს მიმართული.

თითოეული ვარჯიში მინიმუმ 1 წუთით შეასრულე. სასურველია მუდრა რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელოთ, მაგრამ ეფექტის მისაღწევად ნელ-ნელა მიეჩვიეთ.

გახსოვდეთ, რომ ფინანსური და სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ მუდრა საკმარისი არაა! ისინი მხოლოდ წარმატების და სრულყოფილების გზაზე თქვენ დამხმარეებს წარმოადგენენ. ივარჯიშეთ და მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს