ზამთარში, როცა ჩვენს ორგანიზმს ვიტამინები განსაკუთრებით სჭირდება, ვირთევზას ღვიძლის კონსერვი დაგეხმარებათ. დელიკატესი სავსეა ადამიანისთვის საჭირო მიკროელემენტებით, რომლებიც სწრაფად შეიწოვება. ეს ვირთევზას ღვიძლის ყველა სარგებელი არაა, რომელიც რაციონში მისი ჩართვით შეგიძლიათ მიიღოთ. ეს პროდუქტი პირდაპირ კონსერვიდან შეგიძლიათ შეჭამოთ, ახალ პურს წაუსვათ ან სალათს დაუმატოთ, უფრო ნოყიერი და გემრიელი წასახემსებელი გააკეთოთ. ძალიან გემრიელი და სასარგებლო გამოდის.
ვირთევზას ღვიძლის სარგებელი: რაში მდგომარეობს
პროდუქტის შემადგენლობა – დელიკატესი ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. მასში გვხვდება ამინომჟავები და ბევრი სასარგებლო მიკროელემენტი (კალციუმი, იოდი, მაგნიუმი, ფოსფორი და სხვა). არ დაგავიწყდეთ ვიტამინები, რომელსაც ვირთევზას ღვიძლი შეიცავს. 100 გრამი პროდუქტის ჭამით თქვენი ორგანიზმი A, B, D და C ვიტამინების დღიურ ნორმას მიიღებს. ასეთი დელიკატესი თევზის ქონითაც მდიდარია, რომელიც ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
სასარგებლო თვისებები
- ნერვული სისტემა. უჯერი ცხიმოვანი მჟავების წყალობით დელიკატესი სისხლძარღვებსა და ტვინის უჯრედულ მემბრანებზე დადებითად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება დეპრესიის სიმპტომებს ამსუბუქებს, ასევე ამ დაავადების განვითარების რისკის შემცირებას ხელს უწყობს.
- ანთება. ვირთევზას ღვიძლში შემავალი სასარგებლო ცხიმები და ვიტამინები ანთებით პროცესებთან საბრძოლველად შეუცვლელს ხდის. თავისუფალი რადიკალების განეიტრალებით დადებითი შედეგები მიიღწევა. ასე ვირთევზას ღვიძლის მიღება ანთებას თრგუნავს.
- სახსრები და ძვლები. ამ პროდუქტში D ვიტამინი შედის. ცნობილია, რომ ის ძვლების და სახსრების ჯანმრთელობისთვის უჩვეულოდ სასარგებლოა. მრავალი კვლევის შედეგებმა დაამტკიცა, რომ ვირთევზას ღვიძლის რეგულარული მიღება სახსრების ტკივილს ამცირებს, ასევე რევმატიზმის სიმპტომებს ამსუბუქებს. სწორედ ამიტომ, 50 წლის შემდეგ რაციონში დელიკატესის ჩართვა რეკომენდებულია.
- გულ–სისხლძარღვთა სისტემა. ვირთევზას ღვიძლი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარია, ამიტომ გულზე დადებითად მოქმედებს. სისხლძარღვების გასაძლიერებლად ნომერ პირველი პროდუქტია. ამავდროულად, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, არტერიულ წნევას არეგულირებს, გულ–სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების განვითარებას ხელს უშლის.
თუ თევზის გემო მოგწონთ, რაციონში ვირთევზას ღვიძლის ჩართვა კარგი გადაწყვეტილებაა. ასე გემრიელად მიირთმევთ და ორგანიზმს სარგებელს მიანიჭებთ.