რთულია წარმოიდგინოთ, თუ რამდენად შეშლილი შეიძლება იყოს ადამიანი, როცა საქმე საყვარელ შოუს ან ცნობილ ადამიანს ეხება. თითოეულ ღონისძიებაზე შეიძლება ერთგული თაყვანისმცემელი და მაყურებელი იპოვოთ, რომლებიც მზად არიან კონცერტის დროს სცენაზე აღმოჩნდნენ. ეს ადამიანები ინტერნეტ სივრცეში საყვარელ კერპებზე ცხარედ კამათობენ და თითოეულ ფოტოს თვალსყურს ადევნებენ!
მაგრამ ეს კიდევ არაფერია! აი, ფანებთან დაკავშირებული 15 გიჟური ისტორია, რომლის დახმარებით ფანატიზმის ზღვარს ნამდვილად დაინახავთ. ზოგჯერ ეს ადამიანები მზად არიან დანაშაული ჩაიდინონ! იყო ცნობილი ადამიანი ყოველთვის მარტივი და მხიარული არაა, თუ თქვენ საქმე გაქვთ ისეთ სულელებთან, როგორიც ეს 15 ადამიანია.
15. ვან გოგის კლასიკური სვლა
ვარსკვლავმა ჯერედ ლეტომ ყველაზე გიჟური საჩუქარი მიიღო, როგორიც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. სავარაუდოდ, ამ ჟესტს მისი პერსონაჟი ჯოკერი ფილმიდან „თვითმკვლელთა რაზმი“ დააფასებდა, მაგრამ ნამდვილი ჯერედ ლეტო საკმაოდ გაკვირვებულია. „ერთხელ ვიღაცამ ყური მოიჭრა და გამომიგზავნა. ეს ძალიან უცნაური იყო. მთელი ყური. როგორც ვან გოგის ყური. წერილში უბრალოდ ეწერა: „თქვენ გესმით?“ ახლაც კი არ ვიცი, ვინ გააკეთა. ვიღაცას ყური ენატრება. მე გავხრიტე და ყელსაბამის სახით ვატარებდი“.
ეს დაამტკიცა კიდეც და სოციალურ ქსელში ყელზე დაკიდებული, თოკ გამობმმული ყურის სურათი გამოაქვეყნა.
14. რა საჭიროა უბრალოდ გიყვარდეთ ვარსკვლავი, თუ შეგიძლია მას დაემსგავსო?
თობიას შტრებელმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ფული, დრო და ჯანმრთელობა არ დაზოგა, რომ ჯასტინ ბიბერის მსგავსი გარეგნობა ჰქონოდა. 5 წლის განმავლობაში მან უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მათ შორის სახის დაჭიმვა, თმის გადანერგვა, რინოპლასტიკა და ტუჩის კორექცია, ასევე მრავალრიცხოვანი ბოტოქსის ინექცია, რომ მომღერლის ორეული გამხდარიყო. მან ღიმილის მიმსგავსებაც სცადა!
თითქმის 100 ათასი დოლარი პლასტიკურ ოპერაციებაზე დახარჯა და ახლა უკვე ჯასტინ ბიბერს დაემგვანა, მაგრამ ამით სიამოვნების მიღება ვერ შეძლო, რადგან 2015 წელს გარდაიცვალა.
13. მე შენ მიყვარხარ
ყველამ არ იცის, მაგრამ სიმპათიური ოკ ტეკ იონი, სამხრეთ კორეული ბიჭების ჯგუფის 2PM-ის რეპერი აზიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ გასაოცარი არაა, რომ მას საქმე ნამდვილ შეშლილებთან უწევს. რამდენიმე წლის წინ მან ფანატის წერილი მიიღო, რომელიც სისხლით, მაგრამ არა ჩვეულებრივთ, იყო დაწერილი.
ეს იყო მენსტრუაციის სისხლი. ფანატმა დაწერა, რომ ეს წერილი ოკ ტეკ იონს ეძღვნებოდა, რომელსაც „მის გარეშე ცხოვრება“ არ შეუძლია. თაყვანისმცემლებმა მის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს და საბოლოოდ მან ბოდიში მოიხადა.
12. ალბათ, მკვლელობის მცდელობის ყველაზე უცნაური მიზეზი
ცნობილი მსახიობი ჯოდი ფოსტერი, თითქოსდა ორ სხვადასხვა პრეზიდენტზე თავდასხმის მიზეზი იყო. ჯონ ჰიკლი მისით შეპყრობილი მას შემდეგ გახდა, რაც „ტაქსიში“ ნახა და მასთან დაკავშირება სცადა, სანამ ჯოდი იელის უნივერსიტეტს სტუმრობდა.
შემდეგ გადაწყვიტა, რომ ყურადღების მისაპყრობად რაღაც გრანდიოზული უნდა გაეკეთებინა და ამ მხრივ მკვლელობა საუკეთესო ვარიანტად ჩათვალა. თავიდან ჯიმ კარტერის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ამის გაკეთებამდე დაიჭირეს. შემდეგში რონალდ რეიგანს საკმაოდ მიუახლოვდა, რომ ესროლა და ფაქტიურად მოახვედრა.
11. ყველაფერი რაც გვჭირდება, მოტეხილი ფეხი
მას შემდეგ, რაც ჯესი ჯიმ 2011 წელს ფეხი მოიტეხა, თაყვანისმცემლებმა მას მიბაძეს, ფეხი მოიტეხეს, რომ ტყუპები ყოფილიყვნენ! გიჟმა სტალკერმა ეს გიჟური საქციელი ჩაიდინა, შემდეგ მომღერალს ფეხის სურათი გაუგზავნა, თითქოსდა ეს შესაქები ამბავი იყოს.
ფანმა ჯესი ჯეის ბევრი შეტყობინება გაუგზავნა, ერთ-ერთი მათგანი განმარტავს, თუ ფეხი რატომ მოიტეხა: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ დაგემსგავსოთ“.
10. თუ არ შეგიძლია რომ მას ცოლად გაყვე, მაშინ მისი ქაღალდის ორეული მოიყვანე
ჰარი სტაილზის ფანმა, ელიმ ქორწინების ბევრი სურათი გამოაქვეყნა. სურათებზე ჰარის ქაღალდის სახეს დაინახავთ წარწერით: „ელი, ცოლად გამომყვები?“ შემდეგ სხვა სურათებზე საქორწინო ცერემონიაა ნაჩვენები, სადაც ელი პატარძალი, ხოლო მისი მეგობრები პატარძლის დაქალები არიან.
საქმრო, ჯანი სტაილზი, ქაღალდიდან იყო გამოჭრილი, როგორც One Direction-ის ყველა მონაწილე. სიმართლე რომ ვთქვათ, შიშის მომგვრელია არა მხოლოდ კარგად მოფიქრებული ქორწინების გეგმა, არამედ ის ფაქტიც, რომ მასში მონაწილეობა სხვა გოგოებმაც მიიღეს.
9. შენ ისეთი საყვარელი ხარ, უბრალოდ მინდა გიშვილო!
მსახიობმა, ტომ ფელტონმა თქვა, რომ ერთხელ ამერიკელი მამაკაცი მის შვილად აყვანას ცდილობდა, როცა ის არასრულწლოვანი იყო, მაგრამ ეს ადამიანი არ ხუმრობდა, ის ძალიან სერიოზული იყო.
„ერთხელ ამერიკელი მამაკაცი ჩემს შვილად აყვანას ცდილობდა. ეს ყველაზე სახიფათო წერილი იყო, რომელიც მიმიღია. ის ძალიან სერიოზული იყო. ეს უბრალო წერილი არ იყო. მან ოფიციალური დოკუმენტებიც გამოაგზავნა, რომელიც შევსებული ჰქონდა, მე უბრალოდ მჭირდებოდა ხელის მოწერა, სახელის დრაკოზე შეცვლა, შემდეგ ამერიკაში მასთან ერთად ცხოვრება“ – ამბობს ტომ ფელტონი.
მას და მის ახალ მამას უნდა ეცხოვრა სახლში, რომელსაც მალფოების სასახლე ეწოდებოდა.
8. იდეა თქვენი შემდეგი საჩუქრისთვის
ეს ნამდვილად არასასიამოვნოა. შესაძლოა, საზიზღარი არ იყოს, როგორც ყური, რომელიც ჯარედ ლეტომ მიიღო, მაგრამ მაინც. მსახიობმა ზაკ ეფრონმა საკმაოდ შემაძრწუნებელი ისტორია მოჰყვა. ტელერმა ერთხელ ეფრონს ჰკითხა, თუ ფანისგან ყველაზე გიჟური საჩუქარი რა ჰქონდა მიღებული და ეფრონა უპასუხა: „მე მყავს ფანი, რომელმაც თავისი კანის ნაწილი გამომიგზავნა“.
შესაძლოა, ფანს სურდა ეფრონის კლონი ყოფილიყო, ან ვიღაც სხვა, ვინ იცის? წარმოდგენაც არ მინდა.
7. რა არის ვენტილაციაში? უბრალოდ შეშლილი ფანატი
ალბათ ფიქრობდით, რომ სავენტილაციო მილში გაძვრომა მხოლოდ კინოში შეიძლება. სინამდვილეში რაღაც მსგავსი შეგიძლიათ რეალურ ცხოვრებაში ნახოთ. ფანმა ჯეკპოტი მოიგო, რადგან რიკი მარტინის ოთახში შეძვრომა შეძლო. რიკის თქმით, მან ხმაური გაიგონა, შემდეგ მიხვდა, რომ ვიღაც სასტუმროს სავენტილაციო მილში შეძვრა, მან ფანთან სურათი გადაიღო და ავტოგრაფიც მისცა.
6. ტაძარი ბოდიარტი მაილი საირუსისთვის
ბრიტანელმა კარლ მაკკოიდმა 40 წელში დაახლოებით 30 ტატუ გაიკეთა და ყველა დისნეის ყოფილ ვარსკვლავს და მის „ცოლს“ მაილი საირუსს ეკუთვნის! 30 ტატუ – ეს ძვირია! მან 5000 დოლარზე მეტი დახარჯა , მაგრამ უფრო მეტ თანხას დახარჯავს მის მოშორებაზე მას შემდეგ, რაც მომღერალს მასზე ცუდი რეაქცია ჰქონდა (ცნობილია, რომ გაჟღერდა სიტყვები „საშინელი“ და „უშნო“).
სიტყვაზე, მან არა მხოლოდ ტატუ გაიკეთა, არამედ ერთ-ერთ გოგოს მის საპატივცემულოდ მაილი დაარქვა. დროა სახელი შეცვალოს!
5. ეს ხომ მხოლოდ 18 887 ტვიტია!
დისნეის ყოფილი ვარსკვლავი ესლი ტისდეილი საპატიო მიზეზით აღშფოთებული იყო, როცა შეშლილი ფანის უცნაურ, საშინელ ტვიტებს ღებულობდა. მან 18 887 ტვიტი ერთი ადამიანისგან მიიღო, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა: „არასდროს დაგკარგავ, ჩემო პატარა, 20 წელის შემდეგ უსასრულოდ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები“ და ა.შ.
ფანატი ნივთის მიწოდების მიზეზით მის სახლს 2-ჯერ ესტუმრა. ის აღმოჩნდა ადამიანი სახელად ნიკოლას ფიორე, რომელსაც მიახლოებაზე აკრძალვა ჰქონდა, რომელიც, რა თქმა უნდა, დაარღვია. ვარსკვლავმა ასევე განაცხადა, რომ სტალკერი მას მოკვლით ემუქრებოდა.
4. გთხოვთ, სარჩელი არ შეიტანოთ
საწყალმა სანდრა ბალოკმა ძალიან საშიში გამოცდილება მიიღო! რამდენიმე წლის წინ ღამით კინოვარსკვლავმა კარზე კაკუნის ხმა გაიგონა, ამიტომ შემოსასვლელში გამოვიდა…რომ დაენახა სტალკერი, რომელიც ავტომატით ხელში იდგა! მსახიობმა საძინებლის კარი სწრაფად მოხურა, რომ 911-ში დაერეკა.
სტალკერი საშუალო ასაკის მამაკაცი, ჯოშ ჯორბეტი, აღმოჩნდა, რომელმაც ბოდიში მოიხადა და მასზე სთხოვა, რომ სარჩელი არ აღეძრა, მაგრამ პოლიციამ მის სახლში არსენალი იპოვა და რამდენიმე სახის იარაღის შენახვაში დაადანაშაულეს. სანდრა და მისი შვილი ლუი არ დაზარალებულან, მაგრამ სახლში შემოჭრის ნამდვილად საშინელი შემთხვევაა, რომლის მარტივად დავიწყებას ვერ მოახერხებენ!
3. “მოდი, ერთად ვიცხოვროთ“
ჯენიფერ ლოპესი არა მხოლოდ პოპულარული მსახიობი, არამედ საკმაოდ გამოცდილი მსახიობია, ამიტომ გასაოცარი არაა, რომ მან შეშლილი სტალკერი მიიზიდა, რომელსაც მასთან გადასვლა სურდა! ჯონ დუბისი ბევრ რამეს აკეთებდა. მაგალითად, მომღერლის დედას დაუკავშირდა, რომ ჯენიფერამდე მიეღწია. მას მიახლოება აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, ამან არ შეაჩერა, უსაფრთხოების სისტემას როგორღაც გვერდი აუარა და ჯენიფერი ლოპესის სახლში „გადავიდა“.
და გამოიცანით რა? იქ რამდენიმე დღე დარჩა, სოციალურ ქსელში სურათები გამოაქვეყნა, სანამ მას დაიჭერდნენ და შენობიდან გააგდებდნენ. როგორ ვერ შეამჩნია?
2. სახელის შეცვლა = ქორწილი
თუ საყვარელ ცნობილ ადამიანთან ხელის მოწერა არ შეგიძლიათ, სახელის შეცვლას მაინც მოახერხებთ, თითქოს მისი ცოლი გახდით. ასე მოიქცა ლინდა რესი, უკაცრავად მისის კანიე უესტი.
რამდენიმე წლის წინ მან სახელი ლინდა რესი მისის კანიე უესტზე კანონიერად შეცვლა და განმარტა, რომ ასე მის მიმართ ძლიერი სიყვარულის გამოსახატად მოიქცა. ასევე აქვს ტატუ მისი სახელით. ასე რომ, აქ ერთგულება ნამდვილად ჩანს!
1. გაზონის მიზანი
ჯეფ და ტერეზა გრინვუდი Summers Farm-დან ირწმუნებიან, რომ გიჟები არიან, მაგრამ მათი საქციელიდან გამომდინარე მაინც ფანატები არიან. ალბათ, ბევრი დრო დასჭირდათ, მაგრამ სიმინდის ველზე ტეილორ სვიფტის სახის გამოყვანა წარწერით „არ შეგეშინდეს იყო განსხვავებული“ მაინც შეძლეს.
მათ განმარტეს, რომ ამით მომღერლის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. ამ შედევრს გალაქტიკის ბინადრები აუცილებლად დააფასებენ, თავად მომღერალმა ეს ჟესტი დააფასა, და სურათი საკუთარ სოციალურ ქსელში ტექსტით „გაზონის მიზანი“ გამოაქვეყნა, რამაც ცოლ-ქმარში დიდი მღელვარება გამოიწვია.