ოტოსკლეროზი, ოტიტი (შიდა, გარე, შუა), ლაბირინთიტი, ტუბოტიტი, ევსტაქიიტი – დაავადების სრული სია არაა, რომლებიც შესაძლოა ჰიპოთერმიის, ვირუსის ან გრიპის დროს ვითარდება. ნებისმიერმა დაავადებამ და სასმენი მილის ნებისმიერმა დისფუნქციამ შეიძლება სმენის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვა გამოიწვიოს. საჭირო ზომების მიღების გარეშე კი სმენის დაბრუნებას ვერ შეძლებთ.
სმენის გაუმჯობესება
ნებისმიერი ენტ ექიმი (ყელ, ყურ, ცხვირის ექიმი) გეტყვით, რომ სმენის დაქვეითება მხოლოდ დაავადების ფონზე არ ვითარდება. ჩვეულებრივ, ფრენის შემდეგ გოგირდოვანი საცობი ან ყურის დაგუბება შეიძლება სმენის გაუარესების მიზეზი გახდეს. თუ შეამჩნიეთ, რომ ცუდად გესმით ან ყურში შუილი გაქვთ, პულსირებულ ტკივილს გრძნობთ ან ყურის დაგუბება დიდხანს არ გადადის (3 დღეზე მეტი), ამასთან წვეთები და გახურება არ გეხმარებათ, მხოლოდ ერთი წესი არსებობს: დრო არ გაწელოთ და ექიმს მიმართეთ!
ექიმები ერთხმად ამბობენ: სმენის გაუმჯობესება სმენის დაკარგვის დროს შესაძლებელია! ლოდინს და მკითხაობას აზრი არ აქვს, რადგან გამოკვლევის გარეშე ნიჟარის მდგომარეობის გარკვევა შეუძლებელია.
აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა (მედიკამენტების მიღება) და სმენის ვარჯიშების შესრულება, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. სმენა დაბრუნდება, თუ შიდა ყურის სტრუქტურა დაზიანებული არაა (ტრავმა, დეფექტი, ოპერაციის შედეგი).
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ შეასრულოთ სასმენი მილის ვარჯიში. ასე დაავადების შემდგომ დაქვეითებული სმენის აღდგენას შეძლებთ და დაავადების განმეორებას თავიდან აიცილებთ. ვარჯიში სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გააქტიურებით ლორწოვანი გარსის შეშუპებას შეამცირებს, სითხის ნაკადს გააუმჯობესებს და ქსოვილების ნივთიერებათა ცვლას აღადგენს.
თუ თქვენ ან ბავშვს მიდრეკილება გაქვთ ოტიტის მიმართ, ადენოიდების გაფართოება, ჰაიმორიტი, სინუსიტი ან ყელ-ყურ-ცხვირის ქრონიკული დაავადება გაქვთ, ვარჯიში ყოველდღე უნდა შეასრულოთ. რაც უფრო ხშირად შეასრულებთ, მით უკეთესი.
ვარჯიში ავადმყოფობის დროს და მის შემდეგ შედეგის გასამყარებლად შეასრულოთ. მწვავე ფაზის დროს – დღეში 2-5-ჯერ თითოეული ვარჯიში 4-5-ჯერ შეასრულეთ. ყურის დაავადების პროფილაქტიკის დროს დღეში ერთხელ. ეს რეკომენდაციები ეხება ყველა მომღერალს, მოცურავეს, ასევე მათ, ვინც ყურსასმენებით მუშაობს ან რეგულარულად ყურის საცობებს იყენებს.
კიდევ ერთი რჩევა ყველასთვის: ყურის ჩხირები დაივიწყეთ! მისი გამოყენებით გოგირდი ყურში უფრო ღრმად შეგაქვთ. ამან ყურის არხის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ყურები დაბანის დროს ხელებით დაიბანეთ, ყურის არხში ყოველგვარი უცხო ობიექტის გამოყენების გარეშე.
სმენის გასაუმჯობესებელი ვარჯიში
1. მოთელვა
ვარჯიში ხერხემლის ზედა ნაწილის მოთელვით უნდა დაიწყოთ. ეს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ ნაკადს გააუმჯობესებს და კუნთოვან კორსეტს გაამყარებს. მოთელვა არ გადააჭარბოთ, ეს მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ვარჯიში ნაზად, მკვეთრი მოძრაობის გარეშე შეასრულეთ.
სწორად დაჯექით ან დადექით. მხოლოდ ხერხემლის კისრის ნაწილი უნდა მოძრაობდეს. თავი ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა მხარეს რამდენჯერმე შეატრიალეთ. რამდენიმე წამით შეისვენეთ და თავი ჯერ გულმკერდისკენ დასწიეთ, შემდეგ უკან ზურგისკენ გადასწიეთ. თავი მარჯვნივ და მარცხნივ, თითოეულ მხარეს 3-ჯერ შეატრიალეთ.
ნიკაპი მკერდს მიაბჯინეთ და ნელ-ნელა თავი სხვადასხვა მხარეს ატრიალეთ. ბოლოს თავით საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ რამდენიმე წრიული მოძრაობა გააკეთეთ. რამდენიმე წუთით დაისვენეთ და შემდეგი ვარჯიშის შესრულებას შეუდექით.
2. სუნთქვა
სწორად დადექით და ცხვრიდან (ნესტოები ფართოდ დაბერეთ) ღრმად შეისუნთქეთ, მუცელი გამობერეთ. პირიდან ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. კვლავ ღრმად შეისუნთქეთ და სუნთქვა შეიკავეთ. შემდეგ წინ დაიხარეთ, ხელები მოდუნებულად ქვემოთ დასწიეთ. კვლავ ცხვირიდან ღრმად შეისუნთქეთ.
შემდეგ პირი ფართოდ გააღეთ, თითქოს დამთქნარებას ცდილობთ და ჰაერი პირიდან შეისუნთქეთ. ტუჩები მოკუმეთ და ჰაერი „გადაყლაპეთ“, რომ ზედა სასა ენის უკანა ნაწილს შეეხოს. 2-ჯერ გაიმეორეთ.
3. სასა
პირი გააღეთ და ენის წვენი ალვეოილს დაადეთ. ნელ-ნელა პატარა ენის მიმართულებით სასას გადაატარეთ.
გაიმეორეთ დახურული პირით. შემდეგ კვლავ პირი გააღეთ, ენა უკან ხორხისკენ გადაიტანეთ, ხოლო წვერით ქვედა კბილებს შეეხეთ, შემდეგ ალვეოილისკენ ასწიეთ. კვლავ დახურული პირით გაიმეორეთ.
4. ენა
პირი ფართოდ გააღეთ და ენა რაც შეიძლება ქვემოთ დაწიეთ. შემდეგ ეცადეთ პატარა ენის წვერს შეეხოთ. კვლავ ფართოდ გაღებული პირით ენის ქვემოთ დაწევა სცადეთ, შემდეგ უკან მოქაჩეთ და ყელი დახურეთ.
დაისვენეთ. ენის წვერი წინა კბილებს დაადეთ და მასზე დაყრდნობით ენის წინა ნაწილის გამოწევა სცადეთ. ფართოდ გაღებული პირით ენის წვერის ალვეოლზე შეხება სცადეთ ისე, რომ ზედა კბილებს არ შეეხოთ.
5. ყბა
ტუჩები დაჭიმეთ და ზედა ტუჩი ასწიეთ. ნელ-ნელა და ძალიან ფრთხილად ქვედა ყბა წინ გასწიეთ. ყბის მოძრაობა მარჯვნივ და მარცხნივ შეასრულეთ. დაისვენეთ. პირი ფართოდ გააღეთ, ყბა რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ.
6. ტუჩები
ტუჩებით მილის ფორმა გააკეთეთ და რაც შეიძლება წინ გამოსწიეთ. მოდუნდით და ფართოდ გაიღიმეთ, რომ კბილები ჩანდეს. შემდეგ ტუჩების მარჯვნივ და მარცხნივ მოძრაობა სცადეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ.
7. ლოყები
ტუჩები მოკუმეთ და ლოყები მაქსიმალურად დაბერეთ. შემდეგ ამ მდგომარეობაში პირის გაღება სცადეთ, მხოლოდ ყბით იმუშავეთ. დაისვენეთ და კვლავ ლოყები დაბერეთ, შემდეგ ნელ-ნელა დაჩუტეთ და ტუჩები მოკუმეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ. დაისვენეთ და მორიგეობით მარჯვენა და მარცხენა ლოყები, შემდეგ ზედა ტუჩი დაბერეთ.
8. ვარჯიში ატმოსფერული წნევის ცვლილების დროს (ფრენისას და მთაზე ასვლის დროს)
თუ ფრენის დროს ყურები გიგუბდებათ, დახურული ცხვირით სასმელ მილში ჩაბერვა სცადეთ. ვარჯიში ფრთხილად შეასრულეთ, ამასთან ცხვირში მცირე ლორწოც არ უნდა გქონდეთ.
ან 1 ჭიქა უგაზო, თბილი წყალი აიღეთ და ყლუპებით ნელ-ნელა დალიეთ ისე, რომ ცხვირი ხელებით დახუროთ. თუ არაფერი გშველით და დაგუბება არ ქრება, ექიმს მიმართეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.