საყვარელი ფარდული და სათბური: არა უშნო იხვის ჭუკი, არამედ ნამდვილი გედი თქვენს ნაკვეთში! საჩუქარი აგარაკის მფლობელებისთვის

2767

ჩვეულებრივ, ფარდული უფერულ, უშნო და ხშირად ხარახურით ავსებულ შენობასთან ასოცირდება. იგივე ეხება საკუჭნაოს და სათბურს. მათ აშენებაში სულსა და ფანტაზიას არ ვიყენებთ და სულ ტყუილად.

სახლის ან კოტეჯის გვერდით უშნო შენობა მთელ სურათს აფუჭებს. „ვივიენი“ რამდენიმე ფლიგელს გთავაზობთ, რომელიც თქვენი შენობის განახლებას შთაგაგონებთ.

აგარაკის ბაღის ნაკვეთი

ეს ფარდული სრულად უსარგებლო ძველი ფანჯრის ჩარჩოებისგან ააწყვეს. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ: მათი შეერთება, ოდნავ შეღებვა და ყველაფერი მზადაა. ასეთი პატარა ორანჟერეას შუაგულ ბაღში დადგმა კი არ შეგრცხვებათ.

სათბურის დაგეგმვა და ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია. მასში მოთავსებული ნივთები და მცენარეები სწორად განლაგებული უნდა იყოს, რომ ვიზუალურად ყველაფერი მიმზიდველად გამოიყურებოდეს. როგორც ვარიანტი, ვერტიკალური თაროები დაამატეთ და მცენარები მასზე მოათავსეთ. სივრცე ზონებად უნდა დაყოთ და არა ქაოტურად აავსოთ.

ეს კი ბაღში მთელი ოაზისია. ჩვეულებრივი ყურძენი ნამდვილ ფანჩატურად გარდაიქმნება. მასში შეგიძლიათ გრძელსკამი, საქანელა და თიხის ქოთნები მოათავსოთ. ეს ყველაფერი მყუდრო და რომანტიულ ატმოსფეროს ქმნის.

გარედან ატმის ხეები, ცირცელი, სხვადასხვა ბოსტნეული და შიგნით კი მყუდრო გარემო, რომელიც დივნით, ბალიშებით და ჭაღებით მიიღწევა. აგარაკზე დასასვენებლად ასეთ ბაღის სახლში შესვლა ნამდვილად სასიამოვნოა.

ეს სათბური მებაღეების ოცნებაა. მწვანე ფერში შეღებილი სათბური ირგვლივ არსებულ სიმწვანეს ჰარმონიულად ერწყმის.

ეს ადგილი ყვავილების გასაზრდელად. როცა გარეთ ქვიანი მიწაა ან ძალიან ხშირად წვიმს, ყვავილებისთვის სათბურის პირობების შექმნა გამოსავალია.

ჩრდილოეთ კლიმატისთვის, სადაც ზამთარი გრძელი და ცივია, სათბური ზამთრის პერიოდში მგრძნობიარე მცენარეებისთვის იდეალური ადგილია. თუ მას რკინის ჩარჩოს და სასათბურე საძირკველს გაუკეთებთ, ძალიან მყარ კონსტრუქციას მიიღებთ, რომელიც გარემოს კარგად შეესაბამება.

ეს ფარდულის, სათბურის და ტალავერის კომბინაციაა. ერთ ნაწილში ინსტრუმენტები ინახება, მეორე მხარეს ან მცენარეებია განლაგებული ან დასასვენებელი კუთხეა მოწყობილი. თუ სწორად დაგეგმავთ, გარეგნულად მცირე ზომის სახლს მიიღებთ.

აგარაკზე ბაღის ნაკვეთზე შენობის მოწყობის ეს ვარიანტები მათთვის არის, ვისაც სურს მოიშოროს სტერეოტიპი „სადაც არის მიწა, იქ არის სოფლელი“.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს