თითოეული პიროვნება ემოციას თავისებურად გამოხატავს. ყველა ჩვენგანს გვაქვს საკუთარი ჩვევები და მექანიზმები, რომლებსაც მაშინ ვავლენთ, როცა საქმე ცუდად მიდის და ხასიათზე არ ვართ.
იცოდით, რომ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია იმის აღწერა, თუ როგორ გამოხატავთ დარდს?
გააგრზელეტ კითხვა, რათა გაიგოთ საკუთარ ემოციებზე უფრო მეტი, ზოდიაქოს ნიშანზე დაყრდნობით.
ვერძი
როცა ვერძი ნაწყენი ან გაღიზიანებულია, სხვებზე შურისძიება სწყურია. რამდენადაც მას მკაცრი ხასიათი აქვს, შესაძლოა, ძალიან გაბრაზდეს, როცა ემოციური ზეწოლის ქვეშაა. დარდი და სხვა, თითქმის ყველა ნეგატიური ემოცია ვერძში სიბრაზით გამოიხატება.
კურო
კუროს არ მოსწონს, როცა მას მგრძნობიარედ მიიცნევენ. როცა საქმე ძლიერ ემოციებს ეხება, მას იზოლირება და ამ ყველაფრის მარტო გადატანა ურჩევნია.
ტყუპები
ტყუპებს დარდი სწრაფად ეკიდება, ამ დროს კი სამყაროსგან დამალვა და ჩაკეტვა უნდა. მათ მოსწონთ მარტო ყოფნა და ყველაფრის გაანალიზება, სანამ ღრმა დეპრესიაში არ ჩავარდება, თუ მას მარტო დატოვებთ.
კირჩხიბი
კირჩხიბთა უმრავლესობა ძლიერია და შეუძლიათ ნებისმიერი განსაცდელის გადალახვა, თუმცა, ამისათვის მას მეგობრებისა და პარტნიორებისგან მხარდაჭერა სჭირდებათ. როცა ეს ნიშანი მოწყენილია და რაღაც აწუხებს, მას ალერსი ესაჭიროება.
ლომი
ლომი დრამის მეფეა, თუ საქმე დარდსა და ძლიერ ემოციებს ეხება. იგი ეცდება, ყურადრების ცენტრში დაიმალოს, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს.
ქალწული
როცა იგი ნაწყენია, არაფრის მოსმენა არ სურს. არ უნდა, რომ მას მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ. დარდთან და წყენასთან მარტო დარჩენა ურცევნია, სანამ არ გადაწყვეტს, როდის იქნება მზად გამოსავლის საძიებლად.
სასწორი
სასწორს არ უყვარს, როცა მას სიმართლის აღიარებას აიძულებენ. ჩვეულებრივ, იგი უგულებელყოფს ემოციებს, თავს იკატუნებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა. იგი ყალბ ღიმილს გიჩვენებთ და ყველაფერს გააკეთებს გარშემომყოფთა მოსატყუებლად.
მორიელი
როგორც კი იგი ემოციების გარკვეულ დონეს მიაღწევს, მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება და ნებისმიერ უსიამოვნებაზე ან სიტყვაზე რეაგირებს. ემოციების პიკის დროს, ეს ნიშანი საერთოდ ვეღარ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას და ნებისმიერი რამ უცრუებს იმედებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანმა თავის ემოციებზე უნდა იზრუნოს, რამდენადაც იგი ძალიან მიდრეკილია დეპრესიისკენ და შეიძლება ფსკერზე დაეშვას უმცირესი ბიძგითაც კი.
როცა იგი დარდობს, დიდი ხნით და ძალიან შორს წასვლა და დამალვა უნდა, რაშიც აუცილებლად უნდა შეუშალოთ ხელი, რამდენადაც ამ “დიდი ხნით და შორს” მდგომარეობიდან გამოსვლა ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია.
თხისრქა
კიდევ ერთი მოაზროვნე, რომელმაც, შესაძლოა, სრულად დაკარგოს კავშირი რეალობასთან და იცხოვროს ავტოპილოტით, თავისი ცხოვრების ყველა ნეგატიურ ასპექტზე ფიქრის დროს. თხისრქა გონიერია, თუმცა მისი ნაკლი ისაა, რომ ყველაზე რტულ მომენტებში იგი ჭიქას ნახევრად ცარიელს ხედავს.
მერწყული
როცა მერწყული უბედურია, ყველაზე ღელავს, იწყებს ახალ ურთიერთობას, კარიერას ან რაღაც ახალს, რაც მას გრძნობებს დაავიწყებს. ხანდახან გარშემომყოფებზეც იყრის ჯავრს, ამიტომ მას გრძნობების გაანალიზება და მათი მოშორება მართებს.
თევზები
თევზები ერთნაირად რეაგირებს დარდსა და სტრესზე, რომელიც შფოთვის გიგანტურ ბურთად გარდაიქმნება ხოლმე. იგი ცოტათი ნერვულია ამ დროს.
ეს ჩაკეტილ წრედ რომ არ იქცეს, თევზები უნდა გაერკვეს თავის აზრებში და დადებითზე იფიქროს.
რამდენად დაემთხვა თქვენი ნიშნის აღწერა თქვენს