აღდგომა კარს მოგვდგომია: აიღეთ ხელსახოცი, მაკრატელი, წებო და კვერცხი…

3454

მალე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული, აღდგომა დადგება. ამ წელს გადავწყვიტე, სახლი და სააღდგომო სუფრა განსაკუთრებით ლამაზად და უჩვეულოდ მოვაწყო.

სააღდგომო კვერცხი ამ დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტია. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ კვერცხების მოხატვისა და შეღებვის რამდნეიმე საინტერესო იდეას, რომლებსაც არ სჭირდება სერიოზული ხარჯები და დიდი დრო.

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხი

კვერცხების მოხატვა

1. საგაზაფხულო განწყობის შესაქმნელად, გამოიყენეთ ძველი, თუმცა საკამოდ მარტივი დეკუპაჟის(ფრ. ამოჭრა) ტექნიკა.

ამისათვის დაგჭირდებათ თეთრი, მოხარშული კვერცხი, ნახატებიანი ხელსახოცი, მაკრატები, ფუნჯი, სახამებელი ან ცილა და წყალი.

შეარჩიეთ სასურველი ნახატის მქონე ხელსახოცი, გააცალეთ მას ქვედა, უნახატო ფენები, წაუსვით კვერცხის ნაჭუჭს ცილა(ან სახამებლის ხსნარი) და თამამად გადაანაწილეთ მოტივები მის ზედაპირზე. მნიშვნელოვანია ყველა ნაოჭის გასწორება!

აი, ასეთ სილამაზეს მიიღებთ აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით.

კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა…

2. ფოთლებისა და ღეროების ორნამენტებიც შესაფერისი იქნება.

კვერცხის ასე გაფორმებისთვის საჭიროა კვერცხს მიადოთ სასურველი მცენარის ფოთოლი ან ღერო, დააფიქსიროთ იგი(ძაფით, ბინტით თუ კაპრონის კოლგოტით), ხოლო შემდეგ მოხარშოთ საღებავიან წყალში.

3. ასევე, შესაძლებელია გრადიენტის მოდური ეფექტის შექმნაც.

მოხარშეთ კვერცხი და მოამზადეთ საღებავიანი წყალი მომცრო ჭურჭელში. თანდათან ჩაუშვით კვერცხი ხსნარში სულ უფრო ღრმად. ასე თქვენ მიიღებთ ტალღოვან გადასვლას მუქიდან ღია ფერზე.

თქვენ როგორ აფორმებთ კვერცხებს? გაქვთ განსაკუთრებული მეთოდი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს