საქორწილო აკრძალვები: რისი გაკეთებაა დაუშვებელი ქორწილის დღეს

2063

ქორწილი – ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენაა. გამოტყდით, თქვენც ხომ გსურთ, რომ თქვენი გაბედნიერების დღემ უმცირესი უმცირეს დეტალებამდ ჩაიაროს ისე, როგორც დაგეგმეთ?

რა თქმა უნდა, რაღაც შეიძლება ისე არ მოხდეს, რადგან ეს ცხოვრებაა, ყველა დეტალს ვერ გავითვალისწინებთ. ნუ განაწყენდებით, თუ რესტორნის გზაზე საცობში მოხვდებით, ან მზარეული რაღაც კერძს შეცდომით გააკეთებს და ახლა თქვენი სადღესასწაულო სუფრა ცოტათი განსხვავდება დაგეგმილისგან.

თუმცა, არსებობს ისეთი რამეებიც, რომლებსაც საგრძნობი გავლენა აქვს ახალდაქორწინებულთა მომავალზე, ამიტომ მათ შესახებ წინასწარ უნდა გაიგოთ. სხვადასხვა საქორწილო ცრურწმენა არ კარგავს თავის მნიშვნელობასა და აქტუალობას. ჯიუტი სკეპტიკოსებიც კი ითვალისწინებენ ზოგიერთ მათგანს.

ჩვენ ჩამოგითვლით ყველა გავრცელებულ ხალხურ ცრურწმენას ქორწილის შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ დღესასწაულს დაგეგმავდეთ. ამასთან, არაა აუცილებელი მათი მკაცრი დაცვა. ოჯახური ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ორი ადამიანის გულმოდგინე შრომაა და, თუ მას სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაამყარებთ, არავითარი ცრურწმენა არ დაგაშორებთ. თუმცა, რა არის ცუდი იმაში, თუ ყოველი შემთხვევისთვის ვიქნებით დაზღვეული?

საქორწილო ცრურწმენები

ქორწილის დღეს აკრძალულია:

1. სეირნობა ხელმოწერამდე – ეს ცუდ ნიშნად ითვლება.

2. ნეფესა და პატარძალს შორის გავლა სახლიდან საქორწილო დაწესებულებამდე – აუცილებელია მათი ტანსაცმლის ერთმანეთზე დამაგრება ქინძისთავით.

3. ხელის მოწერის დროს ნეფისა და პატარძლის მშობლების დაწრება. რა თქმა უნდა, ქორწილზე ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრები სწორედ მშობლები არიან, თუმცა, ხელმოწერა ხომ მხოლოდ დასაწყისია, არა?

4. ხელმოწერის ადგილამდე სწორი გზით მისვლა. რაც უფრო ჩახლართულია გზა, რომელზეც ახალგაზრდები მიდიან, მით უფრო ბედნიერ ცხოვრებას ჰპირდება ცრურწმენა.

5. გაშორებული მოწმეების მოწვევა. გაშორებულები ახალდაქორწინებულთა განშორებას განაპირობებენ.

6. მოწმეებად დაქორწინებული ადამიანების მოწვევაც უბედურების მანიშნებელია.

7. დაქორწინებული წყვილის მოწმედ მოწვევა – მოწმეთა ქორწინების დანგრევაა.

8. გაფორმებული საქორწილო ბეჭდების შეძენა ქვებითა და ბადეებით. ხალხში ამბობენ, რომ თუ ბეჭედი გლუვია, ახალგაზრდების ცხოვრებაც ასეთივე იქნება.

9. საქორწილო ბეჭდის დაკარგვა: სამკაულის დაკარგვა განშორების მანიშნებელია.

10. საქორწილო ბეჭდის გაცემა მოსაზომებლად. ასეთი მოსინჯვები ბეჭდის პატრონის უბედური ქორწინებით დასრულდება.

11. ბეჭდების გაცვლის შემდეგ მისი ყუთის აღება. იგი მიეცით გასათხოვარ გოგონას – ითვლება, რომ შემდეგი ქორწილი მისი იქნება.

12. ბეჭდის შერჩევა სხვა თვლებით, გარდა ლალის, ზურმუხტისა და ბრილიანტისა. თუ მაინცდამაინც თვლიანი ბეჭედი გინდათ, შეარჩიეთ ქვა სწორად.

13. მარგალიტის ტარება. მარგალიტი ქორწილის დღეს – პატარძლის ცრემლების ტოლფასია.

14. ძვირფასი სამკაულის გაკეთება. დასაშვებია მხოლოდ ბიჟუტერია.

15. სხვა ბეჭდის გაკეთება, გარდა საქორწილოსი.

16. პატარძლის თეთრი კაბის ნაცვლად კორსეტისა და ქვედა ბოლოს ჩაცმა. ამბობენ, რომ დაყოფილი ცხოვრება ექნებათ დაქორწინებულებს.

17. თეთრის გარდა, სხვა ფერის კაბის ჩაცმა. გასაგებია იმ გოგონათა სურვილი, რომლებსაც ორიგინალურობა სურთ, თუმცა საქორწილო კაბის ფერი თეთრია და მხოლოდ ასეთ სამოსში შეიგრძნობთ ამ ღონისძიების სრულ ატმოსფეროს.

18. სიძისთვის კაბის ჩვენება ქორწილამდე.

19. საქორწილო კაბის გაყოდვა. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა შეინახოთ, რომ ქორწინება არ დაინგრეს.

20. კაბის ჩაცმა ფეხებიდან. კაბა თავის მხრიდან უნდა ჩაიცვათ.

21. კაბის ქირაობა ან მეორეული კაბის შეძენა. კაბაზე ეკონომიას შეუძლია ვალებში ჩაგაგდოთ. თუ მზა კაბა ძალიან ძვირია, უბრალოდ შეიძინეთ შედარებით იაფი ქსოვილი და შეკერეთ კაბა დამოუკიდებლად. მართალია, დიზაინერული არ გამოვა, თუმცა ასი პროცენტით ექსკლუზიური იქნება.

22. პატარძლის კაბის ჩაცმა ისე, რომ წინა ღამით ცისფერი ლენტები არ გაუკეთდეს.

23. დაქორწინებულებისთვის ჩანგლების, დანებისა და კოვზების ჩუქება. ასეთი საჩუქარი მაშინ იქნება კარგი, როცა მათთან უკვე სახლში მიხვალთ სტუმრად ახალ წელს ან დაბადების დღეზე.

24. ვარდების ჩუქება, განსაკუთრებით წითლის.

25. საქორწილო ბეჭდების დაზომება მანამ, სანამ თითებზე გაიკეთებდეთ. ეს პატარა გაუფრთხილებლობა განშორებას გამოიწვევს.

თუ უკვე დიდი ხანია, დაქორწინებული და ბედნიერი ხართ, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება, მოგვიყევით, რა ცრურწმენებს იცავდით ქორწილის დღეს.

აბა, შეიცვალა რამე თქვენს საქორწილო გეგმებში? რა და რატომ?

ბედნიერებას გისურვებთ!