ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური სოციალური ქსელის, Reddit-ის მომხმარებელმა ქალბატონებს კითხვა დაუსვა: “რას ისურვებდით, რომ მამათქვენს სცოდნოდა გოგონების შესახებ, სანამ მოზარდი იყავით?”
პასუხები ნამდვილად ემოციური აღმოჩნდა და ისინი აუცილებლად შეძრავს ქალიშვილის მამას(ან მამაკაცს, რომელიც შეიძლება მამა გახდეს):
1. “ნუ იქცევით ისე, თითქოს ქალური საქმეები სასირცხვილო ან მოსაწყენი იყოს. ნუ იქნებით ისეთი მამა, რომელიც მანქანაში დაელოდება ცეკვის გაკვეთილზე მისულ ქალიშვილს. ნუ იგრძნობთ თავს უხერხულად, დაესწარით ამ გაკვეთილს.”
2. “ის, თუ როგორი ურთიერთობა გაქვთ საკუთარ ცოლთან ან შეყვარებულთან, თქვენს ქალიშვილს ასწავლის იმას, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჩათვალოს მისაღებად.”
3. “თუ შინ მამაკაცი ნათესავის ნახვას ვერიდებით, გაგვიგეთ! ნუ გვაიძულებთ სტუმრად წასვლას მასთან.”
4. “სუსტად არ გამოჩნდებით, თუ დროგამოშვებით მაინც გამოავლენთ სიყვარულს. მტკივნეულია, როცა მამა თითქმის არასდროს გვეხუტება და არ გვეუბნება, რომ ვუყვარვართ.”
5. “მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენი ქალიშვილი პაემანზე ივლის და ინტიმური ურთიერთობებისთვის, ერთ დღეს, ზრდასრული იქნება.”
6. “ვისურვებდი მამაჩემს სცოდნოდა, რომ თმის რეზინის ნაცვლად ჩვეულებრივი რეზინების გამოყენება მტკივნეულია!”
7. “ისწავლეთ თმის დავარცხნა. როცა პატარა ვიყავი, ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე ვტიროდი, რადგან მამაჩემი თმას კანიანად მაძრობდა ხოლმე და ამბობდა – “მაპატიე, ქალის თმის დავარცხნა კარგად არ ვიცი.”
8. “გაიგეთ, რომ მენსტრუაცია – რთული პერიოდია. მამაჩემი ფიქრობდა, რომ მენსტრუაცია უბრალოდ სისხლი იყო და არ ესმოდა, რომ ამ დროს საშინლად მტკიოდა და ცუდ ხასიათზე ვიყავი.”
9. “ნუ გაამახვილებთ ყურადღებას თქვენი ქალიშვილის სხეულზე. ჭარბი წონა? დიდი ყურები? რა თქვენი საქმეა? ეს ვნებს ქალის თვითშეფასებას.”
10. “ყურადღება მიაქციეთ მედიას, რომლითაც თქვენი შვილი ინტერესდება. გოგონებს სურთ მისაბაძი ქალის მაგალითის პოვნა, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი ქალიშვილი ეცნობა ქალების ისეთ პერსონაჟებს, რომლებიც რეალურ პრობლემებს წყვეტენ, ეძებენ თავგადასავლებს და არიან ლიდერები.”
11. “არ იფიქროთ, რომ თქვენი ქალიშვილი არ ინტერესდება თქვენი საქმიანობით, რადგან ბავშვობაში არ უნდოდა თქვენთან ერთად ამის კეთება. გააგრძელეთ მცდელობა, დააინტერესოთ საკუთარი შვილი თქვენი ცხოვრებით, არ დანებდეთ.”
12. “თუ თქვენი ქალიშვილის ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარეთ იმის თქმაში, რომ ბიჭის აღზრდა უფრო მარტივი და უკეთესი იქნებოდა, არ გაგიკვირდეთ, თუ გაზრდისას დედისკენ გადაიხრება.”
13. “დაანებეთ ფოტოს გადაღება. თუ თქვენს შვილს თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება უნდა, მიეცით ამის უფლება. მამაჩემი გარდაიცვალა, როცა 13 წლის ვიყავი, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ მისგან სულ რამდენიმე ფოტო დამრჩა..”
14. “მტკივნეულია იმის გახსენება, თუ რამდენი ფული დახარჯა მამაჩემმა ჩემი ძმის პიროვნების განვითარებაში. ვისურვებდი, მეც ადამიანივით მომქცეოდა და არა რაღაც ობიექტივით, რომელიც მანამ უნდა დაიცვა, სანამ სხვა პატრონი არ გამოუჩნდება.”
15. “იფიქრეთ, რომ თქვენი ქალიშვილის შეყვარებული კარგი ტიპია. ნუ ეცდებით მის დაშინებას. ის თქვენს შვილთან ტკივილის მისაყენებლად კი არაა.”
16. ვისურვებდი გცოდნოდათ, რომ ქალიშვილებს სურთ, მათი მამებიც იზრდებოდნენ.”
17. “როცა რაღაცას არასწორად აკეთებთ, ბოდიში მოიხადეთ. ნუ ეცდებით იმის უგულებელყოფას, რაზეც ცოტა ხნის წინ კამათობდით, შემდეგ კი ისე მოქცევას, თითქოს არაფერი მომხდარა.”
18. “ხანდახან ვტირით. ეს მანიპალაცია არაა – ესაა ემოციების გამოთავისუფლების საშუალება, ნუ გვიბრაზდებით ჩვენი გრძნობების გამო.”
19. “გაიგეთ, რომ ჰორმონების გარეშეც ვბრაზდებით. ნუ უკავშირებთ ამ ყველაფერს ჰორმონების მოზღვავებას.”
20. “გახსოვდეთ, რაც უფრო ძლიერია საბელი, მით უფრო შორს გაქცევას ეცდება თქვენი ქალიშვილი.
21. “ქალიშვილისთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო პირადი კავშირის დამყარება მამასთან, ამიტომ იპოვეთ ისეთი ჰობი, რომელიც გაგაერთიანებთ – მიუხედავად იმისა, რამდენად პატარაა თქვენი ქალიშვილი.”
თქვენ ეთანხმებით ამ ქალბატონებს? რას დაამატებდით?