ეს იაფი საშუალება ხალიჩებიდან სიბინძურეს იწოვს: ამისათვის მხოლოდ 2 ინგრედიენტს ვიყენებ.

4472

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სახლის ინტერიერი, არის მასში ერთი ელემენტი, რომელიც ბინას გაცილებით კომფორტულსა და მყუდროს ხდის. რამდენად სასიამოვნოა, როცა ფეხშიშველი დავდივართ ფუმფულა ხალიჩაზე… თუმცა, მისი წმენდა, სამწუხაროდ, საკმაოდ რთული და ძვირადღირებული სიამოვნებაა – ან თავად უნდა იწვალოთ რამდენიმე საათის განმავლობაში, ან პროფესიონალი დაიქირავოთ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს კიდევ სხვა გზაც – ისეთი მასის მომზადება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, ამოწოვს სიბინძურეს ხალიჩიდან. არავითარი ქიმიური კომპონენტი – მხოლოდ ის, რაც სამზარეულოს კარადაში ნებისმიერ დიასახლისს აქვს. შეურიეთ რამდენიმე ძირითადი პროდუქტი, წაუსვით ხალიჩას, დაელოდეთ 20 წუთით და მტვერსასრუტით დაამუშავეთ.

ხალიჩის გაწმენდის 3 საშუალება

იმის თქმა, რომ აქედან რომელიმე მეორეზე უფრო ნაკლებად ეფექტურია, შეცდომა იქნება. შეგიძლიათ, სათითაოდ გამოსცადოთ და შეარჩიოთ ის, რომელიც პარამეტრების მიხედვით გაძლევთ ხელს: ხალიჩის ფერი, დაბინძურების ტიპი, მოსალოდნელი შედეგი.

1. სოდა და მარილი
დაამუშავეთ დაბინძურებული მონაკვეთი სოდითა და მარილით. დაელოდეთ 20 წუთით და დაამუშავეთ მტვერსასრუტით. ეს შესანიშნავი საშუალებაა მცირე ცხიმიან ლაქებთან საბრძოლველად. მას ეფექტურობისა და უსაფრთხოობის გამო ირჩევენ.

2. ძმარი
გახსენით 20 მლ სუფრის ძმარი 1 ლ წყალში. ჩაალბეთ ხსნარში სუფთა ტილო და გაწმინდეთ ხალიჩა. დაელოდეთ 20 წუთით და გაწმინდეთ ლაქა უკვე მშრალი ტილოთი. შემდეგ მტვერსასრუტით დაამუშავეთ. ასე ხალიჩას პირვანდელ იერს დაუბრუნებთ.

3. ჩაის ნახარში
მუქ ხალიჩებსაც სჭირდება წმენდა. თუმცა, ღია ფერის საშუალებები ასეთ ზედაპირზე ლაქებს ტოვებს, სწორედ ამიტომ, მასზე ჩაის ნახარში უნდა გამოიყენოთ. დააყენეთ ჩაი, გაწურეთ, მოაყარეთ ჩაი ხალიჩის დაბინძურებულ მონაკვეთს, გაშრობის შემდეგ კი დაამუშავეთ მტვერსასრუტით.

უარი თქვით მყარი ჯაგრისების გამოყენებაზე – ისინი არამხოლოდ აზიანებს ბუსუსებს, არამედ ლაქებს უფრო ღრმად აჯენს, ამოყვანის ნაცვლად. ყოველ ჯერზე, როცა ხალიჩას გაწმენდთ, გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი მხოლოდ ბუსუსების მიმართულებით.