თაყვანისმცემლები დევიდ ბოუის ცოცხალ ლეგენდას უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ ის მხოლოდ შემოქმედებისთვის ცხოვრობდა. თუმცა მისმა ახლობლებმა, როგორიც იყო მეუღლე იმანი, იცოდნენ, რომ ეს ადამიანი მზად იყო ოჯახის გულისთვის ყველაფერი მიეტოვებინა.
ვივიენმა გადაწყვიტა, ეს მასალა როკ-ვარსკვლავის და სუპერმოდელის ურთიერთობას მიუძღვნას, რომელთაც ბევრი იდეალურად თვლიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ბოუიმ ირონიულად აღნიშნა: „ალბათ ფიქრობთ, რომ იყოთ როკ-აიდოლი, რომელიც სუპერმოდელზეა დაქორწინებული, საუკეთესოა, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს? თქვენ მართალი ხართ“.
დევიდის წარსული
საბედისწერო შეხვედრამდე ბოუის და იმანის ურთიერთობები არც თუ ისე წარმატებული იყო. ბოუი ექსცენტრიულ, წვეულებების მოყვარულ გოგოზე, ანჯელა ბარნეტზე იყო დაქორწინებული. ანჯელას მათ ურთიერთობაზე სკანდალების მოწყობა უყვარდა. ბარნეტი მისი და მისი პარტნიორის ბისექსუალურ ურთიერთობაზე ჭორებს ავრცელებდა და დევიდთან სექსუალურ ცხოვრებაზე ჰყვებოდა.
თავდაპირველად, მუსიკოსი მეუღლის საქციელს მხარს უბამდა, მაგრამ ბოლოს უკვე მობეზრდა. ბარნეტთან ურთიერთობა ხმაურიანი განქორწინებით დასრულდა, რომლის შემდეგ ყოფილი ცოლი და ქმარი ერთმანეთს აღარ ეკონტაქტებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაჟიშვილი დულკან ჯონსი (ჯონსი ბოუის ნამდვილი გვარი) ჰყავდათ.
იმანის წარსული
იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი სომალიში დიპლომატის ოჯახში დაიბადა, მაგრამ ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო თითქმის მთელი ბავშვობა ეგვიპტესა და კენიაში გაატარა. ხოლო დიდებისკენ გზა შემთხვევით დაიწყო: ის ფოტოგრაფ პიტერ ბედრომს ნაირობში (აქ იმანი სწავლობდა) შეხვდა და ამ შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა.
პიტერმა ჟურნალისთვის გადაღება შესთავაზა, თუმცა იმანმა უარი განუცხადა. მან უთხრა, რომ ეს უფასოდ არ იყოს და თანხის დასახელება შესთავაზა. იმანმა 8 ათასი დოლარი (უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი) მოსთხოვა და მისდა გასაოცრად ფოტოგრაფი დათანხმდა.
პირველი ფოტოგადაღების შემდეგ აშშ-ში მიიწვიეს, სადაც მოდელის კარიერის გარდა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. როგორც აღმოჩნდა, იმ დროს მუქი კანისთვის შესაფერისი კოსმეტიკა ბევრი არ იყო. იმანმა საკუთარი ხაზი გამოუშვა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას. ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში იმანი სომალელ ბიზნესმენს ცოლად გაყვა, მაგრამ ქორწინება შტატებში მისი გადმოსვლის შემდეგ დაიშალა. 1977 წელს ცნობილ კალათბურთელს, სპენსერ ჰეივუდს ცოლად გაჰყვა, რომლისგანაც გოგონა გააჩინა. დროთა განმავლობაში სპორტსმენმა ნარკოტიკების მიღება დაიწყო და 1987 წელს წყვილი დაშორდა.
შეხვედრა
ბოუი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ იმანი ერთი ნახვით შეუყვარდა: „როცა პირველად დავინახე, უკვე მომავალი ბავშვების სახელებზე ვფიქრობდი“. მოდელს კი როკ-ვარსკვლავთან დაკავშირება საერთოდ არ სურდა, მაგრამ მალე დევიდმა მისი გადარწმუნება შეძლო.
იმანი მიხვდა, რომ დევიდის გრძნობები სერიოზული იყო, როცა ერთხელ ქუჩაში ბოტასის თასმები შეეხსნა და სანამ მას შეამჩნევდა, ბოუი ჩაიმუხლა და მისი შეკვრა დაიწყო.
ქალმა აღნიშნა, რომ მუსიკოსის თაყვანისმცემლებისგან განსხვავებით, დევიდზე, როგორც მსოფლიო სცენის ლეგენზე, შეყვარებული არ იყო. მას მოეწონა დევიდ ჯონსი, რომლის ნახვაც მას გაუმართლა.
ქორწილი
წყვილმა ქორწინება 1992 წელს შვეიცარიაში დააკანონა, სადაც მომღერალი ცხოვრობდა. მოგვიანებით ფლორენციაში ჯვარი დაიწერეს. ამ ქალაქმა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. რამდენიმე წლით ადრე, სეირნობის დროს იმანმა ფლორენციის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში ბეჭედი დაინახა. სწორედ ამ ბეჭდით ბოუიმ მას ხელი სთხოვა.
გასაგებია, რომ დანიშვნამდე ეს ბეჭედი სხვამ იყიდა, მაგრამ მომღერალმა მისი პოვნა და ყიდვა შეძლო, რომ საყვარელი ადამიანისთვის ხელი ეთხოვა.
ბავშვზე ოცნება მხოლოდ 2000 წელს ასრულდა, როცა ამქვეყნად ალექსანდრა ზარა გაჩნდა, რომელსაც სახლში სიყვარულით ლექსის უძახდნენ. ამ დროიდან, ოჯახისთვის იდეალური საღამო არა წვეულებაზე წასვლა, არამედ სახლში დარჩენა და ქალიშვილთან გართობა, ვახშმის მომზადება, შემდეგ კი მოლბერტთან(დევიდი) და საქარგავთან(იმანი) კომფორტულად მოწყობა იყო.
ბოუის წასვლა
იმანი ამბობდა, რომ მათი ოჯახის ბედნიერების საიდუმლო ძალიან მარტივია: ერთად ყოველთვის მხიარულად იყვნენ. ეჭვგარეშეა, რომ ბოუი და იმანი მომღერლის გარდაცვალებამდე ბედნიერები იყვნენ. ბოლო ერთობლივ სურათზეც კი ბოუი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, მისი ქალბატონის გვერდით დგას და მის გაცინებას ცდილობს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იმანმა თქვა: „წამის ფასს ვერასდროს ისწავლით, სანამ ის მოგონებად არ გადაიქცევა. ტკივილი რეალურია ისევე, როგორც ღმერთი“. ასევე მან განაცხადა, რომ გათხოვებას აღარ აპირებს.
ეს იყო ლამაზი ურთიერთობა, რომელიც არა მხოლოდ უშუალო მონაწილეებს, არამედ გარშემომყოფებს ბედნიერს ხდიდა.
თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.