სანამ ყავის ნალექს გადაყრით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს, ზოგიერთ მათგან ვერც წარმოვიდგენდი.

54328

ყავის ნალექის გადაყრა დააპირეთ? არ იჩქაროთ ამის გაკეთება! ამ სასარგებლო რჩევების წაკითხვის შემდეგ თქვენ ამ პროდუქტის შეგროვებას დაიწყებთ, რადგან ის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

როგორ გამოვიყენოთ ყავის ნალექი

1. მცენარეების სასუქი

ყავის ნალექი – არაჩვეულებრივი სასუქი, რომელიც სტიმულირებს მცენარეების ზრდის პროცესს.

2. საშუალება კატების წინააღმდეგ

თუ კატები ხშირად წარმოადგენენ თქვენს ბაღში არეულობის მიზეზს, მოაბნიეთ ყავის ნალექი მიწაზე. კატებს ძალიან არ უყვართ ეს სუნი!

3. საშუალება ტკიპების წინააღმდეგ

თუ თქვენ ოთხფეხა მეგობარს ტკიპები მოსვენების საშუალებას არ აძლევენ, გაურიეთ შამპუნში მცირეოდენი ყავის ნალექი.

4. ქსოვილის შეღებვა

სამზარეულოს თეთრი პირსახოცი, რომელიც იმდენად დალაქავებულია, რომ მას ყველაზე ძლიერი ქიმიური საშუალებებიც ვეღარ უმკლავდება, გამოხარშეთ წყლისა და ყავის ნალექის ნარევში.

5. ტაფებისა და ქვაბების წმენდა

ყავის ნალექი არაჩვეულებრივი საშუალებაა ტაფებიდან და ქვაბებიდან ცხიმის ლაქების მოსაშორებლად.

6. ჰაერის გამწმენდი

ყავის ნალექი შთანთქავს ნებისმიერ უსიამოვნო სუნს. გამოიყენეთ ამ საშუალების ეს გასაოცარი თვისება!

7. ნაკაწრების შენიღბვა

ხის ავეჯიდან ნაკაწრების მოშორება ყავის ნალექსი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი.

8. უსიამოვნო სუნის გაქრობა ფეხსაცმლიდან

იმისათვის, რომ სამუდამოდ მოაშოროთ უსიამოვნო სუნი თქვენს ფეხსაცმელს, ჩაყარეთ მასში მცირეოდენი ყავის ნალექი.

9. ხახვისა და ნვირის უსიამოვნო სუნი

თუ გსურთ ნივრისა და ხახვის დაჭრის შემდეგ ხელებზე უსიამოვნო სუნი არ დაგრჩეთ, შეიზილეთ ყავის ნალექი.

10. ნატურალური პლასტელინი

ყავის ნალექისგან, ზღვის მარილისგან, ცხელი წყლისგან და მცენარეული ზეთისგან თქვენი პატარებისთვის აბსოლიტურად უსაფრთხო პლასტელინის დამზადებაა შესაძლებელი.

11. სანთელი სასიამოვნო არომატით

თუ თქვენ სანთელს საკუთარი ხელით ხშირად ამზადებთ, გაურიეთ მასში ყავის ნალექი. ასე თქვენ მიიღებთ ძალზედ არომატული სუნელის მქონე სანთელს.

12. რეცეპტი ცხიმიანი თმისთვის

თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, დაბანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიზილეთ ყავის ნალექი.

13. სხეულის სკრაბი

ყავის ნალექი ძალზედ ეფექტური საშუალებაა სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.

14. სახის სკრაბი

ყავის ნალექი ძალზედ ეფექტურად წმენდს სახის კანის ფორებს და გვაშორებს მკვდარ უჯრედებს.

15. არანაირი შავი წრეები

წაისვით თვალების ქვემოთ არსებულ კანზე ყავის ნალექი. შავი წრეები აღარასდროს შეგაწუხებთ!

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევები? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს.