საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანები ბევრს ჭამენ. ზოგი სტრესს შთანთქვას ცდილობს, ზოგი კომპიუტერთან კანფეტის და ორცხობილის გარეშე მოწყენილია, სხვებს კი ბუტერბროდის გარეშე ფილმის ყურება არ შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში მავნე ჩვევა ვითარდება, რომელსაც შიმშილის მუდმივი გრძნობა თან ახლავს. როგორ გავუმკლავდეთ საკვებზე ფიქრს?
გაზრდილი მადა
დღეს გიამბობთ, როგორ შეამციროთ მადა მხოლოდ 1 წუთში და ზედმეტი არ მიირთვათ. ამისთვის საკვების შეზღუდვა და მორიგი დიეტის გამოცდა არ დაგჭირდებათ.
შიმშილის გრძნობის გაქრობაში დაგეხმარებათ მარტივი ვარჯიში, ძველი ჩინური ტანვარჯიშის ციგუნი – „იასპის ბაყაყი ტალღებს ატარებს“. ზოგჯერ მას „ტალღებზე მოსრიალე ბაყაყს“ უწოდებენ.
ციგუნის ჩინური ოსტატები ამბობენ, რომ ეს მეთოდი შიმშილს ბლოკავს, მაშინაც კი, თუ მთელი დღე არაფერს შეჭამთ. ვარჯიში აუცილებლად უნდა შეასრულოს ყველამ, ვინც არარეგულარულად იკვებება და დღეში 5-ზე (3 მთავარი კერძის მიღება და 2 წახემსება) უფრო მეტჯერ იკვებება, ასევე მათ, ვინც დიეტაზე ყოფნის დროს, პროპორციების სწრაფად შემცირების შემთხვევაში ან შიმშილით შესვენების პრაქტიკის მსურველებისთვის.
ვარჯიშის შესრულების წინ 100-200 მლ თბილი წყალი დალიეთ. საყრდენი აირჩიეთ – საშუალო სიმაღლის სკამი ან მაგიდა. იდაყვებით საზურგეს დაეყრდენით, როგორც სურათზეა ნაჩვენები, ან მოიხარეთ და ხელისგულებით სკამის საჯდომს დაეყრდენით. სიმაღლე ისე შეარჩიეთ, რომ თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს, ხოლო ხერხემალი მოხრილი. ვარჯიშის საყრდენად შეგიძლიათ კედელი გამოიყენოთ.
ღრმად ჩაისუნთქეთ და ამავდროულად მუცელი რაც შეიძლება ღრმად შეწიეთ. სუნთქვა 3-4 წამით შეიკავეთ. ამოისუნთქეთ და მუცლის კუნთები მოადუნეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ. შიმშილის გრძნობა რამდენიმე წუთში გაქრება. სუნთქვა მთავარ როლს არ ასრულებს, მთავარია მუცელი ჩასუნთქვაზე რაც შეიძლება ღრმად შეწიოთ და ამოსუნთქვის დროს და მაქსიმალურად დაამრგვალოთ.
სადილისა და ვახშმის დროს უფრო ნაკლები რომ მიირთვათ, ვარჯიში საკვების მიღებამდე 10-15 წუთით ადრე შეასრულეთ. ასე დანაყრებას ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად იგრძნობთ. მთავარია, იმწამსვე შეასრულოთ, როგორც კი ხელი ტკბილეულისკენ გაგიწევთ.
„იასპის ბაყაყი“ შეგიძლიათ სიარულის დროს, მჯდომარე ან დაწოლილ პოზაში შეასრულოთ. უკანასკნელი ბევრად უფრო ეფექტურია. სუნთქვის გასაკონტროლებლად ხელები მუცელზე დაიწყვეთ.
რაში მდგომარეობს ვარჯიშის საიდუმლო? თავიდან ცოტა თეორია: კუჭში შიმშილის გრძნობის გაჩენასთან ერთად კუჭის წვენის გამომუშავება ხდება, რომლის შემადგენლობაშიც პეფსინი და მარილმჟავაა. ისინი კუჭში საკვებს შლიან. მაგრამ, თუ ადამიანმა ბევრი მიირთვა, კუჭის წვენი კუჭის კედლებს აღიზიანებს.
შედეგად, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, ენაზე ნადები, გასტრიტი, წყლული. ჩაკეტილი წრე გამოდის: გრძნობთ შიმშილს – უნდა ჭამოთ, ჭამა – ზედმეტ წონას იწვევს, არ შეჭამთ – ავად გახდებით. სწორედ ამიტომ ჭარბი ჭამა არა მხოლოდ ზედმეტი წონაა. ეს სახიფათო საკვების დამოკიდებულებაა, რომელიც ორგანიზმს ანადგურებს. ბევრ ჭამას უნდა ებრძოლოთ!
ვარჯიშის დროს მუცლის პრესი კუჭის წვენს ნაწლავებში „გადაისვრის“ და მადა ქრება. დროთა განმავლობაში ჭამის სურვილი მცირდება, მავნე ჩვევა ქრება და შიმშილს მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, როცა ორგანიზმს მართლაც მარაგის შევსება სჭირდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. ზოგიერთი შეცდომით ფიქრობს, რომ მსგავსი მეთოდის დახმარებით რაციონის მკაცრად შემცირება და კარგად დაკლება შესაძლებელია. მაგრამ ასე არაა. შიმშილობა და ვარჯიშის ბოროტად გამოყენება ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და რეკომენდებული კატეგორიულად არაა! თუ ორგანიზმში საკმარისი მკვებავი ნივთიერებები არ არის, არანაირი „ბაყაყი“ არ გიშველით.
მხოლოდ შიმშილობაზე ორიენტაცია არ გააკეთოთ, თქვენს რაციონს გადახედეთ. თუ მასში საკმარისი რაოდენობის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი საკვები და ნახშირწყლებია. ვარჯიში წახემსების მოცულობას და საკვების მოთხოვნილებას შეამცირებს.
მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.