ბევრი ქალისთვის სხეულის ფორმები წმინდა რამაა. მაშინაც კი, თუ საყვარელ ფუნთუშაზე უარის თქმა გიჭირთ, სასწორზე ახალი კილოგრამების დანახვა მაინც მტკივნეულია. რა უნდა ქნან იმ გოგოებმა, რომელთაც მოხდენილი სხეულის ფორმების მიუხედავად გამობერილი მუცლის მოშორება უჭირთ? სწორი კვების და სპორტის მიუხედავად ქვედა ნაკეცს მეპატრონის დატოვება მაინც არ სურს. გთავაზობთ 7 მიზეზს, თუ რატომ ხდება ასე.
მიზეზი № 1 – სტრესი
ცენტრალური ცხიმოვანი ქსოვილის (მუცლის ცხიმის) ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი, თამაშობს. სწორედ ამიტომ, თუ ხშირად დაძაბულ მდგომარეობაში ხართ, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი მუცელი არასდროს გაქრება. პირველ რიგში, სტრესის ფაქტორები უნდა აღმოფხვრათ.
მიზეზი № 2 – შაქარი
დიეტა შაქრის მაღალი შემცველობით მუცელზე ცხიმის სწრაფ „მიწეპებას“ იწვევს, მაშინაც კი, თუ კალორიებს ზღუდავთ და წონაში დაკლებას ცდილობთ. შაქარი თქვენი ყველაზე ძლიერი მტერია!
მიზეზი № 3 – ცოტა ხნის წინ მშობიარობა
ჰორმონებს დარეგულირებისთვის დრო სჭირდებათ, ამიტომ თუ ახლახანს იმშობიარეთ, მოითმინეთ და ფიზიკური ვარჯიშებით დაკავდით. გაბერილი მუცელი ნელ-ნელა ნორმას დაუბრუნდება და თქვენ ბრტყელი მუცლით თავის მოწონებას შეძლებთ.
მიზეზი № 4 – ძილის უკმარისობა
ძილის უკმარისობამ კორტიზოლის ბალანსზე შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს. თუ უძილობა გაწუხებთ, პირველ რიგში მედიტაციას მიმართეთ, ძილის წინ მუსიკით დამშვიდდით. მეორე მხრივ, თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ მან მედიკამენტი გამოგიწეროთ, რომელიც კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.
მიზეზი № 5 – შებერილობა
თუ გაბერილ მუცელს თან ახლავს სპაზმები, სუნთქვის და ნაწლავების პრობლემები, შესაძლოა დამნაშავე საჭმლის მომნელებელი სისტემაა, რომელიც გაცილებით ცუდად შეიძლება გამოიყურებოდეს, ვიდრე გგონიათ. თუ ხშირად გაწუხებთ შებერილობა, ჭამის შემდეგ ვაშლის მიღებაზე უარი თქვით, რადგან ხილს კუჭში საკვების მჟავური დუღილის გამოწვევა შეუძლია, რაც მუცლის შებერილობას და გაზების დაგროვებას იწვევს.
მიზეზი № 6 – ასაკი
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლიზმის სიჩქარე ან ორგანიზმისთვის აუცილებელი კალორიების რაოდენობა მცირდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კვების რაციონს ყურადღება მიაქციოთ, რომ მეტაბოლიზმა თქვენს წინააღმდეგ არ იმოქმედოს.
მიზეზი № 7 – მენოპაუზა
მენოპაუზის დროს ესტროგენის და პროტესტერონის ჰორმონების გამომუშავება მცირდება. ამასთან ტესტოტერონის დონე მცირდება, მაგრამ უფრო ნაკლები ტემპით. ჰორმონების ცვლილებები მუცლის არეში ცხიმის დაკავებას იწვევს.
თუ თქვენს ცხოვრებაში ერთი ან რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი არსებობს, მაშინ გაბერილი მუცლის მიზეზი თქვენთვის უკვე ცნობილია. ამ მიმართულებებით იმუშავეთ და თავის მოსაბეზრებელი მუცლის მოშორების ყველა შანსი გექნებათ.