ბანანის ქერქი ორქიდეასთვის – თუ გსურთ ლამაზი ყვავილებით დატკბეთ

2375
ბანანის ქერქი ორქიდეასთვის - თუ გსურთ ლამაზი ყვავილებით დატკბეთ
ბანანის ქერქი ორქიდეასთვის - თუ გსურთ ლამაზი ყვავილებით დატკბეთ

ორქიდეას თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, თუ ეს ეგზოტიკური ყვავილები რამდენად პრეტენზიულები არიან. თითქოსდა ჭაობის მცენარეს რა სჭირდება, ზომიერი მორწყვისა და ტორფის სუბსტრატის გარდა? სინამდვილეში ორქიდეას გამოკვება სჭირდება, რადგან ხავსის და ქერქის ნიადაგში ყვავილი კარგად არ ხარობს.

საკვები დანამატი თავად რომ მოამზადოთ, ფლორისტენი მარტივ ბანანის ქერქს გირჩევთ. ის შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, აზოტს და მაგნიუმს – „ოქროს“ ნივთიერებებს ყვავილის ჯანმრთელი სასიცოცხლო ციკლის  შესანარჩუნებლად. ეს მიკროელემენტები ნიადაგში დოზირებულად ხვდება და მცენარეს სიჭარბის გამო შოკში არ აგდებს. ასეთი გამოკვება ორქიდეას ყვავილობის პერიოდში ხელს უწყობს.

ორქიდეას გამოკვება ბანანის ქერქით

ბანანის ქერქისგან სასუქის მომზადება ძალიან მარტივია. გთავაზობთ 3 მარტივ რეცეპტს, არჩევით თქვენ აირჩიეთ.

ბანანის ჩაი

ბანანის ქერქი გამოაშრეთ, შემდეგ დააქუცმაცეთ. 1 ჩ/კ ქერქს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. აცადეთ გაგრილება და ნიადაგის მოსარწყავად გამოიყენეთ.

ბანანის ქერქის ფხვნილი

ბანანის ქერქი წვრილ ნაჭრებად დააქუცმაცეთ და საცხობ ტაფაზე რბილობით ზემოთ დააწყვეთ. გამოაშრეთ, სანამ ხრაშუნა არ გახდება. გააგრილეთ და დაფშვენით. ამისთვის შეგიძლიათ სანელებლების საფქვავი გამოიყენოთ.

ბანანის ხსნარი

2 ბანანს ქერქი მოაშორეთ და 2 ლ წყალი დაასხით. 2 დღე გააჩერეთ. მარლაში გადაწურეთ და წყალში 1:1 პროპორციით გახსენით.

ბანანი ორქიდეას ფოთლების მოსავლელად

ბანანის ქერქი შეგიძლიათ ორქიდეას ფოთლების გასაწმენდად გამოიყენოთ. ისინი მბზინვარებას შეიძენს და საკვებ ნივთიერებებს შეიწოვს.

როგორ გამოვკვებოთ ორქიდეა სწორად

ორქიდეას ზრდის პერიოდში გამოკვებეთ, როცა ყვავილს ახალი ფოთლები უჩნდება. საკვები დანამატი ყოველ მეორე მორწყვაზე გამოიყენეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით. თუ ფოთლების გამოჩენას კიდევ ახალი ფოთლები მოჰყვება, გამოკვება გააგრძელეთ. თუ ფოთლებმა ზრდა შეწყვიტა, გამოკვებაც შეწყვიტეთ.

ყვავილები ყვავილობის პერიოდში გამოკვებეთ. მნიშვნელოვანია: ეს მოყვავილე მცენარეს არ ეხება, რომელიც სულ ახლახანს მაღაზიიდან მოიტანეთ. მათ თავისი ძალებით ყვავილობა აცადეთ და გამოკვება უკვე 3-4 თვის შემდეგ დაიწყეთ.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და ზაფხულის ცხელ დღეებში ფალენოპსისი ზრდას წყვეტს, ამიტომ თვეში მხოლოდ ერთხელ გამოკვებეთ.

დაავადებული, დასუსტებული და გადარგული ორქიდეას გამოკვება არ ღირს.

მთავარი წესი: უმჯობესია ორქიდეას დამატებითი საკვები არ მიაწოდოთ, ვიდრე ჭარბი გამოკვება მოგიწიოთ.

ეს მარტივი რეცეპტები გამოიყენეთ, რომ ორქიდეა სწორად გამოკვებოთ და თქვენი ყვავილების ლამაზი ყვავილობით დატკბით. რა თქმა უნდა, მაღაზიაში ნაყიდი სასუქი ეფქტურია, მაგრამ შეიძლება ყვავილს ზიანი მიაყენოთ, თუ დოზა შეგეშლებათ.

დაწერეთ კომენტარებში, ორქიდეას რითი გამოკვება გირჩევნიათ, ასევე ეს რეცეპტები შეინახეთ, რომ არ დაგეკარგოთ.