დაიძინეთ მობილურის გარეშე, დილით ცას შეხედეთ. ზოგჯერ ღვინო დალიეთ – გთხოვთ ნეიროქირურგი

40258
დაიძინეთ მობილურის გარეშე, დილით ცას შეხედეთ. ზოგჯერ ღვინო დალიეთ - გთხოვთ ნეიროქირურგი
დაიძინეთ მობილურის გარეშე, დილით ცას შეხედეთ. ზოგჯერ ღვინო დალიეთ - გთხოვთ ნეიროქირურგი

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოღუშული ცა, მუდმივი სტრესი და საშინელი წვიმიანი ამინდები ნაცნობი სიტუაციაა. ორგანიზმის გადაწყობა ხდება, რომ სიცივეს, ქარს, სიმშრალეს და დილა-საღამოს სიბნელეს შეეგუოს. აქედან მოდის დაღლილობა, ძილიანობა, ტვინის ეფექტურობის შემცირება.

ცნობილი ნეიროქირურგი, ტვინის მუშაობის შესახებ ცნობილი წიგნის ავტორი, პროფესორი ვლად სიურეა გვიამბობს, თუ როგორ შეცვალოთ ჩვევები, რომ ამ რთულ პერიოდში ტვინი პოზიტიური სტიმულებით და სრულყოფილი დასვენებით ვუზრუნველყოთ.

ტვინი და ბედნიერება

„როგორც ნეიროქირურგი ჩემი პაციენტების სახეზე ტანჯვას ხშირად ვხედავ. ნეიროქირურგიული ჩარევა მათ უფრო აშინებთ, ვიდრე თავად პრობლემა. ეს ნორმალურია.“

„ტვინი ის ორგანო არაა, რომლის გაკონტროლებაც ჩვენ შეგვიძლია. შესაძლოა, არ იცით, რომ ტვინს დასვენება და ყურადღება სჭირდება“ – ამბობს ნეიროქირურგის გენიოსი, რომელმაც ტვინზე 20 ათასზე მეტი ოპერაცია ჩაატარა და რომლის სიტყვებსაც შეიძლება ვენდოთ.

დღის სინათლის ხანგრძლივობის შემცირებით გამოწვეული ბიორიტმის ცვლილება ჩვენს ტონუსს და მთლიანად ორგანიზმის აქტიურობას ამცირებს. ამ ცვლილებების კომპენსირების სურვილით, ცივ ამინდში ხშირად ძალიან ბევრს ვჭამთ, ვსვამთ, დიდხანს კომპიუტერთან ვზივართ, ბევრს ვეწევით და ყავას ბოროტად მოვიხმართ.

„ტვინი არასდროს ისვენებს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომ ამ ორგანოს დასვენების საშუალება და სტიმული მივცეთ. დიახ, ტვინის პოზიტიური სტიმულები სჭირდება“ – გვიხსნის პროფესორი.

ასეთი სტიმული შეიძლება იყოს ნათელი ცა ან უბრალოდ ლამაზი შემოდგომა-ზამთრის პეიზაჟი ფანჯრის მიღმა, საყვარელი სიმღერა, რომელიც განწყობას ამაღლებს, ასევე დილით, გაღვიძებისთანავე დალეული წყალი.

ექიმი სიურეა ტელევიზორთან კონტაქტის მინიმუმამდე შემცირებას გთავაზობთ, რომ ტვინი ნეგატიური სიახლეების მსხვერპლი არ გახდეს. დაიძინეთ მობილური ტელეფონის სიახლოვის გარეშე, ზომიერად მიირთვით, კარგი ღვინო დალიეთ. ღვინო ტვინის სისხლძარღვებს წმენდს, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ალკოჰოლი ნერვულ უჯრედებს ებრძვის.

„თუ მწეველი ხართ, კვირაში ერთხელ ტვინს დასვენების უფლება მიეცით. ერთი ნამდვილად ხარისხიანი სიგარა იყიდეთ. ხოლო დღეში ერთი კოლოფი სიგარეტი კატეგორიულად აკრძალულია“ – გვაფრთხილებს ნეიროქირურგი.

ეძებეთ სიმშვიდე, აზრები წესრიგში მოიყვანე და მას რაიმე მხიარულება აჩუქეთ. თავის მოვლა ნეირონებს კარგ განწყობაზე აყენებს. სიხარული ეს ტვინის ნამდვილი საკვებია! მზად ხართ ნეიროქირურგის რჩევები გაითვალისწინოთ და თქვენი ჩვევები შეცვალოთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს