რუმინელი ნეიოროქირურგი: ტვინს არ უყვარს ცხიმი, მარილი. წელიწადში 2-ჯერ, დღესასწაულზე შეიძლება

4209
რუმინელი ნეიოროქირურგი: ტვინს არ უყვარს ცხიმი, მარილი. წელიწადში 2-ჯერ, დღესასწაულზე შეიძლება
რუმინელი ნეიოროქირურგი: ტვინს არ უყვარს ცხიმი, მარილი. წელიწადში 2-ჯერ, დღესასწაულზე შეიძლება

ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად და დაბერების შესაფერხებლად კარგია, თუ კითხულობთ, ლოგიკური ამოცანებს ხსნით და საკუთარი მიზნებით ცხოვრობთ. როგორც აღმოჩნდა, ამ საქმეში დიდ როლს თამაშობს ასევე კვება და მარტივი ყოველდღიური ჩვევები. მოხდენილი ფიგურის და სუფთა კანის სურვილის დროს ტვინის მოთხოვნილებებზე ნაკლებად ვფიქრობთ. ნეიროქირურგი, 50 წლიანი გამოცდილებით, ვლად სიურეა ირწმუნება, რომ ჯანსაღი ტვინი მარტივ რამეშია.

დღეს გიამბობთ, თუ რომელი საკვები მოსწონს ტვინს, ასევე ყოველდღიურ სასარგებლო ჩვევებზე. ჩვენ ამ ტვინს მუდმივად ვძაბავთ, სანაცვლოდ კი არაფერს ვაძლევთ.

როგორ გავაუმჯობესოთ მეხსიერება და ტვინის მუშაობა

ვლად სიურეა ირწმუნება, რომ ჯანსაღი ტვინის და საღი გონებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები ძალიან მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნეიროქირურგი, რომელსაც 23 ათასზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული, გირჩევთ ადრე ადგეთ, აუცილებლად 2 ჭიქა თბილი წყალი დალიოთ და ისაუზმოთ. „დილით რაც შეიძლება ადრე უნდა ადგეთ, ფანჯრები გააღოთ და სუფთა ჰაერი შეისუნთქოთ. და ორი ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ“.

„პირველი ჭიქა წყლით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაშვება ხდება, მეორე ჭიქა სასარგებლოა იმიტომ, რომ მას მთელი ორგანიზმი მოძრაობაში მოჰყავს. ტვინს ორი მაქსიმალური აქტიურობის წერტილი აქვს: 10-12 და 16-18 საათებს შორის. თუ ის იღლება, შეგიძლიათ ცოტა ყავა მისცეთ“ – ამბობს სიურეა. ექიმი დაჟინებით გირჩევთ არ გამოტოვოთ საუზმე, რადგან ძილის შემდეგ სწორედ საუზმის დროს ტვინი საჭირო მიკროელემენტებს ღებულობს.

„მშვიდ გარემოში უნდა ისაუზმოთ და თითოეული ნაჭერით უნდა დატკბეთ. არანაირი შფოთვა, ხმაური, პრობლემები და წახემსება. რაც უფრო მოდუნებული იქნებით, მით უფრო სასიამოვნოდ იგრძნობთ თავს. სადილი დაბალანსებული უნდა იყოს. კუჭი არ უნდა დაგავიწყდეთ – ზომიერება იცოდეთ. უფრო მეტიც, უპირატესობა ჩვეულებრივ წყალს მიანიჭეთ და არა წვენებს“.

ტკბილეულობა მავნებელია, მაგრამ თუ ისინი სიხარულს განიჭებენ, შეგიძლიათ საკუთარი თავი ცოტა გაანებივროთ. ოღონდ სწორი ტკბილეული შეარჩიეთ: „შავი შოკოლადი, ცხელი ნატურალური კაკაო, თაფლი – ეს ისაა, რაც თქვენს ტვინს მოსწონს“.

ასევე ვლად სიურეა ამბობს, რომ საკვებში შეზღუდვები ზომიერი და არა კატეგორიული უნდა იყოს. უნდა მიირთვათ ყველაფერი, მაგრამ მცირე პორციებით: „დიახ, ხორცს სარგებელი არ მოაქვს. მაგრამ მცირე პორციებით ხორცის მიღება თქვენს სხეულს დაეხმარება. უმჯობესია დაბალ კალორიული ხორცის მიღება. ინდაური და თევზი – ყველაზე სასარგებლოა, რაც შეიძლება იყოს. ტვინს არ უყვარს ცხიმი და მარილი. წელიწადში 1-2-ჯერ დღესასწაულზე შეიძლება. მაგრამ ამ საკვებით გართობა და ხშირად მოხმარება არ ღირს“.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტვინი ძილის დროსაც მუშაობს. სწორედ ამიტომ უძილობით ან ღამის საათებში მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრით კიდევ უფრო გადატვირთოთ. „თუ ადამიანი თავში რთული კითხვით იძინებს და არ იცის, როგორ გადაჭრას ეს საკითხი, მეორე დილით მას პასუხი ექნება. ასე რომ, ტვინი თქვენს ფიქრებს, აზროვნებს, მეხსიერებას შორის კავშირს ამყარებს და დილით იდეას მოგაწვდით. სწორედ ამიტომ უძილო ღამეები დაივიწყეთ“. გაითვალისწინეთ, რომ კარგი ძილი ტვინს ნაგვისგან ასუფთავებს.

კარგი კვებისა და ძილის გარდა, ტვინს მოძრაობაც სჭირდებათ. დიახ, ფიზიკური აქტიურობა ასევე ტვინის მუშაობასა და მეხსიერებაზე გავლენას ახდენს. „სამი მნიშვნელოვანია რამ, რაც ტვინს სჭირდება: ლაპარაკი, წერა, მოძრაობა. ბევრს ავიწყდება, თუ რა არის მუსიკა და მისით როგორ დატკბეს და რაც კიდევ უფრო უარესია, არ სურს ცეკვა. ცეკვა, როგორც დამტკიცებულია, ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ განვითარებას აფერხებს.

და ბოლოს, ტვინის საუკეთესო მეგობარია – ღიმილია. დადებითი ემოციები დარდთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და თქვენს გონებრივ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს. ასე რომ, ირგვლივ კარგი ადამიანები შემოიკრიბეთ და ეცადეთ გააკეთოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ.

გვიამბეთ კომენტარებში, რაციონის არჩევის დროს თქვენთვის მთავარ როლს რა წარმოადგენს. ასევე სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს