ჩინელი ექიმი: გახსოვდეთ, ოსტეოქონდროზს არ უყვარს, როცა

131602
ჩინელი ექიმი: გახსოვდეთ, ოსტეოქონდროზს არ უყვარს, როცა
ჩინელი ექიმი: გახსოვდეთ, ოსტეოქონდროზს არ უყვარს, როცა

ტკივილის ატანა – უკანასკნელი საქმეა! ნებისმიერი მდგომარეობა, რომელსაც ტკივილი ახლავს, ნერვულ დაბოლოებას და ტვინის უჯრედებს ანადგურებს. თუ ტკივილის შეტევები გაწუხებთ, ყველა საჭირო ზომა უნდა გააკეთოთ მის აღმოსაფხვრელად: ეს ორგანიზმისთვის ნამდვილად ზიანის მომტანია, ასევე – უსიამოვნო!

გთავაზობთ სასწაულმოქმედ ვარჯიშს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ვარჯიშები იოგას მთავარ პოზებზე არის დაფუძნებული და ძლიერი ეფექტი აქვთ. როცა ზურგის ძლიერი ტკივილი მაწუხებს, მხოლოდ ეს მშველის.

როგორ მოვიშოროთ ტკივილი

1.ბავშვის პოზა

გამოიყენება ზურგის და მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილის დროს, ნერვული სისტემის მოდუნებას ხელს უწყობს.

მუხლებზე დადექით, უმჯობესია იატაკზე გააკეთოთ. დუნდულები ქუსლებისკენ დასწიეთ და წინ გადაწევა სცადეთ, ხელები რაც შეიძლება გაჭიმეთ, ხელისგულები იატაკისკენ, ქვემოთ უნდა გადმობრუნებული. შუბლით იატაკს დაებჯინეთ და რაც შეიძლება ღრმად ისუნთქეთ. 1 წუთი ასეთ პოზაში საკმარისია, რომ თავი უკეთ იგრძნოთ!

2.პოზა კედელთან

თავის ტკივილს, მხრების და კისრის დაძაბულობას აქრობს. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირი თავბრუსხვევა აწუხებს.

კედელთან ახლოს, ზურგზე დაწექით, ფეხები კედელს მიადეთ, ხელები მუცელთან დაიდეთ. თვალები დახუჭეთ, თანაბრად ისუნთქეთ და ეცადეთ ყველა ზედმეტი ფიქრი თავიდან მოიშოროთ. მხოლოდ 5 წუთი ასეთ მდგომარეობაში კისრის და ზურგის დაძაბულობას მოგიხსნით, ხოლო თავის ტკივილი უკვალოდ გაქრება!

3.კატა

გამოიყენება ზურგის, ხერხემლის ნებისმიერი ნაწილის და ასევე კუნთების ტკივილის დროს.

ოთხზე დადექით, ხელებით იატაკს დაეყრდენით. ხელები მხრების სიგანეზე გაშლილი გქონდეთ. დააკვირდით, რომ ხერხემალი იატაკის პარალელურად იყოს, კისერი წინ გაჭიმეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და წელი ქვემოთ ჩაზნიქეთ, ამასთან თავი ზემოთ ასწიეთ.

ამოისუნთქეთ და წელი ამოასწიეთ, თავი დახარეთ. ნელა იმოძრავეთ, ღრმად ისუნთქეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ. თუ მუხლებში დატვირთვას იგრძნობთ, მუხლებზე პატარა ხალიჩა დაიდეთ.

4.ბრუნვა და გაჭიმვა

მუცლის ტკივილის და მონელების პრობლემის დროს კარგად დაგეხმარებათ

იატაკზე დაჯექით, ზურგი გაასწორეთ, ფეხები გაჭიმეთ. მარცხენა ფეხი მოხარეთ და მარჯვენა ფეხს ზემოდან გადაადეთ, მარცხნივ მოტრიალლდით, მარცხენა ხელით ბალანსი შეინარჩუნეთ. ღრმად ისუნთქეთ და ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით. იგივე პროცედურა მარჯვენა ფეხზე გაიმეორეთ.

5.პეპლის პოზა

ეფექტურია მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილის დროს, ფეხებსა და მუხლებში დაძაბულობას ხსნის.

იატაკზე დაჯექით, ზურგი გაასწორეთ. ფეხის ქუსლები შეაერთეთ. მუხლები რაც შეიძლება ქვემოთ იატაკისკენ დახარეთ. ამ პოზაში 2 წუთით გაჩერდით.

6.ყვავილი

კარგად გამოიყენება, როცა ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი გაწუხებთ, დაჭიმულობას მოგიხსნით.

ზურგზე დაწექით ისე, რომ T ასოს ფორმა მიიღოთ. ხელები გვერდებზე ფართოდ გაშალეთ. მოხრილი ფეხები მკერდისკენ მისწიეთ. მუხლები ნელ-ნელა მეორე მხარეს გადასწიეთ ისე, რომ მხრები იატაკს არ მოაშოროთ. ამ პოზაში 2 წუთი გაჩერდით და იგივე მეორე მხარეს გაიმეორეთ.

7.ზემოთ აწევა

დაგეხმარებათ წელის ტკივილის დროს, როცა კუჭი ან თირკმლები გტკივათ.

ზურგზე დაწექით, ხელები თეძოებთან მიიტანეთ. ფეხები მუხლებში მოხარეთ, ქუსლებით იატაკს დაეყრდენით. ნელ-ნელა აწიეთ და მენჯი იატაკზე დასწიეთ, ხერხემალი მაქსიმალურად მოადუნეთ. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.

8.წინ მოძრაობა

ქალებში მენსტრუაციულ ტკივილს ხსნის. სახსრების ტკივილს მოგიხსნით.

იატაკზე დაჯექით, მარჯვენა ფეხი გამართული გქონდეთ. მარცხენა ფეხი მოხარეთ და ქუსლით მარჯვენა ფეხს მიაბჯინეთ. ნელ-ნელა წინ გადაიწიეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით. პროცედურა მეორე ფეხზე გაიმეორეთ.

9.სრული მოდუნება

დაღლილ ფეხებს ადუნებს.

მდგომარე პოზაში ფეხები გადააჯვარედინეთ. ძალიან ნელა წინ დაიხარეთ, ხელები წინ გქონდეთ, მისი იატაკს შეეხეთ. მარცხენა ფეხი მოხარეთ, მარჯვენა გამართული გქონდეთ. ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით. იგივე პროცედურა მეორე ფეხზე გაიმეორეთ.

თქვენი სხეული დამჯერი ინსტრუმენტია, თქვენს ძალისხმევაზე სათანადო რეაგირება ექნება. სანამ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის დალევას ან სპეციალური მალამოს წასმას გადაწყვეტთ, მსუბუქი ვარჯიში შეასრულეთ. ეს ორგანიზმს უფრო მოეწონება!

სტატია მეგობრებს გაუზიარეთ და მათ კარგი განწყობა უსურვეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს