ზეითუნის ზეთი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ძვირია, ბევრი მას სალათების მოსართავად და ცხელი კერძების მოსამზადებლად იყენებს. ინგლისში, დე მონფორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მთელი რიგი კვლევები ჩაატარეს, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ზეითუნის ზეთის გავლენას ეხებოდა.
ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პროდუქტი ნედლი სახით გამოყენების შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა. შეწვის დროს მცენარეული ზეთი გამოყოფს ალდეგიდებს – ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმზე სახიფათოდ მოქმედებს. შემწვარი საკვების ჭარბი მოხმარება გულის დაავადებას და თავის ტვინის დარღვევას იწვევს.
კვლევის ავტორები ნათელ მაგალითს წარმოადგენენ: ისინი ირწმუნებიან, რომ მცენარეულ ზეთში (მზესუმზირა, სიმინდი, ზეითუნი) მომზადებული თევზი 200-ჯერ უფრო მეტ ალდეგიდებს შეიცავს, ვიდრე სტანდარტული უსაფრთხოებით არის ნებადართული.
რით არის სასარგებლო ღორის ქონი
სწორედ ამიტომ ექიმები გირჩევენ, რომ მცენარეული ზეთი ცხელი საკვების მოსამზადებლად არ გამოიყენოთ. ისინი გთავაზობენ, რომ მცენარეული ზეთი ღორის ქონით ან გადამდნარი ქონით ჩაანაცვლოთ. ქონი ნახევრად გაუჯერებელ ცხიმოვან ნაერთებს შეიცავს, რომლებიც გაცხელების დროს ტოქსიკურ ნივთიერებებს არ გამოყოფენ.
ასევე ქონი შეიცავს ნახევრად გაუჯერებელ არაქიდონურ მჟავას შეიცავს, რომელსაც მთელი რიგი სასარგებლო თვისებები აქვს: დადებითად მოქმედებს ტვინის, თირკმელების, გულის მუშაობაზე, ასევე სისხლიდან მავნე ქოლესტერინი გამოაქვს.
თქვენ როგორ უდგებით ცხელი კერძის ქონით მომზადების იდეას? არ დაგავიწყდეთ, თქვენი მოსაზრება კომენტარებში გაგვიზიარეთ.