ჟღვინტი პრობლემა არაა, პრობლემა მათ მკურნალობაშია. ექიმი კომაროვსკის თანამედროვე მიდგომა

2575
ჟღვინტი პრობლემა არაა, პრობლემა მათ მკურნალობაშია. ექიმი კომაროვსკის თანამედროვე მიდგომა
ჟღვინტი პრობლემა არაა, პრობლემა მათ მკურნალობაშია. ექიმი კომაროვსკის თანამედროვე მიდგომა

სურდო ბავშვებში – რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, არ იცოდეთ, როგორ ებრძოლოთ მას და ღირს თუ არა საერთოდ მასთან ბრძოლა! როგორც აღმოჩნდა, ბავშვის გამოკეტვა არ ღირს მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირიდან სისველე მოდის.

„ბავშვებს ჟღვინტს არ ეშინიათ, ბავშვებს მისი მკურნალობა აშინებთ!“ – განმარტავს ევგენი კომაროვსკი. ის ირწმუნება, რომ გაციებული ბავშვი საბავშვო ბაღში ან სკოლაში გაშვება შეიძლება, თუ გეცოდინებათ როგორ! ბავშვის იზოლაცია შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ, თუ მიზეზში გაერკვევით.

სურდო ბავშვებში

„შეიძლება თუ არა გაციებული ბავშვის ბაღში გაშვება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ არსებობს ალერგიული, ბაქტერიული და ვირუსული სურდო. თეორიულად, თუ ბავშვს მუდმივად სურდო აქვს, ექიმმა მას უნდა დაუსვას დიაგნოზი „რესპირატორული რინიტი“ და ასეთ დროს ბავშვი შეგიძლიათ ბაღში გაუშვათ“ – ამშვიდებს ექიმი და სურდოს სახეობას დეტალურად ხსნის.

სურდოს სახეობები

1.ალერგიული სურდო

ასეთი სურდო გარშემომყოფებისთვის საფრთხის შემცველი არ არის. მას მტვერი, ბეწვი და სხვა გამაღიზიანებელი იწვევს. ამ დროს ცხვირიდან გამონადენი გამჭვირვალეა და მათი მკურნალობა ანტივირუსული საშუალებით სარგებელს არ მოგიტანთ.

2.ბაქტერიული სურდო

ასეთ დროს ჟღვინტი მომწვანო შეფერილობის არის, მაგრამ ხშირად ტენიანობის არ არსებობასთან არის დაკავშირებული და არა სერიოზულთან. ასეთ დროს ოთახი უფრო დაატენიანეთ ან ცხვირის ნესტოებში მარილწყალი გამოავლეთ. ასეთი სურდო გარშემომყოფებისთვის უსაფრთხოა.

3.ვირუსული სურდო

მხოლოდ ეს სახეობა არის გადამდები. ყველაფერი ტემპერატურით და ცხვირის წვით იწყება, ხშირად ახლავს ბაქტერიული ინფექცია, ამიტომ ჟღვინტს მწვანე ფერი აქვს. თუმცა მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ბავშვს სრულყოფილ ცხოვრებაში ხელს არ უნდა უშლიდეს!

სწორედ ვირუსული ინფექცია ეხმარება ბავშვებს ინფექციების გაცვლაში და მათ მსუბუქ ფორმაში გადატანაში, რომ მომავალში გართულებების თავიდან აცილება მოხდეს. მთავარია გახსოვდეთ, რომ ტემპერატურის და ტენიანობის სწორი შეთავსება არის საჭირო, რომ ბავშვის იმუნიტეტი მხოლოდ გაძლიერდეს!

ნახეთ პატარა ვიდეო რგოლი, სადაც ექიმი ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს!

ევგენი კომაროსვკი მხიარულ ნოტაზე ასრულებს: „ვიმედოვნებ, ამ მხრივ რაღაც შეიცვლება. არა სკოლასა და ბაღში ბავშვის ყოფნა, არამედ სურდოსთან ურთიერთობა. ჟღვინყი ეს ბავშვის ნაწილია, მას გადარჩენა არ სჭირდება“.

თქვენ და თქვენს ბავშვს ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ. ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს