თუ იმ მილიონობით ადამიანს შორის ხართ, ვინც ალერგიის გამო იტანჯება, ეს სტატია წაიკითხეთ. თუ თქვენ იღბლიანებს შორის ხართ, გვერდით ერთი ახლობელი მაინც გეყოლებათ, ვინც პერიოდულად შეშუპებით, ცრემლდენით, ცემინებით, ქავილით ან, ღმერთმა არ ქნას, სუნთქვის შეკავებით იტანჯება.
ალერგიის სახეობის მიუხედავად, მის სამკურნალოდ სტანდარტული სქემა არსებობს. თავიდან ალერგოლოგი გირჩევთ სპეციალური ალერგიის ტესტის ჩატარება (კანზე ან სისხლის ანალიზით), რომ ზუსტად განსაზღვრონ თუ რომელ გამაღიზიანებელზე გაქვთ რეაქცია. შემდეგ ექიმი მედიკამენტს დაგინიშნავთ.
ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი
ტრადიციული ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი რეაქციის სახეობის და სირთულის მიხედვით რამდენიმე ტიპად იყოფა: შეშუპების საწინააღმდეგო (გაციების და ცრემლდენის დროს), ანტიჰისტამინური საშუალება (რეაქციის გამომწვევ, უჯრედების მიერ წარმოებულ ჰისტამინს ბლოკავს), შინაგანი მისაღები საშუალება ქავილის საწინააღმდეგოდ (ხშირად სტეროიდული ტიპის) და კორტიკოსტეროიდი (ცხოვრებისთვის საშიში რთული ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგოდ). სტრატეგია ასეთია: მედიკამენტების მუდმივი მიღება დროთა განმავლობაში ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას ამცირებს.
უბრალოდ დაფიქრდით! ადამიანი მთელი ცხოვრება თუ არა, დიდი ხნის განმავლობაში მედიკამენტის მსხვერპლი ხდება. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიკამენტი სიმპტომების მოხსნისკენ არის მიმართული და არა ალერგიის მიზეზის გასაქრობად.
გარდა ამისა, ბევრ ალერგიის სამკურნალო მედიკამენტს გვერდითი მოვლენები აქვთ, რომლებიც ალერგიის ნიშნებზე უკეთესი არაფრით არის. ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თვალის და პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე ამასთან გულსა და ღვიძლზე ტოქსიკური გავლენა.
უსიტყვოდ, ქრონიკული ალერგიის რთული ფორმის შემთხვევაში მედიკამენტის მიღება აუცილებელია. დანარჩენ შემთხვევაში შეგიძლიათ ალერგიის სამკურნალოდ ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ, რომლებიც ნიშნებს არ აქრობენ, არამედ მიზეზს ებრძვიან. საკითხს კომპლექსურად უნდა მიუდგეთ.
ალერგიის მკურნალობა მედიკამენტის გარეშე
პირველი ნაბიჯი: კვება
მრავალფეროვანი კერძებიდან სოუსებით და სანელებლებით მაქსიმალურად მარტივ საკვებზე გადადით. ასეთი კვება ორგანიზმზე ზეწოლას შეამცირებს, ნივთიერებათა გაცვლის პროცესებს დაარეგულირებს, უჯრედების რეაქციას ნორმაში მოიყვანს. დაკვირვების კურსი 1-3 თვე, ამ საკითხს არა როგორც დიეტას, არამედ გამწმენდ კურსს ისე შეხედეთ. მიირთვით ნიორი: დღეში 2-3 კბილი!
გარნირი: ერთი ინგრედიენტით ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, სიმინდი.
ბოსტნეული: მოხარშული, გამომცხვარი ან ორთქლზე მომზადებული კარტოფილი, თეთრი კომბოსტო, ყაბაყი, პატისონი, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი და მწვანილი (სალათის ფურცლები, ოხრახუში, კამა) ახალი სახით.
ხორცი: მოხარშული ან გამომცხვარი ძროხის, ინდაურის, კურდღლის, უცხიმო ღორის ხორცი.
ხილი და კენკრა: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, ხურტკმელა, ჩირი (ვაშლი და შავქლიავი), ბანანი.
რძის პროდუქტი: კეფირი, იოგურტი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, ყველი.
მცენარეული ცხიმი: სიმინდის, ზეითუნის ზეთი.
ნახშირწყლები: პური, ორცხობილა, ზეფირი, პასტილა, ვაშლის მარმელადი.
სასმელები: ჩაის ყველა სახეობა, მინერალური წყალი, წყალი ლიმონის დამატებით.
გამორიცხეთ თევზი და თევზის პროდუქტები, ქათამი, ყავა, შოკოლადი, კაკაო, ძეხვის ნაწამი და ნებისმიერი სხვა ნახევა ფაბრიკატი, ნაყინი, გაზიანი ტკბილი სასმელი, ნებისმიერი ალკოჰოლი.
ნაბიჯი მეორე: ცხვირის ნესტოების დატენიანება და გაწმენდა
მოამზადეთ მარილიანი ხსნარი: 0,5 ჩ/კ ნატურალური ზღვის მარილი 250 მლ თბილ წყალში გახსენით. მიღებული სითხე ცხვირის სპრეის ბოთლში გადაასხით. ხსნარი დღეში რამდენჯერ შეისხით. ასევე ყოველ დილით ცხვირის გამოსარეცხად გამოიყენეთ: ერთ ნესტოში მცირე რაოდენობის სითხე ჩაისხით და თავი საპირისპირო მიმართულებით ოდნავ გადასწიეთ. სითხე მეორე ნესტოდან გამოსვლის საშუალება მიეცით.
ცხვირის გაწმენდის პროცედურა არა მხოლოდ ლორწოს და ალერგენებს (მტვერი, ბეწვის ნაწილაკები) მოგაშორებთ, არამედ რესპირატორული ინფექციების განვითარებას ხელს შეუშლის.
ნაბიჯი მესამე: საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება შეამცირეთ
დეტოქსი ყველაფერში! თუნდაც დროებით სინთეტიკური საწმენდი საშუალებები გვერდზე გადადეთ. შესაძლოა, მომავალში მათთან დაბრუნება არც მოგინდეთ. ჭურჭლის გასარეცხად სოდა, მდოგვის ფხვნილი, ძმარი გამოიყენეთ. ეს ნაკრები მთელ სახლში სიქათქათეს დააბრუნებს.
კიდევ ერთი გასაოცარი საშუალება – საპნიანი კაკალი. წყალში დასველების შემდეგ მათი კანი საპნის საშუალებას გამოყოფს. სხვადასხვა კონცენტრაციით ყველაფრისთვის გამოგადგებათ: პირადი ჰიგიენიდან დაწყებული ტანსაცმლის და სააბაზანოს დეზინფექციისთვის.
ნაბიჯი მეოთხე: ხალხური საშუალება
1.კვერცხის ნაჭუჭი და ლიმონის წვენი
ყველაზე მოქმედი და გამოცდილი მეთოდი, რომელიც ორგანიზმში ნებისმიერ ალერგენს გაანეიტრალებს, ბავშვებისთვისაც გამოგადგებათ.
კვერცხი კარგად მოხარშეთ, ნაჭუჭი მოაშორეთ და გააშრეთ. ყავის საფქვავში დაფქვით. უფროსებისთვის: 0,25 ჩ/კ დაფქული კვერცხის ნაჭუჭს 6-7 წვეთი ლიმონის წვეთი დაასხით და 50 მლ წყალში გახსენით. დალიეთ ცარიელ კუჭზე დღეში 3-ჯერ. კურსი 3 თვე. ბავშვებისთვის 6 თვის შემდეგ, საკმარისია კვერცხის ნაჭუჭი დანის წვერით (დაასხით 2-3 წვენი ლიმონის წვენი).
2.ვაშლის ძმარი
ეფექტური გამაძლიერებელი ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც ანტიჰისტამინური ეფექტი აქვს. 1 ს/კ ნატურალური ვაშლის ძმარი 200 მლ თბილ წყალში გახსენით. დალიეთ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე.
3.ჭინჭრის ნაყენი
მცენარის ზოგიერთი სახეობა ანტიჰისტამინურ თვისებას ფლობს. ჭინჭარი – განსაკუთრებით სასარგებლოა ალერგიული რინიტის დროს. 1 ს/კ მშრალი ჭინჭრის ფოთლებს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, ოდნავ გააგრილეთ. 2 ნაწილად გაყავით: დილას და საღამოს დალიეთ.
4.როიბუში (აფრიკული წითელი ჩაი) ებრძვის ცრემლდენას, ყელის ღიტინს და გაჭედილ ცხვირს. მწვანე ჩაი – ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც შეიცავს კვერცეტინს, რომელიც ჰისტამინის წარმოებას ამცირებს და სასუნთქ გზებს ამშვიდებს.
5.ეთეროვანი ზეთი
ორი ძლიერი ეთეროვანი ზეთი ალერგიას კარგად ებრძვის – ევკალიპტის და საკმეველის ზეთი. გამოიყენეთ როგორც არომატიზატორი ან სააბაზანო პროცედურების დროს, კლავენ შენობებში ტკიპებს. ამ ზეთებში დასველებული პაკეტი თეთრეულის კარადების, კომოდების და დივნებისთვის გამოიყენეთ.
არ დაგავიწყდეთ, ეს საინტერესო სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ.