ჩვენი მენტალიტეტი მუშაობას გვაიძულებს მაშინაც კი, თუ მაღალი ტემპერატურა გვაქვს და ძლიერ სისუსტეს განვიცდით. გამოუსწორებელი შრომისმოყვარეები გრიპის და ვირუსული ინფექციების ნიშნებს უგულებელყოფს: ახველებენ, აცემინებენ, მაგრამ მუშაობას აგრძელებენ.
თუმცა სამსახურში ავადმყოფობა ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე დალევა და მოწევა! ბევრი ჩვენგანი სისველეს და ხველების აღმოჩენის შემთხვევაში ბევრ ანტიბიოტიკს ღებულობს და სამსახურში მაინც მიდის. ასეთი დაუფიქრებელი დამოკიდებულებით სხეული მომავალში სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდით!
ადამიანები ამბობენ, რომ ისინი შეუცვლელები არიან, რომ მათ გარეშე ყველაფერი გაჩერდება. მაგრამ შედეგად ისე ხდება, რომ ისინი თანამშრომლებსაც ვირუსს დებენ, რაც ზედმეტ დანახარჯებს იწვევს. ყველა ექიმი ერთ დასკვნამდე მიდის, რომ გრიპის ეპიდემიის და ვირუსული ინფექციის დროს თანამშრომლები სახლში უნდა იხსდნენ და ვირუსებს არ უნდა ავრცელებდნენ.
ბიულეტენზე გასვლა
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ორი მესამედი რუსეთის მოქალაქე ვირუსული დაავადებების დროს სამსახურში მიდის.
ბიულეტენს აფორმებენ თანამშრომლების მხოლოდ 19%, ხოლო დანარჩენი სამსახურში ავადმყოფობას ირჩევენ. რესპოდენტების 9% პასუხობს, რომ ავადმყოფობის პერიოდში სახლში მუშაობას მაინც აგრძელებენ.
გამოკითხულთა თითქმის მესამედი აღიარებს, რომ 2018 წელს ექიმთან კონსულტანციაზე არ ყოფილა. ამასთან, 62%-ზე მეტს ქრონიკული დაავადება აღმოუჩინეს. 27% ექიმთან ვიზიტს ბოლო დღემდე დებს, ხოლო 44% ექიმს დახმარებისთვის მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში მიმართავს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ქალები უფრო მეტად ნერვიულობენ თავიანთ ჯანმრთელობაზე, ვიდრე მამაკაცები. 69% ექიმების რეკომენდაციას სწორად ასრულებს, ხოლო მამაკაცების 58% დაავადებას ყურადღებას არ აქცევენ.
კოლეგების გაღიზიანების მიუხედავად, ავადმყოფები ხშირად სამსახურში დადიან. მთავრობა დამსაქმებლებს ურჩევს, რომ ასეთი თანამშრომლები მკაცრად დასაჯონ – ჯარიმით. პირველ რიგში, ისინი თანამშრომლებს შორის ინფექციას ავრცელებენ, მეორე მხრივ, გართულებების განვითარებას ხელს უწყობენ, რომლებიც ადრე თუ გვიან მათ საწოლში დაწოლას და ბიულეტენის აღებას აიძულებს.
მაგრამ ჯარიმის საფრთხის გამო, თანამშრომელმა შეიძლება დაავადების ნიშნები დამალოს,თუ სამსახურის დაკარგვის ეშინია. ჩვენთან გავრცელებული პრაქტიკა არსებობს, როცა ხელმძღვანელობა ბიულეტენის გახსნას არ მიესალმება. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ თანამშრომლები სუსტი ჯანმრთელობის საბაბით ზარმაცობს და ამის გამო შეიძლება გაათავისუფლონ კიდეც. ამასთან მას ხშირად სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას აიძულებენ.
განსაკუთრებით იტანჯებიან თანამშრომლები, რომელთაც ბავშვები ჰყავთ. მათ ძიძის აყვანა ან სამსახურზე თავის დანებება უწევთ. რადგან ხელმძღვანელები მათ მდგომარეობას არ ითვალისწინებენ.
ზემოდან ზეწოლა – აი, მთავარი მიზეზი, რის გამოც პაციენტს ავადმყოფობის ფეხზე გადატანა უწევთ. გამოკითხულთა მეოთხედი აღიარებს, რომ უფროსობა მათგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. პრინციპი „ცხოვრება გაიღე, მაგრამ შეასრულე“ თანამშრომლებს აიძულებს ბიულეტენი წარმოუდგენელ ფუფუნებად ჩათვალონ.
ასეთ დამოკიდებულებაში ლოგიკის დანახვა რთულია, რადგან დაავადებული თანამშრომელი საფრთხის წინაშე აყენებს თანამშრომლების ჯანმრთელობას, რაც კომპანიის ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს.
უნდა აიღოთ თუ არა ბიულეტენი, როცა თქვენ მხოლოდ მსუბუქი სისველე ან ხველა გაქვთ? ექიმები ერთხმად ირწმუნებიან: „არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელია! დაავადების შემთხვევაში სამსახურში სიარული კატეგორიულად არ შეიძლება – ეს სხვების და საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობას წარმოადგენს“.
მსუბუქი გაციება შეიძლება ნებისმიერ მომენტში გართულდეს, შინაგანი ორგანოები დააზიანოს, ქრონიკული დაავადების განვითარება გამოიწვიოს. ასე გარისკვა და გაციების უგულებელყოფა არ ღირს. უმჯობესია რამდენიმე დღე ლოგინში გამოშუშდეთ, ვიდრე შემდეგ შედეგებს ებრძოლოთ.
გარდა ამისა, ბიულეტენის გარეშე მუშაობა იმ დღეებში, როცა ორგანიზმი ვირუსს ებრძვის, არაეფექტური იქნება. ავადმყოფობის პერიოდში ჩვენი უჯრედები სტრესს განიცდის, ხოლო „განწყობის მდგომარეობა“ იმაზე საუბრობს, რომ დროა დაიძინოთ (როგორც მინიმუმ ლოგინში წამოწვეთ) და ძალები აღიდგინოთ. მხნეობის ხელოვნურად შენარჩუნებით და ფხვნილის პაკეტებით დაღლილობის „ჯადოსნურად“ მოხსნით პროდუქტიულობას ვერ გაზრდით და მდგომარეობას კიდევ უფრო გაამძაფრებთ.
გახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებით მიკრობებს გაავრცელებთ და ვირუსს გადადებთ ადამიანებს ავტობუსში, სამსახურსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
გირჩევთ დაჯინებას მოეშვათ და ავად ყოფნის დროს მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ავადმყოფობა სახლში გადაიტანეთ! თქვენ რას ფიქრობთ, ავადმყოფობის პერიოდში სამსახურში სიარული ღირს? თქვენი მოსაზრება კომენტარებში დაწერეთ.