კაცობრიობა ყოველდღიურად 2 მლრდ-მდე ჭიქა ყავას სვამს. დედამიწის თითოეულ მოსახლეზე წელიწადში 4 კგ ყავა მოდის. საერთო ტენდენცია – ყავის მოხმარება წარმოუდგენლად იზრდება.
ამასთან დაკავშირებით ჰარვარდის უნივერსიტეტის მასშტაბური კვლევის შედეგები საინტერესოა. 130 ათასი ყავის მოყვარული ადამიანის სამედიცინო მაჩვენებლების გაერთიანებით, ამერიკელმა მკვლევარებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ არომატული სასმელის ზომიერი გამოყენება ორგანიზმს მთელი რიგი სახიფათო დაავადებისგან იცავს.
ყავის სარგებელი ჯანმრთელობისთვის
1.მეორე ტიპის დიაბეტი
ყავის მოხმარება ზრდის ცილის გამომუშავებას, რომელიც სტეროიდულ ჰორმონებთან, ტესტოსტერონთან და ესტრადიოლთან, არის დაკავშირებული. ეს ჰორმონები კი შაქრის დიაბეტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
დაავადების განვითარების საშიშროება რომ 50%-ით შევამციროთ, მამაკაცებმა დღეში 6 ჭიქა ყავა უნდა დალიონ. ქალები კი დღეში 6 ჭიქა ყავის მიღებით უფრო ნაკლებ ეფექტს მიიღებენ – დაავადების რისკი მხოლოდ მესამედით შემცირდება.
2.ღვიძლის დაავადება
დღეში 2 ჭიქა ყავის მოხმარება ღვიძლის სიმსივნის რისკს 40%-ით ამცირებს. დღეში 2 ჭიქა ნატურალური შავი ყავა ღვიძლის ციროზით დაავადების რისკს 70%-მდე ამცირებს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საქმე ეხება ციროზს, რომლის მიზეზიც ვირუსული ჰეპატიტი არაა.
3.პარკინსონის დაავადება
მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ზომიერების ფარგლებში კოფეინის მიღება პარკინსონის დაავადების შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან კოფეინი უჯრედებში გარკვეულ სასიგნალო გზებს კეტავს, რომელიც დაავადების გაშვების ინფორმაციას იძლევა.
4.გულის უკმარისობა
ზომიერების ფარგლებში ყავის მიღება გულის უკმარისობისგან დაგიცავთ. ამასთან მეცნიერები ზომიერების ფარგლებში დღეში 3-4 ჭიქა ყავას გულისხმობენ. ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტის სახით დღეში 4 ჭიქა ყავას სვამდნენ, გულის უკმარისობის რისკის 11%-ით შეუმცირდათ, იმათთან შედარებით, ვინც ყავას საერთოდ არ მოიხმარდა.
5.მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
დღეში 1-2 ჭიქა ყავა მსხვილი ნაწლავის განვითარების რისკს 26%-ით ამცირებს. უფრო მეტიც დღეში 3 ჭიქა ყავა რისკს 50%-მდე ამცირებს.
ყავა და ჯანმრთელობა ძალიან ფართო თემა არის. დაავადების პროფილაქტიკის გარდა, ყავა სხვადასხვა მასტიმულირებელ ეფექტს იძლევა. კოფეინი ზედმეტი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ, რადგან მონელების პროცესზე გავლენას ახდენს და გლიკოგენის განადგურებას ხელს უწყობს.
დაშლის დროს გათავისუფლებული გლუკოზა სისხლში ხვდება და დანაყრების შეგრძნებას იძლევა. დღეში 1 ჭიქა ყავის დახმარებით კალორიებს სპორტულ დარბაზში ვარჯიშთან შედარებით მესამედით უფრო ეფექტურად დაწვავთ.
კიდევ ერთი დასკვნა ყავის მოხმარების სასარგებლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ყავის მოყვარულებს შორის თვითმკვლელი ცოტააა. ექსპერტების სიტყვებით, საქმე იმაშია, რომ ყავა სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის, წარმოებას ხელს უწყობს.
უსიტყვოდ, ზემოთ ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, თუ ხარისხიან ყავის მარცვლებს გამოიყენებთ და სწორად მოადუღებთ. დალიეთ ყავა და იყავით ჯანმრთელი!