მყუდრო და სუფთა სახლი – უსიტყვოდ თითოეული დიასახლისის სიამაყეს წარმოადგენს. თანამედროვე საწმენდი საშუალებების გამოყენებით სიბინძურეს უფრო მარტივად გააქრობთ, ამასთან ზედაპირებს და კანს არ დააზიანებთ. თუმცა ზოგჯერ ზოგიერთი სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთთან შეხამებას ცდილობს, რომ სახლის დასალაგებლად ეფექტი გააძლიეროს. ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი ელემენტი წარმოუდგენლად შეუთავსებელია და მათი ურთიერთქმედება არა მხოლოდ ზედაპირებს, არამედ ჯანმრთელობასაც სერიოზულ ზიანს აყენებს.
წყალბადის ზეჟანგი + ძმარი
ასეთი დუეტი საბედნიეროდ საკმაოდ იშვიათად გვხვდება. საქმე იმაშია, რომ მსგავსი კომბინაცია ზეძმარმჟავას და კოროზიულ მჟავას ქმნის, რომელთა მაღალი კონცენტრაცია ლორწოვანს აზიანებს.
მილების საწმენდი + კიდევ ერთი საწმენდი საშუალება
ერთდროულად სხვადასხვა ფირმის საწმენდი საშუალების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თითოეულ საშუალებას აქვს ძლიერი ელემენტი, რომელმაც ორმაგ ფორმულაში შეიძლება ქლორის ამოფრქვევა ან საერთოდ აფეთქება გამოიწვიოს.
მათეთრებელი + ამიაკი
მსგავსი დუეტი ქლორამინის ორთქლს უშვებს, რამაც შეიძლება სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს. ბევრი საწმენდი საშუალება მათეთრებელს ან ამიაკს შეიცავს, ამიტომ სხვადასხვა საწმენდი საშუალების ერთმანეთთან არევა საჭირო არაა.
მათეთრებელი + სპირტი
სწორედ ამ ფორმულას იყენებენ თაღლითები, რადგან ამ ელემენტების ნაერთი ქმნის ცნობილ ქლოროფორმს. მაღალი კონცენტრაცია ორგანოების დამწვრობას და სიკვდილს იწვევს, ხოლო დაბალი – გულის ღებინებას და გონების დაკარგვას.
მათეთრებელი + ძმარი
ნარევი ქლორის და ქლორამინის ორთქლს უშვებს, რაც თვალის ან ფილტვების ქიმიურ დამწვრობას იწვევს.
უსაფრთხო დალაგების წესები
დალაგების დროს რომ უსაფრთხოება უზრუნველყოთ, რამდენიმე მარტივი წესი უნდა იცოდეთ.
ეცადეთ გამოიყენოთ მსუბუქი ფორმის საწმენდი საშუალება ან ხელნაკეთი: სოდა, მდოგვის თესლი, ლიმონის წვენი.
სანამ საწმენდ საშუალებას გამოიყენებთ, აუცილებლად რეზინის ხელთათმანები და ნიღაბი გაიკეთეთ – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სპრეის იყენებთ.
დალაგების შემდეგ ხელები და სახე კარგად დაიბანეთ.
თუ საშუალება კანის გაღიზიანებას იწვევს – მისი გამოყენება დაუყონებლივ შეწყვიტეთ.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები სახლში სისუფთავის შენარჩუნებასა დაგეხმარებათ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნო მომენტებს თავიდან აგაცილებთ. თქვენ დასალაგებლად რომელ საწმენდ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას – რბილ თუ უფრო ძლიერ ფორმულას?