ასტიგმატიზმი თვალის გავრცელებული დაავადება, რომლის შედეგად ადამიანი მკვეთრად ხედვის უნარს კარგავს. ლათინურიდან „ფოკუსური წერტილის არ არსებობას“ ნიშნავს. თუ მას არ უმკურნალებთ, შეიძლება სიელმე და მხედველობის სწრაფი დაქვეითება გამოიწვიოს.
საბედნიეროდ, ასტიგმატიზმის გამოვლენა საკმაოდ მარტივია. ეს სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. დეფექტი დროულად რომ აღმოაჩინოთ და მხედველობის შენარჩუნება შეძლოთ, 3 მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ.
ასტიგმატიზმის კორექცია
ასტიგმატიზმი რქოვანას (უფრო იშვიათად ბროლის) არასწორი ფორმის შედეგად ჩნდება. ნორმალურ მდგომარეობაში რქოვანას და ბროლს თანაბარი სფეროს ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმის დროს კი მათი სფეროს ფორმა დარღვეულია. მას სხვადასხვა მიმართულებით სიმრუდე ახასიათებს.
ასტიგმატიზმის დიაგნოზს ხშირად ნაადრევი სკოლის ან სკოლამდელ პერიოდში უსვამენ. ასტიგმატიზმის დროს ბავშვებს მსგავსი ციფრები და ასოები ერთმანეთში ერევათ, მათ ადგილს სიტყვაში ცვლიან. ბავშვს სიმკვეთრის შემცირება, მხედველობის დაბინდვა აწუხებს. ასტიგმატიზმის არსებობს სხვა ნიშნებიც ადასტურებს.
ასტიგმატიზმის სიმპტომები
1.თვალში ქვიშის არსებობის და წვის შეგრძნება
2.თვალის სიწითლე
3.თვალებში გაორება და გამოსახულების დაბინდვა
4.მხედველობის ფოკუსირების შეუძლებლობა
5.სივრცეში ორიენტაციის სირთულე, რაც გარკვეული პროდუქტების მდგომარეობის განსაზღვრის უუნარობით გამოიხატება
6.ისეთი მხედველობითი სამუშაოს დროს, როგორიცაა კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა, თვალის სწრაფად გადაღლა.
7.თავის ხშირი ტკივილი.
ასტიგმატიზმი კორექციის გარეშე პროგრესირებას გააგრძელებს და სერიოზულ გართულებას გამოიწვევს. ყველაზე ხშირად კორექციის შემდეგი მეთოდები გამოიყენება.
რა დაგეხმარებათ ასტიგმატიზმის დროს
1.სათვალე
ყველაზე გავრცელებული კორექციის მეთოდი. ასტიგმატიზმის დროს სათვალეს ინდივიდუალური, სპეციფიკური და ცილინდრული ლიზნების კომბინაციით არჩევენ.
2.კონტაქტური ლიზნები
საკმაოდ მოსახერხებელია გამოსაყენებლად, რადგან თვალთან ერთიან ოპტიკურ სისტემას ქმნის და დეფორმაციას არ იწვევს.
3.ლაზერული კორექცია
ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი დაბალი და საშუალო ასტიგმატიზმის დროს. ლაზერული კორექცია მხედველობას აუმჯობესებს, ასევე სათვალის და კონტაქტური ლინზის ტარების აუცილებლობას მოგიხსნით.
4.ქირურგიული ჩარევა
თუ ოპტიკური საშუალებებით კორექცია შეუძლებელია, შეიძლება ჩატარდეს ოპერაცია – კერატოტომია. ამ დროს თვალის რქოვანს ზედაპირის გაკვეთა ხდება, რომელიც შედეგად ხორცდება. ეს მეთოდი პირველად იაპონელმა ოფთალმოლოგმა ცუმუტო სატომ გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოიყენა.
ამ მეთოდს ახალი სიცოცხლე საბჭოთა კავშირის დროს ცნობილმა ოფთალმოლოგმა სვიტოსლავ ფედორმა შთაბერა. მას ალმასის იარაღები და მიკროსკოპები გამოიყენა, რომელთა დახმარებითაც ოპერაცია ახალ დონეზე გადავიდა.
ტესტები ასტიგმატიზმის გამოსავლენად
ასტიგმატიზმის გამოსავლენად რამდენიმე პოპულარული ტესტი არსებობს. მათი დახმარებით დაავადების არსებობის გამოვლენას შეძლებთ. მისი გამოვლენის შემთხვევაში კი მკურნალობა აუცილებლად უნდა დაიწყოთ.
ამ საკითხს სერიოზულად მიუდექით, თითოეული ტესტი რამდენჯერმე გაიარეთ, რომ შედეგის სისწორეში დარწმუნდეთ.
ტესტი გაფანტული სხივებით
1.ერთი თვალი დახუჭეთ, მონიტორს 3-5 ნაბიჯით მოშორდით და წრეს შეხედეთ.
2.ყურადღება მიაქციეთ, ზოგიერთი ხაზი სხვებთან შედარებით უფრო მუქი ხომ არ ხდება.
3.თუ კი, შეიძლება თქვენ ასტიგმატიზმი გაქვთ.
პარალელური ხაზები
ამ ტესტის გავლის დროს მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნათელი დღის შუქი.
1.ჯერ ერთი თვალი დახუჭეთ, შემდეგ მეორე.
2.თუ ყველა ხაზს ერთნაირად შავს ხედავთ, სავარაუდოდ, ასტიგმატიზმი არ გაქვთ.
3.თუ კვადრატებში ხაზებს ერთნაირად შავად ვერ ხედავთ, ან თუ ზოგი კვადრატი ნაცრისფრად ჩანს, თქვენ ასტიგმატიზმი გაქვთ.
სიმენსის ვარსკვლავი
ეს ტესტი ყველაზე ზუსტად და სწორად არის მიჩნეული. ამ გამოსახულებას ყველა პარამეტრის მიხედვით სხვადასხვა ხაზები აქვს. ასევე ერთი მიმართულებით სცილდებიან.
თუ 100 %-იანი მხედველობის ადამიანი მას 5 მეტრის დაშორებიდან უყურებს, სხივები მისი სიგრძის ნახევარზე შეერთებას იწყებს, ანუ როცა ცენტრამდე დარჩენილია 2,5 სმ (მთლიანი სიგრძე 5 სმ).
სიმენსის ვარსკვლავს თვალების მონაცვლეობით შეხედეთ. თუ დარღვევა არ გაქვთ, თქვენი თვალები შემდეგს დაინახავენ:
1.მკვეთრი ხაზები ბუნდოვანი ხდება
2.ფონი ცენტრში ნაცრისფერი გახდება
3.ცენტრალური ხაზები თანდათანობით გაერთიანდება.
ამ ტესტების დახმარებით ასტიგმატიზმის გამოვლენა მიახლოებითია და ამ დაავადების არსებობას ვერ დაამტკიცებს. მაგრამ ის დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ ექიმმა-ოფთალმოლოგმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომელიც კლინიკური შემოწმების შემდეგ ზუსტ დიაგნოზს დასვამს.
ხშირი თავის ტკივილი, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, თვალების წვა – ნიშნებია, რომლებიც თითქმის ყველა ადამიანს აქვს. შესაძლოა, გაოცებული იყოთ, მაგრამ ამ ნიშნების მოშორებაში ხშირად ოფთალმოლოგთან ვიზიტი დაგეხმარებათ.