6 მიზეზი, თუ რატომაა დეკემბერში დაბადებული ბავშვი განსაკუთრებული

3865

თუ საშობაოდ თოვლის ბაბუამ ბავშვი მოგიყვანათ, დაფიქრდით, რამდენად გაუმართლა თქვენს პატარა ელფს.

დეკემბერი რეალურად არ არის დაბადების დღეების თვე (ძალიან ცოტა ადამიანია დაბადებული), ამიტომ დეკემბერში დაბადებული ბავშვები განსაკუთრებულები არიან.

როდესაც თქვენი შვილი გაიზრდება ეცოდინება, რომ მისი დაბადების დღე განსაკუთრებულ დღეს დაემთხვა და ეს ნამდვილი სასწაულია.

ჩვენ გეტყვით რამდენიმე მიზეზზე, რის გამოც დეკემბერში დაბადებული ბავშვები ნამდვილი განსაკუთრებულები არიან:

ისინი ადრე იძინებენ და ადრე იღვიძებენ

იტალიურ და ესპანურ უნივერსიტეტებში სტუდენტების შესწავლამ აჩვენება, რომ დეკემბრის დასაწყისში დაბადებული სტუდენტი უფრო ენერგიულია, ვიდრე ზაფხულში დაბადებული.

სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ დროს დაბადებული ბავშვები უფრო ადრე იძინებდნენ და ადრეც დგებიან.

ისინი კლასში ყველაზე ახალგაზრდები არიან

ბევრ მშობელს აწუხებს ის ფაქტი, რომ მისი შვილი დეკემბერშია დაბადებული, მაგრამ რეალურად ეს კარგია.

კვლევებმა გვიჩვენა, რომ მათთვის უფრო მარტივია ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. როდესაც ბავშვი კოლეჯში წავა, ის ყველაზე ახალგაზრდა იქნება.

სავარაუდოდ, დეკემბერში დაბადებული ბავშვი სტომატოლოგი გახდება

The Guardian-ის მონაცემებით, ბრიტანეთში მცხოვრები მოსახლეობის კვლევისას აღმოაჩინეს, რომ დეკემბერში დაბადებული ბავშვები ყველაზე ხშირად სტომატოლოგები ხდებიან.

ისინი ცაციები არიან

ვენის უნივერსიტეტის სტუდენტების შესწავლისას აღმოჩნდა, დეკემბერში დაბადებული ბიჭების უმეტესობა ცაციაა.

13,000 მოზარდის კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 7.5% და მამაკაცთა 8.8% იყვნენ ცაციები. როდესაც სპეციალისტებმა გადახედეს დაბადების თარიღებს, მათ აღმოაჩინეს, რომ ცაციების უმეტესობა დაბადებულია 1 ნოემბრიდან 1 იანვრამდე.

დეკემბრის ბავშვები – მშვილდოსანი ან თხის რქა

თუ ასტროლოგიის გჯერათ, მაშინ, აუცილებლად გაამახვილებთ ყურადღებას დაბადების თარიღზე. ისინი, ვინც დაიბადნენ 1 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მშვილდოსნები არიან.

ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან ექსტრავერტები, უყვართ მოგზაურობა და უამრავი ახალი რამის სწავლა.

22 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე – თხის რქა, გაწონასწორებული, ძლიერი და მგრძნობიარე  ადამიანი.

თმის გაზრდის დროა! ზუსტად ისეთივე თეთრი, როგორიც სანტა კლაუსის თმაა

აღინიშნა, რომ დეკემბერში დაბადებულებს ყველაზე მეტი შანსი აქვთ 100 წლამდე იცოცხლონ.

ერთადერთი უარყოფითი რამ, არის ის, რომ ბავშვებს არ უნდათ, რომ მათი დაბადების დღე აირიოს სადღესასწაულო არეულობაში. თუმცა, ნათელმა საშობაო განათებამ შეიძლება დაგავიწყოთ ყველაზე ცუდი განწყობა!

ეთანხმებით ასეთ მონაცემებს?