სულ ცოტა ხნის წინ პროდუქტი დეფიციტს წარმოადგენდა – სალათის საუკეთესო რეცეპტები ვირთევზას ღვიძლით

1880
სულ ცოტა ხნის წინ პროდუქტი დეფიციტს წარმოადგენდა - სალათის საუკეთესო რეცეპტები ვირთევზას ღვიძლით
სულ ცოტა ხნის წინ პროდუქტი დეფიციტს წარმოადგენდა - სალათის საუკეთესო რეცეპტები ვირთევზას ღვიძლით

სულ ცოტა ხნის წინ დაკონსერვებული ვირთევზას ღვიძლის პროდუქტი დეფიცტს წარმოადგენდა. მოპოვებულ ან ნაჩუქარ კონსერვს მიზეზის გარეშე არ ხსნიდნენ, არამედ დიდი დღესასწაულისთვის ინახავდნენ. დეფიციტის მნიშვნელობა გაქრა, მაგრამ პროდუქტი მაინც დღესასწაულებთან და სალათებთან ასოცირდება.

სწორედ ამ უკანასკნელზე დღეს ვისაუბრეთ. რატომ არ განაახლოთ თქვენი რეცეპტების არსენალი ამ შესანიშნავი და სასარგებლო პროდუქტით?

სალათის რეცეპტი ვირთევზას ღვიძლით

კლასიკური სალათი ვირთევზას ღვიძლით

ინგრედიენტები:

  • 200 გრ დაკონსერვებული ვირთევზას ღვიძლი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 70 გრ გახეხილი ყველი
  • 2 ს/კ სახლში მომზადებული მაიონეზი
  • 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.კონსერვიდან ზედმეტი ზეთი გადაასხით, ღვიძლი ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. კვერცხი და ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. ხახვი წვრილ კუბებად დაჭერით, ძმარი მოასხით და 10 წუთით გააჩერეთ.

2.ყველა ინგრედიენტი სასალათეში მოათავსეთ, მაიონეზი მოასხით, წიწაკა და მარილი გემოვნებით მოაყარეთ,. სალათს აურიეთ.

ვირთევზას ღვიძლის სალათი მაიონეზის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ვირთევზას ღვიძლი
  • 2 მოხარშული ქათმის კვერცხი (შეიძლება 5-6 მწყრის)
  • 1 ახალი ხახვი (სალათის სახეობის)
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 5-6 სალათის ფურცელი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.კვერცხი ოთხად გაჭერით. ღვიძლი მცირე ზომის ნაჭრებად დაანაწილეთ.

2.კიტრი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით, ხახვი დააქუცმაცეთ.

3.ფართო კერძის თეფშს სალათის ფურცლები დაადეთ, ღვიძლი, კიტრი, კვერცხი გადმოიტანეთ. ხახვი მოაყარეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, ზემოდან ლიმონის წვენი მდოგვით მოასხით.

სალათი „მზესუმზირა“ ვირთევზას ღვიძლით

ინგრედიენტები:

  • 4 მოხარშული კარტოფილი
  • 200 გრ ვირთევზას ღვიძლი
  • 4 მოხარშული კვერცხი
  • 200 გრ ზეთისხილი კურკების გარეშე
  • 40 გრ ჩიფსი (არაჟნის, სოკოს ან კიბორჩხალის გემოთი)
  • 100 გრ სახლში მომზადებული მაიონეზი
  • 1 კონა მწვანე ხახვი

მომზადება:

1.კარტოფილი და კვერცხი (ცილა და გული ცალ-ცალკე) სახეხზე გახეხეთ. ხახვი დააქუცმაცეთ, ღვიძლი ჩანგლით დაჭყლიტეთ და ხახვს აურიეთ.

2.კერძზე ინგრედიენტები ფენებად დაალაგეთ: კარტოფილი, მაიონეზი, ღვიძლი ხახვთან ერთად, მაიონეზი, ცილა, მაიონეზი, გული.

3.ზემოდან დაჭრილი ზეთისხილით გააფორმეთ, ჩიფსები კი კერძს ირგვლივ მოუწყვეთ.

სალათი „კალეიდოსკოპი“ ვირთევზას ღვიძლით

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ვირთევზას ღვიძლი
  • 2-3 მოხარშული სტაფილო
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 50 მყარი ყველი
  • 3 მოხარშული კარტოფილი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2-3 დამარილებული კიტრი
  • 100 გრ სახლში მომზადებული მაიონეზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.ცილა და გული ცალ-ცალკე წვრილ სახეხზე გახეხეთ. კარტოფილი, ყველი და სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ. კონსერვიდან ზეთი გადაასხით, ღვიძლი ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. მწვანილი დააქუცმაცეთ, კიტრი წვრილ კუბებად დაჭერით.

2.სერვისის რგოლის ან მცირე ზომის ფორმის სალათი ფენებად დააწყვეთ. კარტოფილი, მაიონეზი, ყველი, ღვიძლი (შავი წიწაკა მოაყარეთ), კიტრი, ცილა, მაიონეზი, სტაფილო, გული. ოხრახუშით გააფორმეთ.

სალათი ვირთევზას ღვიძლით, ვაშლით და კაკლით

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ვირთევზას ღვიძლი
  • 3 მოხარშული კარტოფილი
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 2 მოხარშული სტაფილო
  • 100 გრ დამუშავებული ყველი
  • 1 დიდი ზომის მოტკბო-მომჟავო ვაშლი
  • 30 გრ ნიგოზი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 100 გრ სახლში მომზადებული მაიონეზი

მომზადება:

1.კარტოფილი, სტაფილო და ვაშლის მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ვაშლს ლიმონის წვენი დაასხით, რომ არ გაშავდეს.

2.თეფშზე ფენებად გადმოიტანეთ კარტოფილი, ვაშლი, ღვიძლის ნაჭერი,. მაიონეზი წაუსვით, გახეხილი ყველი მოაყარეთ და კვლავ მაიონეზი წაუსვით. ზემოდან სტაფილო მოაყარეთ, დაფქული კაკალი მოაყარეთ.

ალბათ შენიშნეთ, რომ ყველა რეცეპტში, სადაც მაიონეზი არის, ჩვენ გირჩევთ სწორედ სახლში მომზადებული მაიონეზის გამოყენებას.

აი, აქ კი ნახეთ, თუ როგორ მოამზადოთ მაიონეზი სახლში!

მეგობრებს ახალი რეცეპტები გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს