ღამით  თუ ხელები გიბუჟდებათ – მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, ამიტომ მკურნალობა არ დააყოვნოთ

9817
ღამით თუ ხელები გიბუჟდებათ - მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, ამიტომ მკურნალობა არ დააყოვნოთ
ღამით თუ ხელები გიბუჟდებათ - მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, ამიტომ მკურნალობა არ დააყოვნოთ

ღამით ხელების დაბუჟება (ან სამედიცინო ენაზე პარესთეზია) – დისკომფორტის შეგრძნებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ღამით ვლინდება. მისი მთავარი ნიშნებია ტკივილი და ჩხვლეტა.

ხშირად ადამიანს ღამე ეღვიძება, მას ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება დაძინების საშუალებას არ აძლევს. თითების ამოძრავების შემთხვევაში ჯერ ჩხვლეტა და მტკივნეული შეგრძნება ჯერ ძლიერდება, შემდეგ კი თანდათანობით ქრება და ბოლოს შეგიძლიათ დაიძინოთ.

სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 45 % ამ მტკივნეულ შეგრძნებას ღამით განიცდის. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ძილის დროს ხელის დაბუჟება კიდურებში არასწორი სისხლის მიმოქცევაა. მაგრამ რით არის გამოწვეული?

ძილის დროს ხელები რატომ გიბუჟდებათ?

რა თქმა უნდა, თუ ძილის დროს სხეულის არასწორი პოზის გამო ხელი დაგიბუჟდათ, ეს ნერვიულობად არ ღირს. მაგრამ ძილის დროს ხელები ყოველ ღამეს გიბუჟდებათ და მუდმივად ძილში ხელს გიშლით, სჯობს სპეციალისტს მიმართოთ. აი პრობლემები, რომლებმაც შეშფოთება უნდა გამოიწვიოს.

1.თუ ხელები ძილის დროს და ძილის შემდეგ გიბუჟდებათ.

2.თუ ხელები ერთდროულად გიბუჟდებათ.

3.თუ ღამით მხოლოდ მარცხენა ან მარჯვენა ხელი გიბუჟდებათ.

4.პარესთეზიასთან ერთად მხედველობაც აურესდება.

უსიამოვნო შეგრძნება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძალიან იშვიათად შეიძლება ორივე ხელის დაბუჟებას ჰქონდეს ადგილი. უფრო ხშირად რომელიმე ნაწილი ბუჟდება, რაც დაავადების მიზეზზე არის დამოკიდებული.

1.მაჯის არხის სინდრომი

თავს იჩენს მაშინ, როცა ხელის ძვლებში, ვიწრო არხში ნერვებზე ზეწოლა ხდება. მიზეზი ხელის მაჯაზე მუდმივი დატვირთვა შეიძლება იყოს (კომპიუტერთან მუშაობა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა). ამასთან შეინიშნება მთელი ხელის ან მისი ნაწილის დაბუჟება, ზოგჯერ თითების გაშეშება.

2.კისრის ოსტეოქონდროზი

კისრის ოსტეოქონდროზი, სპონდილეზი, თიაქარი ან მალთა შუა დისკის პროტრუზია, განსაკუთრებით როცა პათოლოგიური პროცესი კისრის ქვედა სეგმენტში (C5-დან C7-მდე) არის ლოკალიზებული. სწორედ ზურგის ტვინის ამ ნაწილიდან გამოდის ნერვები, რომლებიც ხელში გადის.

ამასთან ნერვების ფესვების დაზიანების მიხედვით ხელების დაბუჟება ძილში შეიძლება ლოკალიზებული იყოს: ხელის შიდა ზედაპირზე, მხრებიდან მე-5 კიდურამდე და თავიდან მე-4 თითის ძვლამდე, მხრის უკანა მხარეს, უკანა ზედაპირზე მე-2 და მე-3 თითებზე, დიდ და საჩვენებელ თითზე.

3.ძვლების წვრილი სახსრების პოლიართრიტი

მხოლოდ თითებში დაბუჟება ახასიათებს.

4.შაქრიანი დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები

დაბუჟებას ამასთან მზარდი ხასიათი აქვს, უფრო შორეული ადგილებიდან იწყებს და თანდათანობით, ხელებისკენ მოდის. ამასთან უფრო მსხვილი სახსრების ჩათრევას იწვევს. დაბუჟება ორივე ხელზე შეინიშნება.

5.გულის დაავადება

აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ თუ რომელი ხელი ბუჟდება. მარჯვენა ხელში უსიამოვნო შეგრძნების გაჩენა დიდი ალბათობით შეიძლება კისრის ოსტეოქონდროზს მივაწეროთ. ხოლო მარცხენა ხელის დაბუჟება შეიძლება გულის სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს, მათ შორის სტენოკარდიის ან ინფარქტის. თუ მარცხენა ხელი მოულოდნელად გაგიშეშდათ, განსაკუთრებით ღამით და ერთი საათი არ გადადის, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძილის დრო ხელები გიბუჟდებათ

1.ბალიში და ლეიბი შეამოწმეთ, რადგან ისინი ძილის დროს კომფორტულ მდგომარეობას უზრუნველყოფენ.

2.ღამის პერანგი შეამოწმეთ, რომ ვიწრო ხელებმა ღამით კიდურებზე არ მოგაჭიროთ.

3.ძილის დროს სხეულის მდგომარეობა გააკონტროლეთ.

რედაქციის რჩევა

ხელების დაბუჟება თავიდან რომ მოიშოროთ, სისხლის მიმოქცევა უნდა გააუმჯობესოთ. ამი ამოცანას რეგულარული ფიზიკური ვარჯიში თავს გაართმევს.

ხანგრძლივი ფეხით სეირნობა და დილის ვარჯიში ძილის დროს ზედა კიდურებში დისკომფორტის შეგრძნებას გააქრობს. ასევე სამკურნალო მასაჟის კურსიც დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ.

ფიზიოთერაპიული პროცედურები

1.კისრის ნაწილის მაგნიტური თერაპია

2.ფონოფორეზი, ხელების დარსონვალიზაცია

  1. პარაფინი ხელების ძვლებზე.

4.ელექტროფორეზი ლიდაზით მაჯის არეში.

ხალხური საშუალება

1.კონტრასტული აბაზანა. მორიგეობით ხელი ჯერ ცივ, შემდეგ ცხელ წყალში ჩადგით. ამის შემდეგ ხელებზე ტურბენტინის მალამო უნდა წაისვათ და თბილი კოსმეტიკური ხელთათმანები უნდა ჩაიცვათ.

2.გოგრის ფაფა უნდა მოამზადოთ, მიღებული მასა ხელებზე მთელ სიგრძეზე კისრამდე უნდა წაისვათ და თბილი ქსოვილით შეიხვიოთ. პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გაიმეორეთ.

3.ჭაობის იელს  ძმარმჟავა დაასხით პროპორციით 1:3 და ნარევი ორი კვირით ბნელ ადგილას დადგით. როცა ნაყენი მზად იქნება. მისით ხელები უსიამოვნო შეგრძნების სრულ გაქრობამდე წაისვით.

4.თუ ხელები ხშირად გიბუჟდებათ, სახსრების გაძლიერებაზე უნდა დაფიქრდეთ. ამისთვის დილით სასურველია ერთი ჭიქა ცხელი წყალი დალიოთ.

5.დაბუჟების დროს, რომელიც ნევრალგიის ან რადიკულიტის ფონზე ჩნდება, შეგიძლიათ აყრის ხის ფესვების, მუხის ფესვების და ვერხვის ნაყენი (1 ლ წყალზე აიღეთ 5-6 ს/კ მარილი და 1 ს/კ ნედლეული) დალიეთ. აბაზანა 25-30 წუთით გაიკეთეთ, შემდეგ ხელებზე ხელთათმანები ან თბილი (უმჯობესია თექის) წინდები ჩაიცვით და მთელი ღამით გაიჩერეთ, ეს კურსი 12-15 აბაზანას მოიცავს.

დაბუჟებული ხელების პროფილაქტიკა

პროფილაქტიკის მიზნით მალთა შუა დისკის დამჭერი კუნთები უნდა გააძლიეროთ. ამისთვის სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშები უნდა შეასრულოთ, ოღონდ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მაგრამ პროფილაქტიკა სპეციალისტთან ვიზიტამდე უნდა დაიწყოთ. ამაში მარტივი მოქმედებები დაგეხმარებათ.

1.გრძელი ზურგჩანთების და მხარზე გადაკიდებული მძიმე ჩანთის ტარება გამორიცხეთ.

  1. სავარძლის ან სკამის ზურგს უკან .ხელზე დიდხანს დაწოლას მოერიდეთ.

3.სამუშაო სავარძელში თქვენი პოზა გააკონტროლეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, განსაკუთრებულად ხელებმა, (უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ სამუშაოზე, რომლებიც ხელის გულს ზემოთ ხშირად აწევას მოიცავს).

4.სამუშაოს დროს მცირე შესვენებები გააკეთეთ, რომ ხერხემლის გასაჭიმი და ხელის მოსადუნებელი ვარჯიშები შეასრულოთ.

5.ცუდი არ იქნება ასევე დღეში 2-30ერ დაწოლიდ მდგომარეობაში მოდუნება.

6.საკვებ რაციონში თევზი, ზღვის პროდუქტი, კაკალი, თესლები აუცილებლად ჩართეთ.

თუ ხელების დაბუჟება დიდხანს გრძელდება, დაუყონებლივ გამოკვლევაზე წადით და ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. მსგავსი ნიშნები უმჯობესია უყურადღებოდ არ დატოვოთ, რადგან ის შეიძლება სერიოზულ ქრონიკულ დაავადებაში გადავიდეს. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურის შეცვლაც მოგიწიოთ.! ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს