ყბა და ხერხემალი ერთმანეთთან განუყრელ კავშირშია: თუ ზურგი გტკივათ, კბილებს უნდა უმკურნალოთ

4634
ყბა და ხერხემალი ერთმანეთთან განუყრელ კავშირშია: თუ ზურგი გტკივათ, კბილებს უნდა უმკურნალოთ
ყბა და ხერხემალი ერთმანეთთან განუყრელ კავშირშია: თუ ზურგი გტკივათ, კბილებს უნდა უმკურნალოთ

ოდესმე დაფიქრებულხართ, რომ დარღვეული სიარულის ან კისრის გაუსაძლისი ტკივილის მიზეზი, რომლებიც არაერთი წელია გაწუხებთ,  ნერვებსა და კუნთებში კი არ იმალება, არამედ ყველაზე მოულოდნელ ადგილას – პირის ღრუში? ჩემი ნაცნობი სტომატოლოგი, ასევე გამოცდილი ორთოპედი,  თავისი პროფესიიდან გამომდინარე გამჭოლი თვალით ყველა თანამოსაუბრეს და გამვლელს პირის ღრუში უყურებდა: „ვთქვა თუ გავჩუმდე? და მაინც ვამბობ და თანამოსაუბრე გაოგნებულია, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კბილს, ხერხემელსა და მტკივნეულ ფეხს შორის…“

ორგანიზმი მთლიანი სისტემაა და მართალი არ არის ის ექიმი, რომელსაც ეს ავიწყდება. წარმატებული მკურნალობა კომპლექსურ მიდგომაზე არის დამოკიდებული! დღეს გიამბობთ, რატომ შეიძლება გახდეს პლომბის არასწორი ჩასმა კისრის ტკივილის მიზეზი და კბილების პრობლემის სწორად მოგვარება ქარის დაავადებას როგორ გაგიქრობთ.

სტომატოლოგიური ჯანმრთელობა

„დროა სტომატოლოგი პირის ღრუდან გამოვიდეს, ის ვალდებულია პირის ღრუდან გამოვიდეს! ჩვენ, სტომატოლოგებმა, როგორც იქნა უნდა გავიგოთ, რომ სტომატოლოგიური დარღვევა მთელ ორგანიზმთან მჭიდრო კავშირშია“ – წერს სოციალურ ქსელში ექიმი, ნათია ყურაშვილი. შეიძლება ვინმე გაოცდეს, რომ ქუსლის კუნთები პირის ღრუზე გავლენას ახდენს და პირიქით, მაგრამ თანკბილვასა და სწორ პოზას შორის კავშირი ნამდვილად არსებობს.

ყბის, მომავალში კი მთელი ხერხემლის, არასწორი განლაგება შეიძლება პლომბის ერთმა არასწორმა ჩასმამ, დიდი ხნით საწოვარას წოვამ ან დაუმუშავებელმა ოდესღაც სარძევე კბილებმა გამოიწვიოს. და რა უნდა ითქვას ისეთ ინვაზიურ ჩარევაზე, როგორიც არის პროთეზირება.

სწორედ ამიტომ, სანამ სავარძელში მჯდომი პაციენტის გასინჯვას დაიწყებთ, გამონაკლისის გარეშე თითოეულმა სტომატოლოგმა ადამიანის პოზას და თავის მდგომარეობას უნდა მიაქციოს ყურადღება. შედეგად, თუ არის პრობლემა პაციენტი ახლახანს ჩასმული პლომბის ან ჩასმული ლითონ-კერამიკის პროთეზის შეცვლაში უნდა დაარწმუნოთ, რადგან ისინი კბილების დახურვას ხელს უშლიან, ამას კი ორგანიზმის უფრო სერიოზული ცვლილებები მოჰყვება: მუდმივი შაკიკი, საფეთქლის – ქვედა ყბის სახსრის წკარუნი ან კისრის არეში ტკივილი.

ეს ყველაფერი არაა. ცნობილია, რომ ერთ პრობლემას სხვა პრობლემებიც მოსდევს და თუ ამ მანკიერ წრეს არ გაარღვევთ, სამუდამო ასე გაგრძელდება. არასწორი პოზა სახსრების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იწვევს და შეიძლება კუჭ-ნაწლავის პროცესის დარღვევაც გამოიწვიოს. ამ პრობლემებს კიდევ სხვა პრობლემები მოჰყვება დ ა.შ.

ჯანსაღ, ჰარმონიულად განვითარებულ ადამიანს თავის ცენტრში, მხრებში, თეძოებში, მუხლებსა და ქუსლებში სიმძიმის ცენტრი ერთ ღერძზე აქვს. თუ ადამიანი არასწორი თანკბილვით იტანჯება, თავის სიმძიმის ცენტრი, როგორც წესი, ირევა, რასაც პოზის შეცვლა და კისრის კუნთზე სიმძიმის გაზრდა მოჰყვება. როგორც ამბობენ, სრული დისჰარმონია.

ადამიანებში, რომელთაც დარღვეული ოკლუზია აწუხებთ (არაა აუცილებლად მოღუნული კბილები, საკმარისია არასწორად ჩასმული პლომბი), შეინიშნება მკერდის უჯრედების ჩავარდნა, მხარ-ბეჭის გამობერვა, ფეხების გამრუდება და ბრტყელტერფიანობა. სხვათა შორის, ვესტიბულარული აპარატი არანაკლებად იტანჯება: გართულებული სიარული და არასწორი სიარულის მანერა ხშირად პირის ღრუს პრობლემის შედეგია.

დარღვეული თანკბილვა შეიძლება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის როგორც მიზეზი, ასევე შედეგი იყოს, სწორედ ამიტომ მხოლოდ კომპლექსური მკურნალობა შედეგს გამოიღებს. უნდა გაიგოთ, რომ მხოლოდ სტომატოლოგ-ორთოპედის, ორთოდონტის, თერაპევტის, პაროდონტოლოგის და ნევროლოგის მჭიდრო მუშაობას შეუძლია ამ მანკიერი წრის გარღვევა და პაციენტისთვის ჯანმრთელობის დაბრუნება.

სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინა შემოსავლის უღირსი წყარო გახდა, განსაკუთრებით სტომატოლოგიაში. უგონო ექიმები პაციენტების ნებისმიერ ახირებას ითვალისწინებენ, ყველაზე უადგილოსაც კი. სამწუხაროდ, ასეთ სტომატოლოგს არ აინტერესებს, რომ პირის ღრუს პათოლოგიასა და მთელ ორგანიზმის ჯანმრთელობას შორის კავშირი არსებობს.

სტომატოლოგი არ არის მხოლოდ კარიესი, პლომბი, გული, კბილის მოშორება, გვირგვინი და კიდევ უფრო მეტი ფული. სწორი პროთეზირება, კბილის დაპლომბვა და ორთოდონტული მკურნალობა ეს სტომატოლოგიური და ზოგადი ჯანმრთელობის გარანტიაა.

ასევე მარტივი ჭეშმარიტება როგორც ექიმმა, ასევე პაციენტმა უნდა შეიგნოს, რომ რენტგენის კიდევ ერთხელ გადაღება და ექიმთან განმეორებით მისვლა საჭიროა  და ვიზიტი ხანგრძლივი ვადით არ უნდა გადადონ. და თუ სტომატოლოგი სრულიად მოულოდენლად კისრის რენტგენის გაკეთებას გთხოვთ, დაუჯერეთ, შეიძლება მთელი ცხოვრების პრობლემა მასში იმალება.

ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს