ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ ქალი წელიწადში მანიკურზე დაახლოებით 500 დოლარს ხარჯავს. ფრჩხილების მოვლის და მოხატვის პოპულარულობა იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი მანიკურს აუცილებელი პროცედურის სიაში რთავს. თუმცა მანიკურის გაკეთების ზოგიერთი მთავარი წესების არ ცოდნამ შეიძლება მთელი იმიჯი გააფუჭოს და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
1.კუტიკულას მოჭრა
აღიარეთ ასე იმიტომ იქცევით, რომ დაინახეთ პროფესიონალები ამას როგორ აკეთებენ. თუმცა, როცა თქვენ კუტიკულას იჭრით, თქვენ დაუცველს ტოვებთ ჭრილობას, სადაც შეიძლება ინფექცია შეიჭრას. ამასთან, კუტიკულა კვლავ იზრდება, მოუვლელ იმიჯს ტოვებს.
თუ არ გსურთ, რომ კუტიკულამ ფრჩხილები დაფაროს, უმჯობესია გამოიყენოთ ჩხირი, რომლის დახმარებით ზედმეტ კანს მოიშორებთ. ასე ინფექციას თავიდან აიცილებთ, ხოლო მანიკური უფრო ბუნებრივი გამოჩნდება.
2.საბაზო ზედაპირის უგულებელყოფა
ბევრი თვლის, რომ მანიკურის ბაზა აუცილებელი არაა და მხოლოდ დროის ხარჯვას წარმოადგენს. თუმცა საბაზო ზედაპირი იმისთვის არსებობს, რომ ფრჩხილის ლაქის უკეთ დამაგრება და მანიკურის გახანგრძლივებას ხელი შეუწყოს. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ფრჩხილები ბუნებრივ ცხიმს გამოყოფენ, რომლებიც ლაქს ზედაპირზე დამაგრების საშუალებას არ აძლევენ.
მანიკურის ბაზა ცხიმის გამოყოფას და ლაქის დაბზარვას ხელს უშლის.
3.ლაქის სქელი ფენის წასმა
ყველას სურს, რომ ლაქის ფერი გაჯერებული და ერთგვაროვანი იყოს, თავად პროცესი კი ცოტა დროს მოითხოვდეს. ეს ავტომატურად ლაქის რამდენიმე ფენის წასმას გვაიძულებს. შეიძლება ეს ლოგიკურად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ეს მანიკურის გაკეთების დროს ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა.
ლაქის სქელი ფენას 2-ჯერ უფრო მეტი დრო სჭირდება გასაშრობად. მხოლოდ ქვედა ფენას დაახლოებით 5-6 წუთი სჭირდება. ფრჩხილის ლაქი ისე არის შემუშავებული რომ სქელი ფენის შემთხვევაში არ გაშრება: ეს მას ბოთლში შენახვის საშუალებას აძლევს.
უმჯობესია 3-4 თხელი ფენა წაისვათ, ვიდრე 1-2 სქელი ფენა.
4.ბამბის ჩხირების გამოყენება
ბამბის ჩხირებმა თავისი პრაქტიკულობა მაკიაჟის წასმის დროს არაერთხელ დაგვიმტკიცა, ამიტომ მისი გამოყენება მანიკურის დროსაც დავიწყეთ. როცა ლაქი ფრჩხილის ირგვლივ კანზე ხვდება, ვცდილობთ ის, ბამბის ჩხირით მოვიშოროთ, მაგრამ ერთი უხერხული მოძრაობა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. ბამბა ფრჩხილს ეკვრის და მას აფუჭებს.
ზედმეტი ლაქის მოსაშორებლად, ჩხირების ნაცვლად თხელი მაკიაჟის ფუნჯი გამოიყენეთ.
5.ქლიბის წინ და უკან გამოყენება
ჩვენ ყველამ შევნიშნეთ რომ, როგორც პროფესიონალები, ასევე მოყვარულები მხარიდან მხარეზე ქლიბს იყენებენ. სინამდვილეში ეს პროცესი ფრჩხილის სტრუქტურას აზიანებს და მანიკურს მთლიანობაში აფუჭებს. წინ და უკან მოძრაობა მიკრობზარების გაჩენას ხელს უწყობს, რის გამოც ლაქი არათანაბრად ნაწილდება, თავად ფრჩხილი კი უფრო სუსტი და მტვრევადი ხდება.
ფრჩხილის წრიული მოძრაობით გაქლიბეთ, ხოლო გააპრიალეთ ერთი მიმართულებით, რომ არ დააზიანოთ და შემდგომში მის აღდგენაზე ბევრი ფული არ დახარჯოთ.
6.ფრჩხილის ბოლოებში ლაქის წასმის უგულებელყოფა
ლაქის ფრჩხილის კუთხეებსა და შიგნით წასმა, წყალთან მოხვედრის დროს ლაქის მოშორებას ხელს უშლის. მაგ. როცა საქმე ჭურჭლის გარეცხვას ან თავის დაბანას ეხება. წყალი ფრჩხილსა და ლაქას შორის ხვდება, რის გამოც ზედაპირი კუთხეებში იქერცლება.
შიდა კუთხეებში ლაქის წასმა მანიკურს უფრო შეუზღუდავს ხდის და მას 5 დღეზე მეტ ხანს აჩერებს.
7.ლაქის გაშრობა ცივ წყალში
საკმაოდ პოპულარული მეთოდი მათ შორის, ვისაც ლაქის სწრაფად გაშრობა მითების გამოყენებით სურს: ცივი წყალი ფრჩხილებს უფრო ამაგრებს და არ აშრობს, ლაქის ქიმიურ შემადგენლობას გასაშრობად ჟანგბადი სჭირდება და არა სითხე. როცა თითებს ცივ წყალში უშვებთ და იმედოვნებთ, რომ ლაქი სწრაფად გაშრება, თქვენ მას უბრალოდ გამაგრებაში ეხმარებით. საბოლოოდ ამას მივყავართ იქამდე, რომ ლაქი სწრაფად მოგშორდებათ, რადგან ბოლომდე გაშრობა ვერ მოახერხა.
თითების ცივ წყალში ჩაშვების ნაცლად, ლაქს ბუნებრივი გზით გაშრობის საშუალება მიეცით. თუ გეჩქარებათ, შეგიძლიათ ფენი გამოიყენოთ.
8.ლაქის ბოთლის შენჯღრევა
ლაქის ბოთლის შენჯღრევა ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ ლაქი ერთგვაროვანი იყოს ან იმ შემთხვევაში თუ ლაქა მთავრდება. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შენჯღრევით ლაქს ჰაერთან ვურევთ და ამით შიგნით ბუშტები ჩნდება.
შენჯრევის ნაცვლად უმჯობესია თუ ხელში ჰორიზონტალურ მდგომაროებაში ნელ-ნელა გაატარებთ.
რომელიმე ზემოთ მოცემულ წესს იყენებთ? შეიძლება უფრო მეტი იცით? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში!