ბავშვობაში ყველა ჩემი გაციება თითქმის ორ კვირას გრძელდებოდა ან საავადმყოფოში სრულდებოდა. და რამდენიმე ანტიბიოტიკის დალევა მიწევდა… შემოწმება, საშინელი ფიზიკური ოთახები, გლანდების გამოვლება, ნემსები და ყოველდღიური ყელის გამოვლება – ასე გავატარე ბავშვობა.
ასაკთან ერთად ნაკლები შემოწმება მიწევდა, მაგრამ პრობლემა კვლავ დარჩა. გარდატეხის პერიოდი მაშინ დადგა, როცა გავთხოვდი. დედამთილმა, ჩემი დილა-საღამოს რიტუალის შემხედვარემ ზურმუხტისფერი ხსნარის ქილა მოიტანა და მითხრა: „სცადე, სამ დღეში გამოჯანმრთელდები“. გამოვცადე და აი, რას გეტყვით, ძვირფასო მკითხველებო, მადლობა დედამთილს შესანიშნავი ქმრისთვის და იმისთვის, რომ სპირტიანი ხსნარის „ქლოროფილიპტის“ მიღება მასწავლა.
„ქლოროფილიპტის“ ხსნარი
მას შემდეგ, რაც თეთრებად ღირებული ქლოროფილიპტი ჩემს სახლის აფთიაქში გამოჩნდა, ჩვენ მას ზურმუხტისფერ სასწაულს ვუწოდებთ. წამალი არა ერთხელ და ყელის და პირის ღრუს ბევრი დაავადების დროს გამოცდილი არის. ნატურალური ანტიბიოტიკი შესანიშნავად ებრძვის ჩირქოვან ჭრილობებს, ძირმაგარას და გამონაყარს. ზაფხულშიც კი ჭარბი ოფლიანობის და სპეციფიკური სუნის გასაქრობად გამოგადგებათ.
დღეს რთული ორგანული მედიკამენტის, ქლოროფილიპტის და ევკალიპტის ფოთლების ნარევზე გიამბობთ. მრავალპროფილიანი „ქლოროფილიპტი“ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება. სტატიის ბოლოს კი სახის გამწმენდი და დამჭიმავი კაოლინის შემცველი ნიღბის რეცეპტი იხილეთ.
„ქლოროფილიპტი“ ნატურალური ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც ბაქტერიულ ოჯახს Staphylococcus მიეკუთვნება. ფარმაკოლოგიაში ანტისეპტიკს მიეკუთვნება. არსებობს მედიკამენტის გამოშვების ასეთი ფორმები არსებობს: სპირტის 1%-იანი ხსნარი, ზეთოვანი – 2%-იანი ხსნარი, ტაბლეტის სახით და სპრეი.
თავად სახელი მის ნატურალურობაზე მიგითითებთ: შემადგენლობაში შედის მცენარე ქოლოფილის პიგმენტი და ევკალიპტი. უნიკალური ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით, ევკალიპტი მედიცინაში ცნობილია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი. „ქლოროფილიპტში“ მცენარის ფოთლების ექსტრაქტი და დამხმარე ნივთიერებები (სპირტი, ზეთი და სხვა) გამოიყენება.
მედიკამენტი რადგან მცენარეულია, შესაძლოა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და წვის შეგრძნება. ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, გამოყენების წინ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ. ამასთან შიგნით მიღების დროს ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.
როგორ გამოვიყენოთ „ქლოროფილიპტი“
1.ყელის ტკივილი, მწვავე რესპირატორული ინფექცია, ფარინგიტი
1 ს/კ სპირტიანი ხსნარი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ამ ნარევით ყელი დღეში 4-5-ჯერ გამოივლეთ, საკვების მიღებებს შორის. სავლებთან ერთად შეგიძლიათ ტაბლეტები ან სპრეი გამოიყენოთ.
2.ანგინა, ტონზილიტი
დღეში 3-ჯერ, 1 კვირის განმავლობაში, გლანდები ზეთოვან ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ. გლანდების ორმოები უმჯობესია სპირტიანი ხსნარით გაიწმინდოთ, გახსენით თბილ წყალში (1 ჩ/კ 150 მლ წყალში). მიღებული ნარევით დიდი შპრიცი აავსეთ და პირდაპირ გლანდებისკენ შეისხით. გამოვლება შეგიძლიათ ქრონიკული ტონზილიტის დროს გამოიყენოთ.
3.სისველე, გაჭედილი ცხვირი
ბამბის ტამპონები ოდნავ ზეთოვან ხსნარში დაასველეთ და ცხვირის ნესტოებში 10-15 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ.
4.სტაფილოკოკი
თუ ცხვირ-ხახას შორის Staphylococcus-ის ოჯახის ბაქტერია აღმოაჩინეთ, ანტიბიოტიკის მიღება არ იჩქაროთ. წინასწარ გარკვეული ჯგუფის ბაქტერიოფაგზე მგრძნობელობის ტესტი ჩაიტარეთ. სანამ შედეგს ელოდებით, ცხვირში 2-3 წვეთი ზეთოვანი ხსნარი ჩაიწვეთეთ და ყელი „ქლოროფილიპტით“ გამოივლეთ.
5.აკნე
ბამბის ტამპონი სპირტიან ხსნარში დაასველეთ და ანთებითი ადგილი გაიწმინდეთ.
6.სტომატიტი, ანთება, ჰერპესი
ყელი შემდეგნაირად გამოივლეთ: 1 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ სპირტიანი ხსნარი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. პირის ღრუ რაც შეიძლება ხშირად ჭამის შემდეგ გამოივლეთ. ტუჩზე ჰერპესი სპირტიანი ხსნარით გააქრეთ.
7.ჭრილობები და ნაკაწრები
სპირტიანი ხსნარი ჭრილობის და ნაკაწრის დეზინფექციისთვის შესანიშნავი საშუალება არის. თუ დაბინძურება თავიდან ვერ მოიცილეთ და ჭრილობაზე სუპრაზაცია გაჩნდა, ღამით მტკივნეულ ადგილას ზეთოვან ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ.
8.ჰაიმორიტი, სინუსიტი
თანაბარი პროპორციით ზეთოვანი ხსნარი, „აეკოლი“, კარავაევას ბალზამი და გარგარის კურკების ზეთი. ცხვირში დღეში 3-ჯერ 3-4 წვეთი ჩაიწვეთეთ. წვის შეგრძნება გექნებათ, ეს ნორმალურია. ძილის წინ ცხვირის ნესტოებში ამ ხსნარში დასველებული ტამპონები ჩაიდეთ.
9.დასერილი ქუსლები
საღამოს სოდით (2 ს/კ 3 ლ წყალზე) ფეხის აბაზანა გაიკეთეთ. შესაძლებლობის მიხედვით უხეში კანი ქუსლებიდან მოიშორეთ. ფეხები გაიმშრალეთ და ღამით ზეთოვანი ხსნარის კომპრესი დაიდეთ. ზემოდან თბილი წინდები ჩაიცვით.
10.გამოსული ძვლები და ლანჩის ფასციტი
3 მლ ზეთოვანი ხსნარი „ქლოროფილიპტი“ და 1 მლ „დემიქსიდი“ აურიეთ. რამდენიმე ფენად გაკეცილი ბინტი ხსნარში დაასველეთ და ფეხზე დაიდეთ. ზემოდან პოლიეთილენის პარკი ან ქაღალდი დაიხვიეთ. ნაჭრით დაამაგრეთ და ზემოდან ბამბის წინდები ჩაიცვით. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ მტკივნეული შეგრძნება არ გაქრება.
11.ფურუნკული, ჩირქოვანი ჭრილობა, დამწვრობა
ზეთოვანი ხსნარის აპლიკაცია დაგეხმარებათ, რომელიც დღეში 2-ჯერ უნდა გამოიცვალოთ და ატაროთ მოუხსნელად, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება,
12.ანტიბაქტერიული საპონი
2 ს/კ ზეთოვანი ხსნარი დამდნარ საპონს შეურიეთ. ნარევი სილიკონის ფორმაში გადაიტანეთ და გაცივება აცადეთ.
13.გინეკოლოგიური პრობლემა
საშვილოსნოს ყელის ნაკაწრებს შესანიშნავად კურნავს ზეთოვანი ხსნარი. ის ყოველთვის ღამით გაიკეთეთ, 14 დღის განმავლობაში.
14.გადაჭარბებული ოფლიანობა
ოფლიანობის შემცირებას და სუნის გაქრობას შემდეგნაირად შეძლებთ: 3 ს/კ სპირტიანი ხსნარი, 1 ს/კ სოდა, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი 150 მლ თბილ წყალს აურიეთ. მიღებული ნარევი იღლიაზე წაისვით და ბოლომდე გაშრობა აცადეთ. ასეთი პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ – დილას და საღამოს. უკვე ერთ კვირაში შეამჩნევთ, რომ ოფლიანობა თუ კი ჩნდება, სუნის გარეშე. შეგიძლიათ პროცედურა ფეხზეც გაიკეთოთ.
15.სოკო ფეხზე
თბილი ფეხის აბაზანა სოდის და სპირტიანი ხსნარის ნარევით გაიკეთეთ. წყლის პროცედურის შემდეგ დაზიანებული ადგილი ჩაის ხის ზეთით დაიმუშავეთ.
„ქლოროფილიპტი“ შესანიშნავი იაფიანი, უსაფრთხო და ნატურალური საშუალება არის. მისი გამოყენების სფერო ფართოა. კოსმეტოლოგები გირჩევენ გამოიყენოთ ხსნარი, თუ მშრალი, ჩამოშვებული კანი გაქვთ და პილინგის შემდეგ. სახლის პირობებში „ქლორფილიპტის“ ნიღაბს ანტიბაქტერიული, სადეზენფექციო და დამჭიმავი მოქმედება აქვს.
გამწმენდი ნიღაბი სახისთვის თეთრი თიხით
1 ს/კ თეთრი თიხა (კაოლინი) ცივ წყალში გახსენით ისე, რომ სქელი არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. 4 წვეთი ზეთოვანი ხსნარი „ქლოროფილიპტი“ დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და აუცილებლად დამატენიანებელი კრემი წაისვით.
დაწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორ იყენებთ „ქლოროფილიპტს“. ამ სასწაულმოქმედი პრეპარატის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში მოუყევით. ჯანმრთელობას გისურვებთ!