წვრილი წელი „სამაშველო წრის“ ფენაში დაიმალა? ვარჯიში არ გშველით? არ იდარდოთ, ეფექტური მეთოდებიც არსებობს!
თქვენ წონაში დაკლება ძილის დროსაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ღამე ამ 10 სასმელიდან ერთ-ერთს დალევთ, რადგან ისინი – ნამდვილი ცხიმის მკვლელები არიან!
კიტრის წვენი
კიტრი გაწურეთ და ცოტა წყალში გაურიეთ. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ კოჭა ან ლიმონი დაუმატოთ. ერთი თვის განმავლობაში მიიღეთ და დაინახავთ, რომ ცხიმი მუცლიდან დადნება.
კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, უჯრედისით, მინერალებით და ვიტამინებით, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. ამასთან კალორიულობა საკმაოდ მცირეა.
ლიმონიანი წყალი
ლიმონის წვენი წყალში გახსენით და დღეში 4-ჯერ მიიღეთ. ეს არა მხოლოდ გახდომაში დაგეხმარებათ, არამედ სისხლს და კანს გააუმჯობესებს.
მწვანე სმუზი
ბლენდერში კიტრი, ქინძის ან ოხრახუშის კონა, ლიმონი და ნახევარი ჭიქა წყალი დააბლენდერეთ. სმუზი გამოყენებამდე რამდენიმე წუთით დააყენეთ.
კოჭის ჩაი
კოჭა ფართოდ ცნობილ სამკურნალო თვისებებს ფლობს, მაგრამ ის ეფექტურია ცხიმის საწინააღმდეგოდაც. თუ გსურთ კოჭის ჩაი უფრო გემრიელი იყოს, მას ოდნავ ლიმონი და თაფლი დაუმატეთ.
ანანასის წვენი
ანანასი ანტიოქსიდანტებით და უჯრედისით არის მდიდარი. 1 ჭიქა ანანასის წვენი არა მხოლოდ მხნეობას შეგმატებთ, არამედ მეტაბოლიზმს დააჩქარებს.
მარწყვის წყალი
ლიმონის წვენს ოთხად გაჭრილი მარწყვი, პიტნა და ცოტა თაფლი დაუმატეთ. თბილი წყალი დაასხით და ცოტა ხნით დააყენეთ. შემდეგ სასმელი გადაწურეთ და ცოტა ყინული დაუმატეთ.
ბაბუაწვერას ჩაი
ეს ჩაი შებერილობის, გულძმარვის და კუჭის სხვა პრობლემის დროს ეფექტურია. როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება, ბაბუაწვერას ჩაი ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი მცირე რაოდენობით კოფეინს შეიცავს, ამიტომ ის ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება და მეტაბოლიზმს აჩქარებს.
ვაშლის წვენი
ვაშლის წვენი წყალში გახსენით და ცოტა ლიმონი დაუმატეთ. ეს სასმელი ტოქსინებს მოგაშორებთ. მას ანტიბიოტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.
გრეიფრუტის წვენი
გრეიფრუტი წონაში დასაკლებად შეგიძლიათ არა მხოლოდ მიირთვათ. კარგ ეფექტს მისი წვენიც იძლევა. შეგიძლიათ ოდნავ თაფლი და დარიჩინი დაუმატოთ.
ნებისმიერი სასმელი თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ! მაგრამ თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ – უმჯობესია კონსულტანციისთვის ექიმს მიმართოთ!
თქვენ როგორ ებრძვით მუცლის ცხიმს? რომელია თქვენი გამოცდილი მეთოდები?