ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ ქრონიკული პროცესების შეჩერებაში

94
ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები

ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები ხელს უშლიან ქრონიკული ანთების გავრცელებას და ამცირებენ ჯანმრთელობის რისკებს.

ამავდროულად, ისინი იმუნურ სისტემას აძლიერებენ და ორგანიზმს ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში.

სხვა ნივთიერებებისგან განსხვავებით, ბუნებრივი ინგრედიენტები მავნე ქიმიკატებისგან თავისუფალია.

გარდა ამისა, მათი მიღება შესაძლებელია ყოველდღიურ რაციონში გემოვნებით ჩართვით.

ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები – ბუნებრივი გზა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

პირველ რიგში, ანთება ხშირად იწვევს სერიოზულ ქრონიკულ დაავადებებს. მაგალითად, ართრიტი, საჭმლის მომნელებელი დარღვევები და კანის პრობლემები.

ამიტომ, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები ორგანიზმს ეხმარება პრობლემის წყაროს აღმოფხვრაში.

როგორ მოქმედებს ანთების საწინააღმდეგო კვება ჩვენს ორგანიზმზე

თავდაპირველად, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები ამცირებს ქსოვილებზე დატვირთვას და ანელებს დაზიანებას.

ამასთანავე, ისინი ეხმარებიან იმუნურ სისტემას ტოქსინების ეფექტურად განეიტრალებაში. მაგალითად, ომეგა-3-ით მდიდარი თევზი ხელს უშლის სიწითლესა და შეშუპებას.

ანთება – ორგანიზმის რთული შეგუებითი სისხლძარღვოვან-ქსოვილოვანი რეაქცია დაავადების გამომწვევი აგენტის მიმართ.

ეს პრობლემა თანამედროვე დროში საკმაოდ გავრცელებულია და ის შეიძლება იქცეს უამრავი დაავადების გამომწვევ მიზეზად: დაწყებული აკნედან, დამთავრებული ალცჰეიმერის დაავადებით და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებით.

ექსპერტების მოსაზრებით, ანთება რიგ შემთხვევებში შეიძლება სასარგებლოდ აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

როგორ? როდესაც სხეული აღმოაჩენს ტრამვას ან რაიმე დაავადებას, ჩვენი იმუნური სისტება გზავნის T-უჯრედებს, სისხლის თეთრ უჯრედებსა და ლიმფურ სითხეს სხეულის დაზიანებულ ნაწილში.

ანთებითის ძირითადი ნიშნებია – ტემპერატურის მომატება და სისხლის შემადგენლობის ცვლილებები; ადგილობრივი ნიშნებია – სიწითლე, ტკივილი, ტემპარატურის მომატება, შეშუპება, ფუნქციის დარღვევა.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ არასწორი კვება ასევე იწვევს ანთებას, თუმცა ამ შემთხვევაში არა მწვავეს, არამედ ქრონიკულს, რომელიც ნებაყოფლობით არ ქრება.

დროთა განმავლობაში, ორგანოებისა და ქსოვილების ანთებითი პროცესების შედეგად ორგანიზმში გროვდება ჭარბი რაოდენობით ტოქსინები, რომლებიც ჩვენს შინაგან ორგანოებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების გარეშე ტოვებს.

საბოლოო ჯამში საგრძნობლად ზიანდება ჩვენი მსხვილი ნაწლავი, გული, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, სისხძლარღვები, კანი და ძვლები.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია კვების რაციონის გამდიდრება ისეთი პროდუქტებით, რომელთათვის ანთების საწინააღმდეგო თვისებებია დამახასიათებელი.

ეს პროდუქტები ამცირებს ქრონიკულ ანთებას და ტვირთავს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით, მინრალებითა და ვიტამინებით.

ცხარე წიწაკა

კაპსაიცინი – ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ბუნებრივი ალტერნატივა, რომელიც ჭარბადაა კაიენის წიწაკაში.

კაპსაიცინი ინჰიბირებს COX-2 ფერმენტს, რომელიც ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.

ვაშლი და ხახვი

კვერცეტინი ჰისტამინის ბუნებრივი ინჰიბიტორია, რომელიც გვეხმარება ალერგიის დროს.

ალერგია კი თავის მხრივ ანთებითი პროცესის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ითვლება. დაიმახსოვრეთ, რომ კვერცეტინს ვაშლის კანი შეიცავს.

ანანასი

ეს ტროპიკული ხილი შეიცავს უამრავ ანთების საწინააღმდეგო ისეთ შენაერთს, როგორებიცა: ბრომელაინი და ფერმენტები, რომლებიც ახშობს ანთებას, ტკივილს და ამცირებს შეშუპებას.

მწვანე-ფოთლოვანი ბოსტნეული

ეს პროდუქტები მდიდარია ალფა-ლინოლისა და ომეგა-3-ის მჟავებით, რის გამოც აუცილებელია საკუთარი კვების რაციონის გამდიდრება მწვანე-ფოთლოვანი ბოსტნეულით.

სელის თესლი, კაკალი და გოგრის თესლი

ომეგა-3-ის ცხიმებით გამდიდრებული ეს პროდუქტები გვეხმარება ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩახშობაში.

თევზი

ორაგული, სკუმბრია და სარდინი მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმებით, რომელიც ამცირებს ორგანიზმში ანთების გამომწვევი ჰორმონის გამომუშავებას.

ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი

ზეთის ხილი ზეითუნის ზეთი გამდირებულია ოლეინის მჟავით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ომეგა 9-ის ცხიმოვან მჟავებს.

ეს ცხიმოვანი მჟვები ეხმარება ომეგა 3-ის ცხიმებს საკუთარი ფუნქციის გამართულად შესრულებაში.

თქვით უარი ან შამცირეთ ყოველდღიურად მიღბული შემდეგი პროდუქტების რაოდენობა:

  • ფუნთუშები;
  • თეთრი პური;
  • შემწვარი საჭმელი;
  • მარგანინი;
  • შაქარი;
  • მურაბები;
  • ხმელი ყველი;

დამატებითი იდეებისთვის გადადით სუპი გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებით ბმულზე.

ხშირად დასმული კითხვები ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების შესახებ

  1. რომელი ანთების საწინააღმდეგო პროდუქტი მოქმედებს ყველაზე სწრაფად?
    კაპსაიცინი და ბრომელაინი განსაკუთრებით სწრაფად ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.
  2. შეიძლება თუ არა ამ პროდუქტების ყოველდღიური მიღება?
    დიახ, თუმცა რეკომენდებულია დოზის გაზრდის გარეშე, ბალანსირებული რაციონით.
  3. გააჩნია თუ არა ეფექტი მხოლოდ კვებით ანთების მკურნალობას?
    კვება ამცირებს სიმპტომებს, თუმცა რთულ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის ჩარევაც.

მოლოდინი და შედეგები ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების მიღებისას

თავდაპირველად, შეიძლება სწრაფი შედეგი არ შეიმჩნეოდეს, რაც ბუნებრივი პროცესია.
თუმცა, დროთა განმავლობაში ქრება შეშუპება, სიწითლე და ტკივილი სახსრებში.

მომდევნო პერიოდში შეიმჩნევა კანის მდგომარეობის გაუმჯობესება და საჭმლის მონელების სტაბილიზაცია.

გარდა ამისა, მცირდება ქრონიკული დაღლილობა და ტოქსინების დაგროვება.

დასასრულებლად, რეგულარული მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს დაავადების რისკებს.

ამასთანავე, ორგანიზმი ივსება საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.

დასკვნა რედაქციისგან ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების მნიშვნელობაზე

დასაწყისისთვის, Inflammation and Chronic Disease კვლევაში ნაჩვენებია, რომ ანთება მრავალი დაავადების ძირეული მექანიზმია.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია დროული რეაგირება ბუნებრივი მეთოდებით, მათ შორის საკვები პროდუქტებით.

მეორე მხრივ, Polyphenols and Inflammation ადასტურებს პოლიფენოლებით მდიდარი პროდუქტების გავლენას ანთების პროცესზე.

ვაშლი, ხახვი და მწვანე ბოსტნეული ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია.

დასასრულებლად, Omega-3 Fatty Acids and Anti-Inflammatory Action კვლევით დასტურდება ომეგა-3-ის პოზიტიური გავლენა.

ის ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს გულის, კანისა და ტვინის ჯანმრთელობას.

გააზიარე სტატია მეგობრებთან, დატოვე კომენტარი საკუთარ გამოცდილებაზე და აუცილებლად შეინახე მომავალში გამოსაყენებლად!