სუპი გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებით.

637

კურკუმას ანთების საწინააღმდეგო და სამკურნალო თვისებების შესახებ ყველასთვის ცნობილია. სხვადასხვა გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ კურკუმა თავისი თვისებებით უმჯობესია ისეთ პრეპარატებზე როგორიცაა:

  • ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
  • ანტი-დეპრესანტები
  • ქიმიოთერაპია
  • ანტი-კოაგულანტები
  • ტკივილგამაყუჩებელი
  • დიაბეტის პრეპარატები
  • წამლები ართრიტისთვის
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებების პრეპარატები
  • ქოლესტერინის დონის დასაწევი პრეპარატები
  • სტეროიდები

ვივიენი წარმოგიდგენთ მაროკოს სტაფილოს სუპის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 ჭიქა ჭქა წვრილად დაჭრილი ყვითელი ხახვი.
  • 0,5 კგ მსხვილი სტაფილო, წინასწარ დაჭრილი კუბებად 2,5სმ
  • 1/2 ჭიქა ქათმის ბულიონი ან ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 კბილი ნიორი (ან მეტი, გემოვნებით)
  • 2 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 1/2 ჩაის კოვზი კვლიავის თესლი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის ახალგამოწურული წვენი
  • 1/8 ჩაის კოვზი ბაჰარი
  • მარილი გემოვნებით
  • 1/2 ჭიქა სმეტანა ან უბრალო იოგურტი, სურვილის შემთხვევაში გარნირისთვის.

მომზადების წესი:

  1. გაადნეთ კარაქი დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ ხახვი, მოხრაკეთ 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სტაფილო და ბულიონი. წამოადუღეთ, შემდეგ კი დაუკელით ცეცხლს, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ სტაფილოს დარბილებამდე, დაახლოებით 20 წუთი.
  2. დაყარეთ კვლიავი მცირე ტაფაზე და საშუალო ცეცლზე მუდმივი მორევით შეწვით არომატის გაჩენამდე, დაახლოებით 4-5 წუთი. შემდეგ დანაყეთ სუნელები.
  3. გადადგით სუპი ცეცხლიდა. გამოყოფილი პორციების პიურე დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ის ქვაბში. დაუმატეთ თაფლი, ლიმონს წვენი და ბაჰირი. მოაყარეთ მარილი.
  4. დაასხით სუპი თეფშზე და მოაყარეთ შემწვარი კვლიავი.

რედაქციისგან:ეს სტატია ხაზს უსვამს ჯანსაღ კვებას და მის როლს სიმსივნის პრევენციაში, რაც საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. განსაკუთრებით საინტერესოა კურკუმას, შავი კვლიავის, მწვანე ჩაისა და ჯვაროსანთა კლასის ბოსტნეულის ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას.

კვლევების თანახმად, კურკუმას ერთ-ერთი მთავარი აქტიური ნაერთი – კურკუმინი – შეუძლია შეამციროს ქრონიკული ანთება და დაბლოკოს სიმსივნის განვითარებასთან დაკავშირებული მექანიზმები (Aggarwal et al., 2013). ასევე, მწვანე ჩაის პოლიფენოლები, განსაკუთრებით ეპიგალოკატეხინ გალატი (EGCG), ხელს უწყობს კიბოს უჯრედების აპოპტოზს (Butt et al., 2015). შავი კვლიავის ზეთი კი, ნიგელონითა და თიმოქინონით, აჩვენებს იმუნომასტიმულირებელ ეფექტს და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს (Gali-Muhtasib et al., 2006).

პრაქტიკული რეკომენდაციაა, რომ სიმსივნის პრევენციისთვის სასარგებლოა კვების რაციონში მეტი ჯანსაღი პროდუქტის, განსაკუთრებით მცენარეული წარმოშობის საკვების ჩართვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დიეტური ცვლილება და საკვები დანამატების გამოყენება მოხდეს ექიმის კონსულტაციის საფუძველზე, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო უკუჩვენებები და წამლების ურთიერთქმედება.